მწარეს ბლოგი

chez moi

ქრისტე აღსდგა!

on აპრილი 19, 2009

ქრისტე აღსდგა მკვდრედით, სიკვიდლითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი! რელიგიურ თემაზე წერას ვერიდებოდა, მაგრამ დღეს მინდა ის დიდი სიხარული გაგიზიაროთ, რომლითაც სავსე ვარ.! აღდგომას ტაძარში შევხვდი. რამდენიმე წელია ლიტანიობასაც კი არ დასვწრებივარ, მაგრამ გუშინ ტაძარში რომ არ გამეთენებინა, გული გამისკდებოდა. პირველი რაც უნდა აღვნიშნო, ალბათ ყველას შეგმიჩნევიათ, როცა ღამით ხარ ეკლესიაში, სულ სხვა განწყობა გეუფლება, სხვა სითბოთი ივსები, ვიდრე დღისით. გუშინაც იყო, სინათლე, ზარების რეკვა, გალობა და დიდი სიხარული, რომელიც ყოველთვის თან ახლავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სიცივის მიუხედავად, სახლში წამოსვლაზე არც მიფიქრია.

ვუსმენდი სადღესასწაულო ლიტურგიას და ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი საოცარი ძალით და სიმშვიდით. თავისით მოვიდა რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა იმ სირთულეებს დავძლევ რაც ახლა ჩემს თავს ხდება, რომ მარტო არ ვარ და ყოველთვის როცა მიჭირს, უფალს ვყავარ ხელში აყვანილი. ქვიშაზე ერთი ნაკვალევი ამიტომაცაა.

დღეს მაინც ყველამ უნდა გავხსნათ სულის კარი და მაცხოვარი შემოვუშვათ ჩვენში! ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

Advertisements

3 responses to “ქრისტე აღსდგა!

  1. polkovniki ამბობს:

    ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავ! 🙂

  2. unaamarga ამბობს:

    შენი პოსტიდან გამომდინარე, მოლოცვის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, თუმცა მაინც დიდი მადლობა! როგორც ხედავ, მადლგასამართი სადგურით აქტიურად ვსარგებლობ 🙂

  3. Katten Försvann ამბობს:

    ჭეშმარიტად 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: