მწარეს ბლოგი

chez moi

დღეები

on აპრილი 15, 2009

ვალენტინობა ხომ ძვლივს ჩავათავეთ, ახლა ქართული სიყვარულის დღე დადგა, ვინმე ბესიკის მიერ დაწესებული. არ ვიცი, ამჯერად მოეწყო თუ არა ყვავილებიანი წყვილების აღლუმი რუსთაველზე და ზასაობის საყოველთაო ფესტივალი თბილისის ყველა პარკში, რადგან დილის 9 საათიდან საღამოს 9-მდე სამსახურში ვიყავი დამწყვდეული. ისე,  ამინდიც არ იყო მთლად ხელსაყრელი, არა? თუმცა, მივხდვი, წყვილებმა, ალბათ, უფრო საინტერესი გზა იპოვეს ამ დღის აღსანიშნავად – აქციაზე წასვლა. აღიარეთ, არაფერია იმაზე რომანტიული, შეხვდე შეყვარებულს, ხელი ჩაკიდოთ ერთმანეთს და ერთად წახვიდეთ ბოროტი პრეზიდენტის ჩამოსაგდებად (ყველა გზა ავლაბარში მიდის  : )). 

ვიფიქრე, ალბათ დავბერდი და იმიტომ ვუყურებ ამ დღეებს ასე ირონიულად-მეთქი. გადავწვიტე, გამეხსენებინა რა დამოკიდებულება მქონდა სიყვარულის დღისადმი წარსულში. ვერაფერი რომ ვერ გავიხსენე ძველი დღიურები გადმოვალაგე. დაახლოებით 6 წლის მანძილზე ნაწარმოებ დღიურებში, ანუ მე-8 კლასიდან მე-3 კურსამდე, როცა წერა შევწყვიტე, 15 აპრილი საერთოდ არ მაქვს ნახსენები, ვალენტინობა კი მხოლოდ ორჯერ. ერთ შემთხვევაში სიამაყით ვაცხადებ, რომ ერთ-ერთ მოსწავლეთა ასოციაციაში გასაწევრიანებელი ტესტი ჩავაბარე, შემდეგ კი უზარმაზარ რეჩს ვურტყამ ჩემს სულელ მეგობრეზე, ვალენტინობა რომ აღნიშნეს, მეორე შემთხვევაში კი მიწერია, რომ ერთ-ერთი კლასელის სახლში ვიქეიფეთ, მაგრამ მე ცუდ ხასიათზე ვიყავი, ამიტომ სანამ სხვები ერთობოდნენ, მე და ლუკა(ჩემი უახლოესი მეგობარი) შუქჩამქრალ ოთახში იატაკზე ვისხედით და დეპრესიას ვეძლეოდით. გადასარევი გზაა ვალენტინობის აღსანიშნავად, ვერაფერს იტყვი. სხვათაშორის დღიურებში არც 8 მარტი, დედის დღე ან პირველი აპრილი მაქვს ნახსენები. ყოველშემთხვევაში არა ამ კონტექსტში. აღნიშნულიდან დასკვნა – „დღეები“ წარსულშიც ისევე მეკიდა, როგორც ახლა.

სიყვარულის დღის ექოდ არა, მაგრამ ამ სიმღერას მაინც გთავაზობთ. ეგებ თვენც მოგეწონოთ.

Advertisements

13 responses to “დღეები

  1. Katten Försvann ამბობს:

    hm. იგივე სიმღერას ინგლისურად მღერის სარა ბრაიტმანი. ბეეევრად უკეთესია!

  2. lilu23 ამბობს:

    ”ზასაობის საყოველთაო ფესტივალი თბილისის ყველა პარკში” მეტნაკლებად ყოველთვის იმართება, ეგ გასაკვირი ამბავი არ არის :)) და რაც შეეხება შენს ირონიულ დამოკიდებულებას, პრინციპში ეგ დღეები მეც მაგრად არ მაინტერესებს, იმიტომ რომ სიყვარულის ასახსნელად და სიყვარულისთვის არაა საჭირო განსაზღვრული დრო და დღე :)))

    • unaamarga ამბობს:

      გეთანხმები, მაგისთვის სპეციალური დღეები საჭირო არაა. ზასაობას რაც შეეხება, ეგ კი ყოველთვის არის, მარა ვალენტინობას რომ შეიმჩნეოდა მასობრივი ჰორმონების მოჭარბება, ეგეთი მაინც არ არის ყოველდღე.

      • lilu23 ამბობს:

        ნუ რას იზავ, ჩვენებს ზასაობისთვის და ჰორმონების მოჭარბებისთვისაც სპეციალური დღეებია საჭირო, ისე როგორ შეიძლება 😀

  3. Salo ამბობს:

    sazizgrobaa es simgera! ყვავილებიანი წყვილების აღლუმი რუსთაველზე და ზასაობის საყოველთაო ფესტივალი თბილისის ყველა პარკში – es magari iyo 🙂

    • nini ამბობს:

      სულაც არაა საზიზგრობა. კარგი მოსასმენია.
      მწარე, გეთანხმები, ეს რაღაცეების დღეები მართლა მარაზმია.

  4. უსახელო ამბობს:

    შეყვარებულთან ერთად მიტინგზე წასვლა ძალიან ორიგინალურია. 🙂 15 აპრილის სახელით გა–და–დე–ქი :))

  5. daliela ამბობს:

    კაი იყო ბალღო,ბევრი ვიცინე-ზასაობის საერთაშორისო ფესტივალი! -არამარტო! პიკომ დამიწერა 14 თებერვალზე-ჯასთ საპატიო დღე სადღნაუროდ ( რა დამპლები ვართ ეს ბლოგერი ქალები ) 😀

    • unaamarga ამბობს:

      ჯასთ საპატიო დღე სადღნაუროდ -მაგარია. my respects to piccolina 🙂 ესეა, ქათმები ვალენტინობას აღნიშნავეს და ჩვენ ბლოგერი ზე-ქათმები ამაზე ვხალისობთ

  6. Sophie Golden ამბობს:

    ამაზე გამახსენდა, რომ ერთხელ მგონი ჩემმა კლასმაც ვიქეიფეთ ამ დღეს :ლოლ: მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ და მაშინ მჯეროდა, რომ “ტიტანიკის” სიყვარულის ამბავი მეც გადამხდებოდა ოდესმე თავს 😀 😀 😀 კაი იყო, ყველაფერს თავისი დრო და “კაიფი” აქვს.
    I LOVE TO LOVE!!!

    • unaamarga ამბობს:

      სიყვარულზე მნიშვენლოვანი რა უნდა იყოს ამ ცხოვრებაში. მეც მრავალი ზღაპრის მჯეროდა ბავშვობაში, მაგრამ ეს რაღაცეების დღეები არ მიყვარს და რა ვქნა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: