მწარეს ბლოგი

chez moi

Cathédrale Notre-Dame

on აპრილი 2, 2009

არ ვიცი, ტომუშკას  რომაული არდადეგების გავლენაა, თუ უბრალოდ, უკეთესი თავში არაფერი მომდის, გადავწყვიტე დავწერო ერთ არქიტექტურულ ძეგლზე, რომლის ხილვის ბედნიერებაც დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა და რომლისაგან მიღებული შთაბეჭდილებებიც დღემდე მომყვება.

ზოგადად, შენობა-ნაგებობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები, ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ახდენს. ნუ, კი, ვამჩნევ ლამაზია თუ არა, მაგრამ მეტი არაფერი, ორად-ორი ნაგებობაა, რომელმაც რაღაც განსხვავებული ემოცია გამოიწვია ჩემში. პირველი ესაა გუმბათმორღვეული ბაგრატის ტაძარი და მეორე, ის, რომელზეც ახლა უნდა დავწერო –  სტრასბურგის კათედრალი (Cathédrale Notre-Dame). კარგად მახსოვს, როგორ გავშეშდი ამ გრანდიოზული ნაგობების წინაშე და შემდეგ თითქმის ორი საათი როგირ ვუვლიდი ირგვლივ, ვცდილობდი ყველა მხრიდან შემესწავლა.

მთლიანად სტრასბურგი საოცარი ქალაქია, ძმები გრიმების გაცოცხლებული ზღაპარი. თუმცა, პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის იქაური ღვთისმშობლის ტაძარი. მაინც რა აქვს ამ ტაძარს ასეთი? ვიქტორ ჰიუგო მას „გიგანტურ და დელიკატურ საოცრებას“ უწოდებდა. უკეთესი ეპითეტი მე არ მომდის თავში. 1880 წალმდე ეს იყო ყველაზე მაღალი ტაძარი მსოფლიოში. კათედრალს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აგებდნენ, ანუ, როგორც მე ამიხსნეს, ყველა მეფე რაღაცას თავისას უმატებდა, სწორედ ამიტომ, იგი რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს, რომანიკულიდან დაწყებული გვიანდელი გოთიკით დამთავრებული. ტაძარი მთლიანად დაფარულია სკულპტურული ორნამენტებით.

ძნელია გადმოცემა, რა ემოციას იწვევს ის. ესაა შიშიც, მოკრძალებაც და პირველყოფილი ტომების აღტაცებაც. ჩემი შეფასებით, პარიზის ნოტრ-დამი მასთან არაფერია. ასევე საინტერესოა, რომ კათედრალი კინაღამ ფრანგი რევოლუციონერების მსხვერპლი გახდა მე-18 საუკუნის ბოლოს. იყო წინადადება, რომ ტაძრისთვის თავი მოენგრიათ, რადგანაც ის სხვა შენობებზე ბევრად მაღალი იყო და ამით თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. 2000 წელს კი,  ალ-ქაიდა აპირებდა მასზე თავდასხმას.  საბედნიეროდ, ტაძარი ყველა ამ უბედურებას გადაურჩა და ისევ აოგნებს ხალხს თავისი სიდიადით.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემი არაპროფესიონალი ხელების მიერ გადაღებულ ფოტოებს:

ცენტრალური შესასვლელი:

450px-portalcathedralstrasbourg

აღმოსავლეთის კარი:

196463497quxplb_fs

ტაძრის ცნობილი ასტრონომიული საათი:

im1517-hr

ფასადი:

strasbourg-cathedral-facade-dec-04-wc

საშობაო ბაზრობის ფონზე:

strasbourg_cathedralenoel04

q84tzqlt

და ბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ არასოდეს დამავიწყდება, როგორ ავედი ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული კიბით ტაძრის სამრეკლოში. იქ ბნელა, სივიწროვეა და იმდენ ხანს მიდიხარ, რომ გგონია, მიხვეულ-მოხვეული კიბე არასოდეს დასრულდება. კიდევ უარსეია უკან ჩამოსვლა, ქვემოთ იყურები და წრეზე დადიხარ, სწორედ ამიტომ, შეიძლება თავბრუ დაგეხვას, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ მოვრჩები წერას, თორემ უზარმაზარი პოსტი გამომივა. მე რომ მიმიშვა, დილამდე ვაფრქვევ შთაბეჭდილებებს ამ ტაძრის თაობაზე :).

Advertisements

10 responses to “Cathédrale Notre-Dame

  1. Katten Försvann ამბობს:

    მომინდა წასვლა!!!!

  2. Salo ამბობს:

    მე მეგონა ნოტრ-დამი მარტო პარიზში იყო.

  3. Katten Försvann ამბობს:

    რომელიც ნიშნავს ”ჩვენი დედა ”

    პ.ს. წინა პოსტი რაცხა უცნაურად დამეპოსტა

    • unaamarga ამბობს:

      მეც საფრანგეთში არსებული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები მქონდა მხედველობაში. კომენტარუიდან კი არ ჩანს, მართალია 🙂

  4. Sophie Golden ამბობს:

    “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” კითხვამ ისე დამტანჯა, უკვე აღარ შემიძლია ასეთი დიდი “ძეგლების” ატანა 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: