მწარეს ბლოგი

chez moi

აქცია, რომლითაც შეიძლება იამაყო

on აპრილი 14, 2009

დღეს ქართული ენის დღე იყო, თუმცა ამ ისტერიაში არც არავის გახსენებია, მე მგონი! რასაკვირველია, 1978 წელს იდეაშიც არ ვიყავი, მაგრამ რა ინფორმაციაც გამაჩნია, ეს ისაა, რომ ჩვენს „უფროს ძმას“ უნდოდა საბჭოთა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული ყოფილიყო დაფიქსრებული.  ხალხი წინ აღუდგა ამას და სურვილი სურვილად დარჩა.

ასეთი აქციით შეიძლება იამაყო ადამიანმა. ეს იყო ხალხის ერთსულოვნების გამოვლინება, ერის თავისუფალი ნების გამოხატვა, ბრძოლა სამართლიანობისათვის, სწორი პროტესტი! ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღი იყო საქართველოს ისტორიაში. დიახ, მეგობრებო, ამგვარი აქციით შეიძლება იამაყო და არა იმით რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხდება.

Advertisements

8 responses to “აქცია, რომლითაც შეიძლება იამაყო

  1. tiny ამბობს:

    მე გამახსენდა ამ ისტერიების მიუხედავად : ))

    “ამგვარი აქციით შეიძლება იამაყო და არა იმით რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხდება.” – ნამდვილად : )

  2. უსახელო ამბობს:

    მეც გამახსენდა ეგ დღე. მაშინ ნამდვილი სიმამაცე გამოიჩინეს ქართველებმა(არა მარტო მაშინ). ეგ რომ არა დღეს შენს ბლოგს “გორკის ბლოგი” ერქმეოდა. 🙂

  3. Sophie Golden ამბობს:

    მართლა საამაყო იყო ეგ აქცია.
    გორკის რაც შეეხება, იმაზე უკეთესი მწერალი იყო, ვიდრე ფიქრობთ 🙂 ამიტომ, შეიძლება გორკიც დაარქვა ბლოგს და ესენინიც :ლოლ: ეგ სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რაც იმპერიალიზმს უნდოდა, დავუშვათ.

    • unaamarga ამბობს:

      მაქსიმ გორკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა მისი შემოქმედების დიდი მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, ჩემზე მეტი დამსახურება აქვს. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ მაქვს სურვილი მწარეს ნაცვლად გორკაია ვიყო 🙂

      • unaamarga ამბობს:

        ხო და ესენინის შემომედება ძალიან მიყვარს, პუშკინიც, დოსტოევსკიც, ბულგაკოვიც და იმპერიალიზმთან რუს ლიტერატორებს სულაც არ ვაიგივებ 🙂

  4. cartveli ამბობს:

    xo, Zalian amayebi viyaviT mas Semdeg.

    vTvlidiT rom sabchota kavSiris ararus xalxebs Cven shevunarCunet ena.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: