მწარეს ბლოგი

chez moi

House addicted

on მარტი 21, 2009

სულ ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება მქონდა და მთელი ორი კვირა ვიწექი. ხოდა, ამ დროის განმავლობაში, რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე House M.D. არა, მთლად შემთხვევითაც არ იყო, პრინციპში. ჩემს გარშემო ბევრი აქებდა ამ სერიალს, უბრალოდ მე არ ვუყურებდი, რადგან მედიცინა ყველაზე ნაკლებად მიტაცებს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ავადმყფოფბის ჟამს ჰაუსი გახდა ჩემი ანტიდეპრესანტი, ჩემი გასართობიც და მასწავლებელიც. მთელი ორი კვირა ლაპ-ტოპთან ჩახუტებულმა ჰაუსთან ერთად გავატარე. სიმართლე, რომ ვთქვა, ის უნიკალური სამედიცინო შემთხვევბი, რომლებთანაც ჰაუსსა და მის გუნდს უწევს გამკლავება, დიდად არც მაინტერესებს და ვერც კი ვიმახსოვრებ. ჩემთვის საინტერესო თავად ჰაუსისა და კაცობრიობის დანარჩენი ნაწილის ურთიერთობაა. სერიალის ყველა პერსონაჟისაგან განსხვავებით, არ ვთვლი ,რომ ჰაუსი ნაბიჭვარია და მისთვის ადამიანური გრძნობები უცხოა. უბრალოდ, ის თავის ნადვილ სახეს მალავს. რატომ მგონია ასე? რაღაც დოზით მეც ასეთი ვარ! ალბათ, კოჭლი რომ ვყოფილიყავი, სწორედ მისნაირი ვიქნებოდი. ასე რომ, ჰაუსში საკუთარი თავის გაუარესებულ ვარინტს ვხედავ და კიდევ ერთი, მომწონს, რომ ჰაუსს არ გააჩნია, ზომიერების გრძნობა, თავშეკავების უნარი, ამბობს და იქცევა ზუსტად ისე, როგორც უნდა და სულ არ აწუხებს სხვების აზრი. მეც მინდა ასეთი ვიყო. ყოველგვარი შინაგანი ცენზორის გარეშე!არ მოვყვები ჰაუსის ბუნების დეტალურ ფსიქოლოგიურ გარჩევას, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მე ის მომწონს!

მოკლედ, ჰაუსის მიმართ დამოკიდებულება გამიჩნდა! ვერ ვძლებ მორიგი სერიის გარეშე. ხოდა, ვზივარ და ვფიქრობ, ეს სერიალი, რომ დამთავრდება, რა მეშველება? 😦

Advertisements

11 responses to “House addicted

  1. dodka ამბობს:

    სხვა სერიალს იპოვი :დ

    ჰაუსი ყველას უყვარს. ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველას უნდა ეგეთი იყოს – “უცენზურო” და ნიჭიერი, იმიტომ, რომ ნიჭის და პროფესიონალიზმის გარეშე ერთი იდიოტი ნაძირალა იქნებოდა და ასე კიდევ მაგარი ტიპია :დ

  2. unaamarga ამბობს:

    მართალი ხარ, ისე, არის კიდეც ეგეთი სცენა, პაციენტის ქმარი რომ ამბობს, ასეთი ნაბიჭვარი ან სუპერ ექიმი უნდა იყოს ან უმუშევარიო.
    ჯერ-ჯერობით ჰაუსი პირველია , რომელსაც ორ სეზონზე მეტ ხანს გავუძელი და იმედები არ გაუცრუებია.

    • dodka ამბობს:

      არ გაგიცრუებს კიდევ დიდხანს : ) კი არის ხოლმე ჩავარდნები შიგადაშიგ (ახლა მე-5 სეზონზე ვარ, ანუკვირაში ერთხელ ვუყურებთ რა, როცა გამოდის), მაგრამ საერთო ჯამში ისევ ძალიან ძალიან გლეჯს. და ნაღდად არ მომბეზრებია

      • unaamarga ამბობს:

        ხო, მეც უკვე მე-5 სეზონს მივადექი და მართლა ისევ ისეთი საინტერესოა, როგორც თავიდან.

  3. hexe ამბობს:

    ui shen romeli xar?
    anu romeli forumeli?
    an araforumeli
    :user:

  4. unaamarga ამბობს:

    არ ვარ ფორუმელი და არამგონია მიცნობდე. უბრალოდ შენი პოსტები მომწონს 😉

  5. hexe ამბობს:

    madlob :)))
    🙂

  6. Sophie Golden ამბობს:

    ახლა მეც ჩემს ტკივილზე გიამბობ 😛 ჰაუსი მეც მიყვარ[ს]და, ახლა აღარ, იმიტომ, რომ ნერვებს მიშლის 😀 სულ ექსპერიმენტები, მაიმუნობები, ერთხელ მინდა სახლშიც მოვიდეს და დამელაპარაკოს… ჰო, აი ასე მიყვარს მე ჰაუსი. ჰაუსზე ედიქთობას ვინ ჩივის, მე რამდენიმე არგენტინული სერიალიც კი ნანახი მაქვს 😀 😀 😀

    • unaamarga ამბობს:

      მეც მაქვს ნანახი რამდენიმე ლათინოამერიკული სერიალი და კიდე საიდუმლო მასალების ფანიც ვიყავი ბავშვობაში: დ

      ჰაუსი მაინც სულ სხვაა : D

  7. Salo ამბობს:

    gamogashtera shen mag hausma! 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: