მწარეს ბლოგი

chez moi

Music of my life

on მაისი 3, 2009

ზოგადად, დიდი დომხალი მაქვს მუსიკასთან მიმართებით. არასოდეს მქონდა ერთი გამორჩეული ჟანრი და ყოველთვის მიკვირდა ხალხის, რომლებიც ცალსახად ამბობდნენ, რომ უყვართ როკი (პირობითად) და მეტი არაფერი. თუმცა, ამაზე სხვა დროს. დღეს ერთ მუსიკალურ ნაწარმოებზე ვაპირებ წერას, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. იგი მაძლევს თითქმის ყველაფერს, რასაც მუსიკისაგან ველით.

ეს განსაცვიფრებელი შედევრი არის მიუზიკლი „Notre dame de Paris“ (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი). .N_D  ფრანგულ-კანადური მიუზიკლია, ვიქტორ ჰიუგოს  ცნობილი რომანის მუსიკალური ვერსია (უმნიშვნელო ცვლილებებით), რომლის მუსიკის ავტორია რიკარდო კოსიანტე (კოჩანტე), ტექსტის – ლუკ პლამონდონი, ხოლო ფრანგულ-კანადურია იმიტომ, რომ მიუხედავად პარიზული სტარტისა, შემსრულებლების აბსოლუტური უმრავლესობა კანადელია. მიუზიკლმა კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა,  ყველაზე წარმატებული დებიუტისათვის. დღეისათვის N_D ნათარგმნია რამდენიმე ენაზე (ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად, რუსულად, კორეულადაც კი).

არც მუსიკოსი ვარ და არც კრიტიკოსი, ნაწარმოების დეტალური, პროფესიონალური გარჩევა რომ შემოგთავაზოთ, უბრალოდ, დავწერ პირადად მე რა დამოკიდებულება მაქვს მისდამი და რატომ მომწონს. გარდა შესანიშნავი მუსიკისა, ბუნებრივია, N_D-ის წარმატებულობაში ლომის წვლილი შემსრულებლებს მიუძღვით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მიუზიკლის მრავალი ვერისა არსებობს სხვადასხვა ენაზე, ვფიქრობ, ორიგინალურ, ფრანგულ ვერსიას ვერც ერთი შეედრება. გარდა იმისა, რომ თავად ფრანგული ლამაზი და მუსიკალური ენაა, ამის მიზეზი სწორედ შემსრულებელთა ის ჯგუფია, რომელიც ამ ვერსიაში ასრულებს სხვადასხვა პარტიას. ვთვლი, რომ მუზიკლში ყველა მამაკაცი შემსრულებელი ერთმანეთზე უკეთესია. ქვემოთ სათითაოდ შევეხები ძირითად პერსონაჟებს.

პირველი, ვისზეც თქვენი ყურადღება უნდა შევაჩერო, გახლავთ კვაზიმოდო (გარუ). მე ვიტყოდი, რომ ჰიუგოს რომანის არც ერთ მუსიკალურ თუ არამუსიკალურ დადგმას ან ეკრანიზაციას, არ შეუქმნია კვაზიმოდოს უკეთესი სახე, ვიდრე ეს გარუმ მოახერხა. გარდა იმისა, რომ იგი ნიჭიერი მომღერალია, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ხმით,  უნიჭიერესი მსახიობიცაა.

აი, კვაზიმოდო გვიყვება თავისი მეგობარი ზარების შესახებ

ესმერალდას და კვაზიმოდოს დუეტი

სიმღერა, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – „ღმერთო, რა უსამართლოა სამყარო“:

მიუზიკლის ფინალური სიმღერა:

გარდა ამისა, ასევე დაუვიწყარია N_D – ის ორი მთავარი პერსონაჟი – ფროლო (დანიელ ლავუა) და გრინგუარი (ბრუნო პელტიე, რომელსაც, სავარაუდოდ, არაერთხელ შეხვდებით ჩემს ბლოგზე მომავალში). მიუზიკლში გრინგუარი ერთგვარი მემატიანის თუ კომენტატორის როლში გვევლინება და სიუჟეტში გარკვევაში გვეხმარება.

N_D – ის პირველი სიმღერა, გრინგუარი კათედრალების ეპოქის შესახებ:

იხილეთ ფროლო და გრინგუარი, მიმოიხილავენ მე- 15 საუკუნის  მსოფლიოს.

აქვე, შეყვარებული მღვდლის ფრიად ტრაგიკული სახე:

პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა ბოშათა ბარონის, კლოპენის სახე, რომელსაც თავის მხრივ, ლუკ მევრილი ასრულებს, ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებულად მესიმპათიურება პიროვნულად. მიუზიკლში სწორედ კლოპენის  და გრინგუარის ბაგეთაგან ჟღერს მოწოდებები თანასწორობის, სამართლიანობისა და ურთიერთგაგების შესახებ.

აი, ვიდეოც ზემოაღნიშნულის დასტურად:

ვრცლად არ შევჩერდები ფებუსზე, რომლის პარტიასაც პატრიკ ფიორი ასრულებს, მხოლოდ გთავაზობთ ერთ-ერთ გამორჩეულ სიმღერას მიუზიკლიდან, სადაც ფებუსი ორი ქალის სიყვარულის შესახებ მოთქვამს:

გარდა დადებითი მხარეებისა, მიუზიკლს ნაკლოვანებებიც აქვს, ბუნებრივია. პირადად მე, არ მომწონს ელენ სეგარა ესმერალდას როლში, რაღაცნაირად ზედმეტად ნაზი, ტრაგიკულია და ბოშა ქალისათვის სილაღე აკლია. თუმცა მაინც გთავაზობთ ერთ-ერთ სიმღერას.

ნაწარმოების კიდევ ერთმა ქალმა – ფლერ-დე-ლისმა (არ მახსოვს, ვინ ასრულებს) ერთადერთი სიმღერით დამამახსოვრა თავი. ესაა კლასიკური, ეჭვიანი ქალის ბორგვა-წუხილი:

და ბოლოს, მიუზიკლის ყველაზე პოპულარული სიმღერა Belle, რომელიც გამოსვლიდან 33 კვირის მანძილზე პირველ ადგილზე იყო ჩარტებში და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის საუკეთესო ფრნგულ სიმღერადაა მიჩნეული.

რაც შეეხება მიუზიკლის სხვაენოვან ვარიანტებს, მათ შორის ყველას ინგლისური სჯობს, რადგანაც პარტიებს   იგივე მომღერლები ასრულებენ (ესმერალდას გარდა), თუმცა, მე ინგლისურენოვანი ტექსტი ნაკლებად მომწონს. ყველაზე სუსტი,  ჩემი აზრით, იტალიური და რუსული ვერსიებია.

გმადლობთ, რომ პოსტს ბოლომდე გაუძელით და დიდი იმედი მაქვს, რომ  თქვენთვისაც ისევე სასიამოვნო იყო, როგორც ჩემთვის წერის პროცესი ;).

Advertisements

5 responses to “Music of my life

  1. Sophie Golden ამბობს:

    პოსტს გავუძელი ბოლომდე :ლოლ: ახლა დრო უნდა ვიპოვო და ამ ვიდეოებს ჩავუჯდე, მერე გაგიზიარებ შთაბეჭდილებას. მიუზიკლები, საერთოდ, ძალიან მიყვარს!!!
    მადლობა!!!

  2. unaamarga ამბობს:

    ყველაზე მეტად რამდენიმე ვიდეოს ამორჩევა გამიჭირდა, იმიტომ რომ ამ მიუზიკლიდან თითქმის ყველა სიმღერა ერთნაირად მიყვარს.

  3. nini ამბობს:

    vicodi, rom N_D adre tu gvian shens blogze gamochndeboda 😉

  4. Leonard Shelby ამბობს:

    2 წელზე მეტი იქნებოდა არ მქონდა ნანახი ეს გენიალური მიუზიკლი. ეს პოსტი ვნახე გამახსენდა და დღეს დილით ვუყურე. ისევ ძველი შეგრძნება იყო. უზადოდაა ყველაფერი შესრულებული,თითებზე ჩამოსათვლელი მიუზიკლები თუ გაეჯიბრებიან სრულყოფილებაში.

  5. marieasatiani ამბობს:

    მაგარი მიუზიკლია, ძალიან მიყვარს, ხშირად ვუსმენ. საერთოდ, გარუს შემოქმედება მომწონს. ძალინ კარგი და განსხვავებული ხმა აქვს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: