მწარეს ბლოგი

chez moi

ანტიდეპრესანტი ფილმები

on აპრილი 12, 2009

ალბათ, ყველას აქვს ამოჩემებული ფილმი, სიმღერა ან წიგნი, რომელსაც აკითხავს როცა ცუდ განწყობაზეა ან რაიმე პრობლემა აქვს. პირადად მე სამივე მაქვს, თუმცა დღეს მხოლოდ ჩემს ანტიდეპრესანტ ფილმებზე ვაპირებ წერას.

  1. კიდევ ერთი კონკიას ამბავიaanothercinderellastory

    კინემატოგრაფიის მონაპოვარი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებულ სიღრმეებს ნუ ელოდებით, თუმცა მე ოპტიმიზმს მმატებს ხოლმე. ლამაზი ზღაპარია ცეკვებზე, ობოლი გოგონასა და სუპერვარსკვლავის სიყვარულზე. კარგი საუნდტრეკი, შთამბეჭდავი ცეკვა, სიმპათიური დრიუ სილი, მოკლედ რაღა უნდა უნდოდეს ქალს :).

  2. ბედის ირონია – გაგრძელება

84251

ამ ფილმმა ბოლო ორი წელია დაიკავა ადგილი ჩემს ა ლა ტრისტეს პლეილისტში, თუმცა ერთი მომენტია, თუ ფილმს ახალი წლის პერიოდში არ უყურებ, ეფექტი ეკარგება.

და ბოლოს, აპლოდისმენტებისა და ფანფარების თანხლებით, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი უდავო ფავორიტი

ბინძური ცეკვები 2

2004_havana_nights_dirty_dancing_2_wallpaper_001

ცნობილი კინოჰიტის მეორე ნაწილი, რომელმაც მყარად დაიკავა ადგილი ჩემს გულში. ფილმი კი არა, ემოციაა. კუბა, ლათინური მუსიკა და ცეკვები, ვნება, სიყვარული, რევოლუცია! ერთი ამოსუნთქვით რომ უყურებ, ისეთი ფილმია და რომ ინატრებ, ნეტავ, მეც შემეძლოს ასე ცეკვა და მუსიკასთან კონტაქტის დამყარებაო.

ყველა ამათი პოვნა შესაძლებელია avoe.ge-ზე, რუსული გახმოვანებით, თუმცა ძალიან კარგი ხარისხის ვიდეო არ არის.

Advertisements

8 responses to “ანტიდეპრესანტი ფილმები

  1. Salo ამბობს:

    bindzuri cekvebi magaria! yes!

  2. Sophie Golden ამბობს:

    მე შენი ლისტიდან მხოლოდ “ბედიის ირონია 2” მიყვარს, ისიც იმიტომ, რომ სერგეი ბეზრუკოვი ძალიან მაგარი მსახიობია და კიდევ იპოლიტის როლის შემსრულებელი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, პირველი ბევრად ფილმი ჯობია. “ბინძური ცეკვები, ღამეები ჰავანაში” – ბოლომდე არ მინახავს, თუმცა მომწონს ეგ მსახიობები.
    ჩემი ანტიდეპრესანტი უფრო წიგნებია, ჩე გევარას დღიურები, მაგალითად, ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო” და რამე საბავშვო ზღაპარიც კი.

    • unaamarga ამბობს:

      მეც მაქვს ანტიდეპრესანტი წიგნები. ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი უკვე მრავალი წელია არის ლინდგრენის „ჩვენც სალკტროკელები ვართ“.

      იური იაკოვლევი თამაშობს იპოლიტს.

  3. უსახელო ამბობს:

    სამწუხაროდ არანაირი ანტიდეპრესანტი არ მშველის. ერთ ფილმს მაინც ვიტყვი, ეს არის “ჯადოსნური ქვეყანა” ჯონი დეპით და ქეით უინსლეტით მთავარ როლში. “უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მფრინავი ფეხსაცმელები გაცვიათ და ისინი თქვენ აგაფრენენ!” რა მარტივია…

  4. Sophie Golden ამბობს:

    ასტრიდ ლინდგრენის ყველა მოთხრობა ჩემი საყვარელია, ბიულერბიუელი ბავშვები” მიყვარდა უზომოდ, ამ ზაფხულს დავჯექი და ძალიან დიდი ხნის მერე გადავიკითხე ყველაფერი თავიდან, აღმოჩნდა, რომ ისევე აღვიქვი, როგორც მაშინ და ისეთივე სიხარული მქონდა, როგორც ბავშვობაში 🙂 მურაბიანი მაჭკატები და თაფლაკვერები დღემდე მიყვარს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: