მწარეს ბლოგი

chez moi

12 v. 24

on აპრილი 23, 2009

ძველი დღიურების გადაკითხვა ფრიად სასარგებლო საქმეა. გარდა იმისა, რომ ბევრი დავიწყებული და სასიამოვნო ამბავი გავიხსენე ორი, არცთუ სასიამოვნო რამ აღმოვაჩინე:

  1. სამყაროს ფერებში აღქმის უნარი დავკარგე (ადრე ყველაფერს სხვა თვალით ვხედავდი. ახლა ძალიან რეალისტი გავხდი);
  2. მხატვრულად წერა აღარ მეხერხება. ეს, ალბათ, პირველ პუნქტსაც უკავშირდება, თუმცა ამაში დამნაშავე ჩემი პროფესიაცაა, ისე ჩამომიყალიბდა და სისხლში გამიჯდა მშრალად, მძიმე ტერმინებით წერა, რომ უკვე ვეღარასოდეს დავწერ ისე, როგორც ახალგაზრდობაში. რას ვიზამთ, ყველაფერი დაბალანსებულია. თუ ჩემი პროფესიული წერის სტილი მოწოდების სიმაღლეზეა, სამაგიეროდ მხატვრულად წერის უნარი დამიქვეითდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა ერთ-ერთ დღიურში წავაწყდი ჩემი „დიდობის გეგმებს,“ ანუ 12 წლისას როგორი წარმომედგინა ჩემი თავი 25 წლის ასაკში. მთლად 25-ის არ ვარ ჯერ, მაგრამ ნოემბრამდე ბევრი არაფერი შეიცვლება, ასე რომ შედარების გაკეთება ახლაც შესაძლებელია.

მაშ ასე, 12 წლისას მეგონა, რომ:

25 წლის ასაკში ვიქნებოდი მაღალი და გამხდარი (დაბალი და მსუქანი ვარ);

ვიქნებოდი მხატვარი  (არაფერიც, იურისტი ვარ. დიდი ხანია, აღარ ვხატავ) ;

არასოდეს შევიღებავდი თმას და ვიხმარდი კოსმეტიკას (ჯერ კიდევ შარშან ქერა ვიყავი. კოსმეტიკასაც ვიყენებ შიგადაშიგ);

აუცილებლად ვიქნებოდი გათხოვილი საყვარელ ადამიანზე და მეყოლებოდა ტყუპები (ნოემბრამდე ვერანაირად ვერ მოვასწრებ, ხო?);

მიუხედავად ოჯახისა, ვიქნებოდი დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი, საოჯახო საქმეების ნაცვლად, დროს ჩემს პროფესიას დავუთმობდი (ამას ჯერჯერობით ვასრულებ);

ჩემი მეუღლე ზედა პუნქტს გაგებით მოეკიდებოდა (საქართველოში? ვრიად ლი!);

აღარ ვატარებდი სათვალეს (ეს შევასრულე);

დიდ ყურადღებას დავუთმობდი საკუთარ გარეგნობას (ჰმ!).

მოკლედ, როგორც ხედავთ, სულაც არა ვარ ისეთი, როგორიც 12 წლისას მინდოდა ვყოფილიყავი. მსგავსი პოსტი ადრე აქ წავიკითხე. დამთხვევაა, რომ მე ჩემს დღიურში იმავე ასაკში გაკეთებულ ჩანაწერს წავაწყდი. თუმცა მეორე დამთხვევაცაა, ორივე შემთხვევაში, არც ერთი ვართ ისეთი, როგორიც 12 წლის ასაკში გვინდოდა.

ახლა კი უფრო სერიოზულზე, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ბულგაკოვის Собачье сердце. უფრო მყარად დავრწმუნდი, რომ ბულგაკოვი ყველზე მეტადაა „ჩემი“. ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენი მშურს, რადგან წინ გელით პირველად წაკითხვის ბედნიერება 🙂 ელ. ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Advertisements

16 responses to “12 v. 24

  1. byspectacle ამბობს:

    sainteresoa pirveli da meore punqti 🙂 zustad imaves vgrznob :)… ratomgac

  2. SALO ამბობს:

    me momconda sheni naxatebi.

  3. უსახელო ამბობს:

    რეალობა მწარეა. ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. აი მაგალითი: http://www.bidstrup.ru/content/0703.html

  4. თათია ამბობს:

    ბულგაკოვი უნდა წავიკითხო. და Собачье сердце-თი დავიწყებ. 🙂

  5. Sophie Golden ამბობს:

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი და ჩემი აზრით, “არამხატვრულადაც” მშვენივრად წერ.
    მეც მაქვს დღიურები (ბოლოს ამ ზაფხულს მოვრჩი), რომლებსაც წლის ბოლოს გადმოვალაგებ ხოლმე და გადავხედავ, აბა რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მე თუ შევიცვალე… აღმოვაჩენ, რომ არაფერიც არ შეცვლილა დიდად, იმავე შეშლილად დავრჩი, ეგაა რომ თმას და თვალებს ვიღებავ :ლოლ:
    ვისიამოვნე ამ პოსტით ძალიან!!! მადლობა!!!

    • unaamarga ამბობს:

      დიდი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონა! მე კი ვამჩნევ, რომ ვიცვლები, ბოლო ერთი წლის მანძილზე განსაკუთრებით.

  6. nini ამბობს:

    xat da es v. ras nishnavs saTaurSi?

    • unaamarga ამბობს:

      v. არის versus (ლათინურად ნიშნავს „წინააღმდეგ“), გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილებებში, თუმცა არა მარტ.

  7. paatash ამბობს:

    კაი პოსტები გაქვს
    კაია რომ არ პოპულისტობ 🙂
    და მარტო გარემოს და სხვებზე წუწუნით არ ხარ დაკავებული 🙂

  8. pelagiaa ამბობს:

    ხო მართლაც კარგი პოსტი იყო, სიამოვნებით წავიკითხე, ალბათ იმიტომ რომ რაღაც-რაღაცეები ნაცნობი იყო 🙂

    მეც მომინდა ძველი დღიურებზე თვალის გადავლება ,ესეთი ადრინდელი (12 წლის ასაკში დაწერილი) სამწუხაროდ არა მაქვს(მაშინ წერა არ მიყვარდა ეტყობა:)) )

    ისე ხო , სულაც არ ხდება ისე როგორც გეგმავ, ვერ იტყვი ეს ცუდია თუ კარგი ,მე მაინც მჯერა რომ რაც ხდება ყველაფერი კარგისკენაა:),ესე რომ შეიძლება ისე როგორც გეგმავდი სულაც არ იქნებოდა კარგი და ასე უკეთესს რაღაცეებს გიმზადებს ცხოვრება! :)))

    : გამოუსწორებელი-ოპტიმისტ-ფილოფოფოსას-აზრები:

    • unaamarga ამბობს:

      არც მე ვნანობ არაფერს, რაც დღეს მაქვს, ჩემი გააზრებული არჩევანი იყო, უბრალოდ, ეს ჩანაწერი რომ ვნახე დღიურში, გამეღიმა, როგორი წარმომედგინა საკუთარი თავი და როგორი გავხდი სინამდვილეში.

  9. მარგო ამბობს:

    რა ნაცნობია. ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს ჩემი ბავშვობის დღიურს ვკითხულობდი, ერთი განსხვავებით, 25 წლის ასაკში თავი პარლამენტში წარმომედგინა, მეგონა ჩემი ჭკუა-გონებით საოცრებებს ჩავიდენდი. დარწმუნებული ვიყავი, მაღალი ქერა და ულამაზესი ვიქნებოდი. ამის ფიქრის საბაბს ის მაზლევდა, რომ ყოველთვის ლამაზი და თვალში საცემი ბავშვი ვიყავი. ასევე დარწმუნებული ვიყავი ულამაზესი, ზღაპრული პრინცების ცვენა მექნებოდა და ვიღაცას შევიყვარებდი, ანუ მოწყალებას გავცემდი… 12 წლის მერე გავიდა 5-7 წელი, ეს ის დრო იყო სწავლა განათლებას ვეწაფებოდი, კომპლიმენტების ცვენაზე მადლობის სათქმელადაც არ ვირჯებოდი… მაგრამ, კიდევ 2 წლის შემდეგ, უცბად გადავიქეცი მსუქან და მახინჯად.. სიმაგლით ვერ დავიკვეხნი და აქედან გამომდინარე სრულყოფილ გონჯად მოვისაზრები. დღეს მაგისტრის ხარისხი მაქვს, 5 წლიანი საკმაოდ საპასუხისმგებლო და პრესტიჯულ ადგილას მუშაობის სტაჟი, მაგრამ ჩემზე უბედური ადამიანი არ მეგულება მთელს დუნიაზე. უბედურების მიზეზი, კი მხოლოდ და მხოლოდ სიმახინჯე და სიმსუქნეა, რაც თვის მხრივ უსიყვარულოდ სიკვდილის მიზეზიც, კი შეიძლება გახდეს. ამით, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს არაფერ სიკეთეს არ მოუტანს კარიერული წინსვლა, სწავლა-განათლებაში ჩაფლობა და ასე შემდეგ, თუ პირადი ბედნიერება არ აქვს. მე ერთი წამით არ დავფიქრდებოდი ისე დავთმობდი ამას ყველაფერს, ერთადერთი მოსიყვარულე გულის გულისთვის. როგორც ჩანს ამ ქვეყანაზე, ბედნიერების და სიყვარულის უფლება, მხოლოდ ლამაზებს აქვთ, მე კი ასე ვთქვათ უფლება აყრილი ვარ და არც უნდა ვოცნებობდე, მაგრამ სანამ ოცნება, შემიძლია, კიდევ ცოცხლად ვგრძნობ თავს.. აი, ოცნებაც თუ გაქრა, მერე არ ვიცი რა მეშველება.
    ”””’ რა და 2 თვე დიატაზე დადექი შე უბედურო და მოიშორე ის ზედმეტი 15 კილო, ასე, რომ დაგიმახინჯა სული და სხეული… ეხ.. რომ ზალიან მიძნელდება, ეს დიეტა… არადა 52 კილოზე, დავიმარხები და ხელმეორედ ახალი ადამიანი დავიბადები, ისპანახივით რაა..””’

    • unaamarga ამბობს:

      მმმმმ! როგორც ვატყობ, იმაზე მეტი გვაქვს საერთო ვიდრე ჩანს. ჭარბი წონის თემატიკაზე ჩემთან ბევრ ჩანაწერს წააწყდები. ძალიან კარგად მესმის, ის რაც კომენტარში დაწერე, იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი გამოვიარე, ნუ იმ განსხვავებით, რომ ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ! ხოდა, გეუბნები, არ გინდა! ასე ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამით შენ თვითონ მარხავ შენს ბედნიერებას!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: