მწარეს ბლოგი

chez moi

ქართულ ვალდებულებებზე

on აპრილი 6, 2009

ადამიანები ხშირად ითხოვენ ერთმანეთისაგან რაღაცას მათი სტატუსიდან გამომდინარე, ან თუ არ ითხოვენ პირდაპირ, თვლიან მაინც, რომ ვიღაცამ მათ რაღაც უნდა გაუკეთოს, რადგანაც ის ვიღაც მეგობარია, სიძეა, ბიძაშვილია  და ა.შ. საქართველოში ეს ყველაფერი ფართოდ განიმარტება. ჩვენთან საერთოდ მყარად ფეხმოკიდებული აზრია, რომ თუ შენი ბიძაშვილის მეზობელი მოგაკითხვას, თან უნდა გადაყვე და ყველაფერი გაუკეთო რაც სჭირდება, სწორედ იმიტომ, რომ ის შენი ბიძაშვილის მეზობელია, ანუ შინაურია. აქ ყველა შენიანია და ყველას წინაშე რაღაც ვალდებულება გაკისრია.

ამ საკითხთან მე ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. პირველი ის, რომ „ჩემიანობას“ ნათესაური და სივრცითი კავშირი არ განსაზღვრავს. ნებისმიერი სამსახურში დღეს სგაცნობილი ადამიანი შეიძლება უფრო ჩემიანი იყოს, ვიდრე დეიდაჩემის ქმრის ბიძაშვილი (დეიდა არ მყავს, ეს ისე, სიტყვის მასალად). მეორე და უფრო მთავარი ისაა, რომ არავისაგან არაფერს ველი. არ ველი ჩემი მეგობრებისაგან გვერდში დგომას, ჩემი საქმეების გამო საკუთარის გვერდზე გადადებას, თავგანწირვას, გმირობას და რაიმე მსგავსს. მითუმეტეს არ ვითხოვ არაფერს სხვებისაგან. არავის ვაწებებ რაღაც ვალდებულებებს იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავთ. შესაბამისად, არასოდეს მწყდება გული და არ ვგრძნობ თავს იმედგაცრუებულად ან მოტყუებულად, როდესაც ვინმე არ აკეთებს იმას, რაც მას, ვიღაცის აზრით, თავისი სტატუსიდან გამომდინარე  უნდა გაეკეთებინა. ხოლო, როცა ისე ხდება, რომ ვიღაცა მაინც აკეთებს იმას, რასაც მე არ ველოდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები და, როგორ ვთქვა, სული და გული მითბება.

ახლა, ამ პოსტს ვინც წაიკითხავს, იფიქრებს, რომ სხვებისთვის არაფერზე თავს არ ვიწუხებ და საკუთარ თავზე უგზო-უკვლოდ შეყვარებული ეგოისტი ვარ. ამ პოსტის წაკითხვის გარეშეც ბევრს მიაჩნია ასე. ეგოისტობის არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება სხვებისთვის რაღაცის გაკეთებას, ეგ დამსახურებაზეა დამოკიდებული, კიდევ იმაზე, რამდენად მიყვარს ის კონკრეტული ადამიანი. მე ადამიანებთან ყოველგვარი shoulda-woulda-ს გარეშე ვურთიერთობ. თუ ვინმესთვის რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს მე მინდა, გულით მინდა და არა იმიტომ, რომ ეს კაცი ჩემი მეზობლის სიძის ბებიის ძმიშვილია.

ბუნებრივია, ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე, ზოგადია და ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას არ მოერგება, მაგრამ  ერთადერთი რაც მინდოდა დამეფიქსირებინა, ეს ისაა, რომ ვერ ვიტან ქართულ ფესვებგამდგარ აზრს, რომ თუ ვიღაცისთვის ცხოვრებაში ერთხელ გამარჯობა გითქვამს, მეორე დღეს ეს ვიღაცა რომ მოგადგეს, ან სულაც შენს რომელიმე ნათესავს დაარეკინოს, საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის რისკის ფასად უნდა გაუკეთო ის, რაც მას უნდა. That’s  not for me!

Advertisements

4 responses to “ქართულ ვალდებულებებზე

  1. Sophie Golden ამბობს:

    I like your attitude!
    თუმცა, მე მიწევს ზოგჯერ “ახლობლებისთვის” რაღაცების გაკეთება. ზოგჯერ ძაანაც არ მინდა, მაგრამ არ გამოდის. პრინციპში, დახმარება საერთოდ არ მეზარება, მაგრამ ის მაღიზიანებს, როცა ვიღაცა მავალდებულებს რამეში. დავეხმარები ყველას, თუ შემიძლია, მაგრამ იმათი დავალდებულება, რომ ჩემი საქმე გვერდზე გადავდო და მათი გავაკეთო, მაცოფებს. არადა, ყოფილა შემთხვევა, რომ ნაწყენები დარჩენილან. ამ დროს ადამიანმა ჯერ თავის ტ-ს მიხედოს ჯობია! უჰ!
    Unaamarga, ასე გააგრძელე!!!

    • unaamarga ამბობს:

      დიდი მადლობა, ჩემო კარგო! ადამიანების დახმარება არც მე მეზარება ზოგადად. მე ის მაცოფებს, ნათესავების მეშვეობით რომ მთხოვს ვიღაც გაურკვეველი ხალხი რაღაცის გაკეთებას. უარს იტყვი და ნათესავს წყინს, მე არ მცემს პატივსო!

  2. Katten Försvann ამბობს:

    მეც მასე ვარ და უჯიშოს მეძახიან, რაც თავისთავად მკიდია!

    • unaamarga ამბობს:

      ხო, მეც ხშირად ვისმენ რეჩებს ნათესავების წინაშე ვალდებულების თემაზე. უკვე მეც მკიდია. მირჩევნია, სრულიად უცხო ადამიანს გავუკეთო სიკეთე, ვიდრე რომელიღაც ყვავი ჩხიკვის მამიდას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნათესავად მერგება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: