მწარეს ბლოგი

chez moi

Come together

on მარტი 28, 2009

ამ დღეებში გადავიკითხე ჯოზი ლოიდლისა და ემელინ რიზის Come together. ნაწარმოები მოგვითხრობს, როგორ ვითარდება „ბაბნიკი“ ჯეკისა და ემის ურთიერთობა, როგორ პოულობენ ისინი ერთმანეთს და როგორ ხდებიან ნელ-ნელა ერთი მთელის ორი ნახევარი.  თითოეული ავტორი თავისი სქესის პერსონაჟის სახელით წერს, ანუ ჯოზი ლოიდლი ჯეკის პირით მოგვითხრობს ისტორიას და ემელინ რიზი, შესაბამისად, – ემის. მოთხრობის მთელი მომხიბვლელობაც ისაა, რომ კარგად ჩანს, როგორ განსხვავებულად აღიქვამს ერთსა და იმავე საკითხს ქალი და მამაკაცი. ერთ-ორ ეპიზოდში მოთხრობა კლასიკურ „საპნის ოპერას“ წააგავს, მაგრამ მთლიანობაში, საკმაოდ საინტერესოა და კარგად იკითხება, ამასთან, საკმაოდ ახლობელია და სახალისო. ავტორები ისეთ საკითხებზე და ისეთი ფორმით წერენ, რომ, მაგალითად, ნებისმიერ გოგოს შეუძლია ემიში საკუთარი თავი ამოიცნოს.

მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, რუსული თარგმანი იხილეთ  აქ.

Advertisements

4 responses to “Come together

  1. Katten Försvann ამბობს:

    auuuuuuuuuuu რა მაგარი სახელი აქვს შენს ბლოგს!
    ჩემ გას ეძახდა ჩემი სიძე მწარეს 😀 😀

    • unaamarga ამბობს:

      ერთხელ ჩემი კურსელის დაბ. დღეზე ვიყავი და მასპინძელმა ასე გააცნო ჩემი თავი სხვებს – ეს არის მწარე! ხოდა, მერე შემრჩა და შემრჩა მწარეს სახელი 😀

  2. Sophie Golden ამბობს:

    რა მაგარია! არ მეგონა, ამ ავტორებს თუ იცნობდნენ სხვები 🙂 5 წლის წინ წავიკითხე ამათი წიგნი ‘the boy next door’ და ძალიან საკაიფოდ მომეჩვენა, ამანაც დამაინტერესა ახლა.

  3. pelagiaa ამბობს:

    უი, რა კარგია თან რო ლინკი დევს

    მინდა წვაიკითხო, დრო როგორც გამომიჩნდება :), რაღაც სწორედ ასეთის წაკითხვის ხასიათზე ვარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: