მწარეს ბლოგი

chez moi

Sick and tired

on აპრილი 10, 2009

განგებ ვერიდები ეს დღეები წერას, რადგან იმას, რაც პარლამენტთან ხდება, გვერდს ვერ ავუვლი. არადა რა უნდა დაწერო ადამიანმა ისეთი, რაც ჯერ არ თქმულა.  ამ საკითხზე უკვე  ყველანაირი მოსაზრებები გამოთქმულია, ი ზა ი პროტივ. 

ერთადერთი რისი თქმაც მინდა, I am sick and tired of living in Georgia! როდის უნდა ვისწავლოთ, რომ პრინციპი, ოღონდ ეს წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდესო, არ ამართლებს. არ გაამართლა 90-იანი წლების დასაწყისში! არ გაამართლა 2003-ში და არც დღეს გაამართლებს! ამაზე სხვა დროს და სხვაგანაც ვწერდი. მედროვეების პოლიტიკა არ იცვლება. უკვე მერამდენედ ერთი და იგივე ხალხი გარბის ვირთხებივით გემიდან და გუშინდელი კუმირებისათვის ფურთხებას იწყებენ. საკმარისია,  ხალხო! ვინც ამათ თავს გამოაყენებინებს, დუბინკების კი არა, უარესის მოხვედრის ღირსია! 

Advertisements

15 responses to “Sick and tired

  1. skonto ამბობს:

    გიგრძვნია პრობლემა.რომ ჰკითხო,ქართველობაზე თავს დებს თითოეული.მაგისთანა ხალხისათვის “ვირთხით” შემკობა ძალიან ლაითია…

  2. unaamarga ამბობს:

    დიდი ხანია ვგრძნობ პრობლემას, მაგრამ რა ხეირი. არც ერთ ამათგანს საქართველო არ უყვარს, აი, ამის ნამდვილად მჯერა, არც ბარიერს იქით და არც ბარიერს აქეთ.

  3. Katten Försvann ამბობს:

    მეც შენსავით მაფიქრებს ”როდის უნდა ვისწავლოთ” – საკითხი.
    რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ერთიდაიგივე შეცდომა?

    არ ვიცი და პასუხი არ მაქვს.

  4. unaamarga ამბობს:

    ასე მგონია, გონს არასოდეს მოვალთ! თვალები რიდემდე უნდა დავიბრმავოთ, არ ვიცი!

  5. cartveli ამბობს:

    სამწუხაროდ საქმე უფრო დრამატულადაა, ვიდრე ჩანს.

    ბრძოლა ორ ცუდ ძალას შორის არ არის, ბრძოლა არის კარგ და ცუდ ძალებს შორის.

    დიახ ასე!

    სააკაშვილი და მისი 100-200 კაცი ცდილობს ამ ფეოდალიზმიდან ამოძრომას და ქვეყნის ამოთრევას, ჰადაჰაა გაწყდება და ისევ ფეოდალიზმში ჩავებრეხვებით, თანაც საბოლოოდ.

    ემ ქვეყანაში 100.000 პრიმიტივი ცხოვრობს, რომელიც თვლის, რომ პრეზიდენტი მისი პირადი იდეალური საქმრო ან ძმაკაცი უნდა იყოს.

    პრეზიდენტის სტატუსი მათთვის 0 ბაიტი ინფორმაციაა.

    • unaamarga ამბობს:

      ეს არ არის რაინდული ეპოსის სიუჟეტი, ბრძოლა კეთილ მეფესა და ბოროტ გრაფს შორის. რაც დღეს ხდება, იმ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება მთელი ამ დროის მანძილზე ატარებდა. ამათ რომ თავის დროზე საბედისწერო შეცდომები არ დაეშვათ, ნათელაშვილი ისევ ხალხის მასხარა იქნებოდა და არც ოპოზიციის სხვა წევრებს დაუდგებოდა ვინმე გვერდით. მე, რასაკვირველია, ვაღიარება, რომ სააკაშვილის გუნდმა ბევრი კარგი გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ არც შეცდომები მავიწყდება, არც ის მავიწყდება, ბევრისგან განსხვავებით, რომ როცა ამ შეცდომების დაშვება ხდებოდა, ამ ფსევდო-ოპოზიციის დიდი ნაწილი ბარიერს იქით იდგა.

      გეთანხმები, ამათ გვერდით დგომა ნიშნავს, რომ ისევ წარსულში ვბრუნდებით, ღმერთმა უწყის სად, მაგრამ ბრძოლა კარგს და ცუდს შორის ნამდვილად არაა. ბრძოლა ცუდს და უფრო უარესს შორისაა და ზუსტად მაგიტომ არ შეიძლება დღეს იმ ხალხის გვერდით დგომა. იმ 100 000 კაცს კი ეს არ ესმის და ჰგონიათ, დღეს თუ ხელისუფლებას ჩამოვაგდებთ, ხვალიდან ბედნიერად ვიცხოვრებთ.

  6. cartveli ამბობს:

    “ცხელი შოკოლადის” #6 ნომერში იყო გიგა ზედანიას სტატია.

    იქ კარგად იყო გაანალიზებული მასის ძირითადი ჯგუფები და ამ ჯგუფების მიზნები.

    ერთერთი ჯგუფი, სახელად “მოდერნისტები” იყვნენ ხალხი, რომელიც სახელმწიფოს ჯერ აძლევს და მერე თხოვს, რომელსაც აქვს რწმენა, რომ ქვეყნის აშენება ადამიანების ხელშია და არ არის სეიფში ჩაკეტილი ბედნიერებ რომლის გასაღებიც ბოროტმა პრეზიდენტმა გადაყლაპა.

    თუ წაიკითხავ კარგი წერილია, საერთოდ “ცხელი შოკოლადი” ძალიან კარგი ჟურნალია, ერთი თვე გეყოფა.

    მოკლედ, იმას ვამბობ, რომ ამ ხელისუფლებამ რა შეცდომაც დაუშვა, ერთი მიზეზით დაუშვა, ჩათვალა რომ ძალიან სწრაფად უნდა გარდაექმნა ფეოდალიზმ-სოციალიზმი ნორმალურ საზოგადოებად. და…. ეს მნიშვნელობანწილად მოახერხა კიდევაც, ეს რომ არ ყოფილიყო,მ ანუ ორიენტირების, შეხედულებების ცვლილება რომ არ ყოფილიყო საზოგადოებაში 7 ნოემბრის შემდეგ არჩევნებს ვერ მოიგებდა, არადა მოიგო.
    ტრიუმფით ვერა, მაგრამ მოიგო.
    ძალიან ძნელი ხმები მიიღო მასისგან.

    ასე იყო.

    • unaamarga ამბობს:

      საკმარისზე მეტი შეხება მაქვს ხალხთან, რომელიც ყველაფერს ხელისუფლებისაგან ითხოვს, მზა-მზარეულს და ეს კატეგორია მეც მაღიზიანებს, თუმცა როდესაც ხელისუფლების შეცდომებზე ვლაპარაკობ, სულაც არ ვგულისხმობ ვიღაცის უმუშევრობას და ვიღაცის პირად პრობლემებს. პირადად მე იურისტი ვარ და შემიძლია ვისაუბრო იმ შეცდომებზე კი არა, ბოროტებაზე, რომელიც ამ სფეროში ტრიალებს. ბევრ კარგთან ერთად ბევრი ცუდი ცვლილებაც განხროციელდა ქართული სამართალდამცავი ორგანოების რგოლში. ასევე, ჩემი აზრით, საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშაა განათლების რეფორმის სისწორე. რასაკვირველია, ის რაც მანამდე ხდებოდა ამ სისტემაში, საშინელება იყო, მაგრამ რეფორმას მაინც საკმაო ნაკლოვანებები აქვს, კიდევ სხვა მრავალი შემიძლია ჩამოვთვალო. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ მმართველი გუნდი უნაკლოა, ჩემი აზრით, ძალიან გადაჭარბებულია.

      • unaamarga ამბობს:

        რაც შეეხება 7 ნოემბერს, ხალხზე მანამდე რომ ყოფილიყვნენ უფრო ორიენტირებულები, ეს თარიღი საერთოდ არ იარსებებდა უახლეს ისტორიაში. თუმცა გეთანხმები, მიშამ მაშინ მართლა შეუძლებელი შეძლო, ნულოვანი რეიტინგიდან 51%-იან მხარდაჭერამდე „გაქაჩა“.

  7. cartveli ამბობს:

    ანუ ყველაფერი კარგად არ წავიდა ხომ, კარგთან ერთად ცუდებიც იყო განათლებაშიც და სამართალშიც, მაგრამ…
    საიდან ასეთი გადაჭარბებული მოთხოვნები ხალხის მასაში?

    საზოგადოების პრიმიტიულობის გამო ხომ არა?
    სხვათაშორის ოჯახში აბიტურიენტი მყავს, და საგამოცდო სისტემა წავიკითხე.
    გენიალურია.

    ჩემ დროს არაპრესტიჟულ პროფესიებს (პირობითად არაპრესტიჟულს, სინამდვილეში ძალიან საჭირო – მაგ. სასოფლო, ვეტერინარული ..)მხოლოდ ოროსანი დებილები “ეუფლებოდნენ”. სედეგად მთელი დარგები რჩებოდა დებილების ხელში. დღევანდელი სისტემა დიდ შანსს ქმნის რომ ჭკვიანები წავლენ ამ პროფესიებში.

  8. unaamarga ამბობს:

    ამ პროფესიებში, დიდი ალბათობით, წავლენ ისინი, ვინც ვერ მოხვდებიან სხვაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ნაკლოვანებებზე ვსაუბრობდი, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ მქონდა მხედველობაში. პრობლემები არის თავად სასკოლო პროგრამებში და სწავლების მეთოდოლოგიაში. თუმცა კი, მე ამაში პროფესიონალი არ ვარ და შესაძლოა ვცებოდე, მაგრამ რაც შეეხება სამართალს, აი მანდ ნამდვილად კარგად ვიცი, ჩტო კ ჩემუ და ბევრი რამე სრულიად საფუძვლიანად არ მომწონს.

    მასას რაც შეეხება, კარგად დამუშავებულები არიან, რასაც ჩასძახიან იმას იმეორებენ. ანუ, მაგალითისითვის, ყველა საუბრობს იმაზე, რომ სასამართლოში საშინელებები ხდება, თუმცა რა არის იქ რეალურად, მარტო კულისებს მიღმა ჩანს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა,რომ ეს ხმები, რბილად რომ ვთვათ გადაჭარბებულია, მაგრამ რამდენიმე გახმაურებული საქმე უტეხვას სახელს სასამართლოს. ხალხს კი, როგორც აწვდიან ინფორმაციას, ისე სჯიან.

  9. ჰიუსტონ ამბობს:

    ”ვინც გინდა ის მოვიდესო, არ ამართლებს” – მართალია!! გეთანხმები 100%! უკვე კარგია, ამას ზოგი ხვდება ნელ-ნელა. იქნებ დავიწყოთ ქართველებმა გამოფხიზლება ცოტა! ეეჰ… 😐

    • unaamarga ამბობს:

      ხო, მართალია, ახლა უფრო შეგნებული აქვს ხალხს ეს, ვიდრე 2007 წლის ნოემბერში, მე ასე მგონია. ოპოზიციური კუმირებიც გაფერმკრთალდნენ ამათ თვალში, მე მგონი.

  10. Sophie Golden ამბობს:

    უკვე იმდენი წავიკითხე ამ თემის შესახებ, ყველა ბლოგზე ამას წერენ. გგონიათ, ადამიანების ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი??? ან მოზარდებზე, რომლებიც მიტინგებზე გაიზარდნენ და პოლიტიკოსებს უკეთესად იცნობენ, ვიდრე მსახიობებს. არ ვიცი, საერთოდ, ოდესმე რამე თუ გვეშველება 😦 მე კი ვიმედოვნებ, მაგრამ… ძალიან დიდი ხანია საჭირო ამისთვის, რომ მონობას მიჩვეული ადამიანები ინდივიდებად იქცნენ, დააცადონ პრეზიდენტს ვადა “გაუვიდეს” და მერე ნორმალურად აირჩიონ ის, ვინც უნდათ.

    • unaamarga ამბობს:

      მოზარდებზე ნამდვილად საშინლად მოქმედებს ეს ყველაფეერი. ალბათ, მსოფლიოში არსად არ არიან ისეთი პოლიტიზირებული ბავშვები, როგორც საქართველოში. ჩემს სახლთან სკოლაა და პარასკევს რომ გავიარე მეორე-მესამე კლასელები არჩევდნენ მიშა უფრო „მაგარია“ თუ გრეჩიხაო. ბუნებრივია, თითოეული იმეორებდა იმას, რაც სახლში და ტელევიზიით აქვთ გაგონილი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: