მწარეს ბლოგი

chez moi

მეორე შანსი, აუცილელობა თუ თავის მოტყუება?

on მარტი 18, 2009

მრავალჯერ გვსმენია, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს, რომ ერთმანეთს შეცდომები უნდა ვაპატიოთ და ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვოროთ.

რა ხდება სინამდვილეში? დღეს საკუთარ თავზე ავმაღლდი და ერთ ადამიანს ვაპატიე თავისი საქციელი, მეორე შანსი მივეცი და რა მერე?! ნახევარი საათიც არ გასულა, ისევ ისე მოიქცა! წესით, გული უნდა მტკენოდა, მაგრამ არ მეტკინა. უნდა მწყენოდა, მაგრამ არ მეწყინა. არც კი გამკვირვებია, რადგან მისგან სწორედ ამას ველოდი.

ჩემი ძვირფასებო, არ არსებობს არავითარი მეორე შანსის უფლება! აზრი არ აქვს ადამიანს აპატიო და შეურიგდე, ის მაინც იგივეს გააკეთებს! არ დაიჯეროთ, რომ ვინმე თქვენს მიმტევებლობას დააფასებს! მე იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა დავიბოღმოთ და ყველა წყენისათვის შური ვიძიოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანს თქვენთან ურთერთობაში რამე შეეშალა, მას უბრალოდ უნდა გაეცალოთ, ყოველგვარი მეორე შანსის და მსგავსი სისულელეების გარეშე. ადამიანები არ იცვლებიან. ყველა ვართ ის, ვინც ვართ! ეს მარტო საპნის ოპერებში ხდება, მონსტრს უცბათ  თვალები რომ აეხილება, ყველაფერს მოინანიებს და სიკეთის ფრქვევას იწყებს. საპნის ოპერები მხოლოდ ტელევიზორში გადის, თანაც ოხრად, ცხოვრება კი სულ სხვაა. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები არ იცვლებიან! ასე, რომ ყოველგვარი მეორე შანსის უფლება თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

Advertisements

8 responses to “მეორე შანსი, აუცილელობა თუ თავის მოტყუება?

  1. nini ამბობს:

    martali xar, adamianebi ar icvlebian, magram miteveba mainc aucilebelia. sakutari tavistvis jobia ase.

    • unaamarga ამბობს:

      მე სულაც არ მინდოდა იმის თქმა, რომ ვიღაცაზე უნდა დავიბოღმოთ და ამ ბოღმას თავი შევაჭმევინოთ. მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ თუ ადამინი გიღალატებთ, მას უყოყმანოდ უნდა მოშორდეთ. რაც შეეხება პატიებას, საკუთავ თავში კი უნდა მივუტევოთ, მაგრამ ურთერთობა აღარ ვიქონიოთ. მე ასე მგონია

  2. daliela ამბობს:

    მართალი ხარ. ყველა თავზე დაგასხავს როცა რამეს გაუტარებ აპატიებ ან მოუთმენ,შეიძლება ვაჭარბებ მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასე მომქცევიან! ხოდა უნდა ვიყოთ ყველანი ძალიან დამპლები აი ეგრე 😀

    • unaamarga ამბობს:

      ხო, რაღაცნაირად ყველას ის დამოკიდებულება უჩნდება, რომ არა, ეს მაინც გვაპატიებს, ე.ი. შეიძლება კიდევ მივქაროთ!

  3. ?.?.?.?.? ამბობს:

    unda apatio.yvela adamians unda sheedzlos patieba.yvelas unda mieces erti shansi,magram es ubralod shansia imisa rom sakutar tavtan ukmayofileba ar gqondes,ai netavi erti shansi mimeca iqnmeb gamoscorebuliyo da ragac egetebi.es shansi ar iqneba is rom isev iseti urtiertoba geqneba im adamiantan rogorc adre.tavistavad,ginda es shen tu ar ginda didi gulis tkenis shemdeg kedeli agimarteba am ors shoris.ES MXOLOD CHEMI AZRIA

  4. Hano ამბობს:

    მე მჯერა რომ ადმაინები ცივლებიან..
    მე მჯერა რომ ადმაინებს უნდა აპატიო..
    დღეს თუ არა ხვალ მაინც რაღაცნაირად ასახება მასზე ჩვენი საქციელი,ჩვენი მიტევება..
    მე შესამჩნევად ვთავისუფდლები როცა ადმაიანს რამეს ვპატიობ..
    არა ისა საკიტხავია,ჩვენ რამდენს გვპატიობენ..
    მე ვინ ვარ ვინმეს რამე არ მივუტევო..
    მიუტევე და მიგეტევება..
    მე მჯერა ამის..

    • unaamarga ამბობს:

      პატიებით კი ვპატიობ ჩემს გულში, მაგრამ ურთიერთობას აღარ ვაგრძელებ -ეს იყო ამ პოსტის აზრი. კარგია, რომ ადამიანების გჯერა, ჩემმა გამოცდილებამ კი პირიქით აჩვენა. ხალხი არ იცვლება. ვინც დამპალი იყო, დამპლად დარჩა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: