მწარეს ბლოგი

chez moi

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!

on მაისი 5, 2009

რაც ქვეყანაში ხდება, ასე თუ ისე, ყველამ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ყველამ ვიხილეთ შსს-ს გავრცელებული კადრები, ასე რომ, ამ ფაქტების აღწერას აღარ შევუდგები. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ხალხის სიბეცე მაგიჟებს! დღევანდელის მიუხედავად, ცხადზე უცხადესს ვერ ხედავენ ცხვირწინ. ყალბ კერპებს ისევ თაყვანს სცემენ თბილისში. ოპოზიციის „ბჟუტურის“ მიუხედავად, ეჭვი არ შემაქვს კადრების ნადვილობაში! არც 7 ნოემბრის შემდგომ გავრცელებულ მასალებში შემპარვია ეჭვი, თავის დროზე.

მესმის, რომ როდესაც შენს ქვეყანას „გაედო“, არაა იმის დრო, იქედნურად ჩაიცინო და თქვა: მე ამას ველოდი. არც იმის დროა, საზოგადოება რამეში დაადანაშაულო, მაგრამ მაინც უნდა მოვიყვანო ფრაზა, რომელიც მთელი დღეა თავში მიტრიალებს  „ასეთები ვართ ჩვენ, სამშობლო ქვეყნის გამყიდველები, მოღალატეები და მარადი ქონდრისკაცები.“ დიახ, ბატონებო, ქართველებს გვჩვევია ქვეყნის ფოჩიან კანფეტებზე გაცვლა. ისტორიაში ჩახედულ ადამიანს  უამრავი ფაქტი გაახსენდება.  დემნ ით! ის მოგვდის რასაც ვიმსახურებთ!

ასეა თუ ისე, ბუნტის ორგანიზატორები დაკავებულები არიან და იმედს ვიტოვებ, რომ კანონის მთელის სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია!

როდემდე, ხალხო?! როდემდე შეგვრჩება საკუთარი ქვეყნისათვის, ქართული ახალფეხადგმული სახელმწიფოებრიობისათვის ძირის გამოთხრა! რამდენჯერ გადავრჩებით?!

სხივის არ ვიცი, მაგრამ მე მეშინია!

Advertisements

6 responses to “ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!

  1. bigcrow ამბობს:

    ჩვენ მალე ჩავიძირებით… დროზე თუ არ გადავყარეთ ბალასტი წყალში 🙂

  2. polkovniki ამბობს:

    ბლოგებზე ხელისუფლების კრიტიკა “მოსული პონტი” არ არის, მაგრამ თუ ქართველი ხალხი, ამ ბანდას 2013 წლამდე აიტანს, მართლა ვერასოდეს შევდგებით როგორც სახელმწიფო… გადატრიალება უკომენტაროდ 🙂

    • unaamarga ამბობს:

      მოსული პონტი რა შუაშია, ყველა იმას წერს რასაც ფიქრობს! ატანას რაც შეეხება, ამ ეტაპზე უკეთეს ალტერნატივას უბრალოდ ვერ ვხედავ, თორემ კი ბატონო! ცუდი და უფრო ცუდიდან რა უნდა აირჩიო ადამიანმა?

  3. cartveli ამბობს:

    ცუდსა და უფრო ცუდს კი არა, არამედ კარგსა და ცუდს შორისაა არჩევანი.
    ბოროტსა და კეთილს შორის.
    პატრიოტულსა და მოღალატურს შორის,
    მომავალსა და ფეოდალიზმს შორის

    მარტივადაა.
    დღევანდელი ხელისუფლება კარგია.
    დღევანდელი ოპოზიცია ცუდია.
    ამას ჩვენ გვიან დავინახავთ.
    აღმაშენებელს პირველად აღმაშენებელი სიკვდილიდან 4 საუკუნის შემდეგ უწოდეს.

    • unaamarga ამბობს:

      ნუ, ამაზე ჩემი მოსაზრება ასეთია: დღევანდელი ხელისუფლება ბევრად უკეთესია, ვიდრე ოპოზიცია და შედარებაც არ შეიძლება წინა ხელისუფლებასთან, თუმცა ის, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, ცალსახაა. ბევრი აკლია იქამდე, რომ ისევე მოხიბლული ვიყო, როგორც შენ! ღმერთმა ინებოს, მე ვცდებოდე – ესენი იდეალურები იყვნენ და მე დაუნახავი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: