მწარეს ბლოგი

chez moi

შეხლა-შემოხლა დიღომში

on მაისი 6, 2009

ბევრი კუნტრუშის შემდეგ, ოპოზიციამ ასე ნანატრი ცემა-ტყეპა მიიღო! ოპოზიციის მხარდამჭერებმა შსს მთავარი სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს, გაჩეჩილაძე ღობეზე გადაძვრა. ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღოო, აცხადებენ საინფორმაციო საშუალებები და ა.შ და ა.შ. აქამდე პოლიცია ხელს არ ატოკებდა მათ უმსგავსობაზე, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს. ახლა ატეხენ ერთ ამბავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ ხალხზე ხელი აღმართა, კიდევ ერთი ცხრა აპრილი მოუწყო თავის ერს, უსწორდებიან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ ლიდერებს, ბლა-ბლა-ბლა!

მე, როგორც იურისტი, ცალსახად ვაღიარებ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, მაგრამ, როდესაც გაურკვეველი ხალხი თვითნებურად იწყებს შევარდნას სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელს უშლიან მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და იწყებენ სხვა პირების უფლებების შეზღუდვას, ეს უკვე მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს სცილდება და ჩემი აზრით, სრულ უფლებას აძლევს შესაბამის ორგანოებს აღადგინონ მართლწესრიგი (რასაკვირველია დაბალანსებული ღონისძიებების გამოყენებით). ნებისმიერ დემოკრატიულ სახლემწიფოში 500 კაცი, რომელიც არღვევს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ნორმალურ რეჟიმს, ისჯება. ევროკავშირის არაერთ წევრს მოუხდენია ძალისმიერი მეთოდებით მანიფესტაციების დაშლა, ასევე სხვა მისაბაძი დემოკრატიის მქონე ქვეყნები იყენებენ ძალას თავგასული მომიტინგეების  დასაშოშმინებლად და წესრიგის აღსადგენად, იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ უმცირესობას არ აქვს უფლება უმრავლესობას თავისი თამაშის წესები მოახვიოს თავს. ასეთ შემთხვევბში, თავად უმცირესობა იწყებს უმრავლესობის უფლებების შელახვას, რაც საერთოდ არაა შესაბამისობაში დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

ვთვლი, რომ ეს აქცია დიდი ხნის წინ იყო დასაშლელი და რაც უფრო მალე მოეღება ბოლო ამ თავგასული ბრბოს ნავარდს, მით უკეთესი!

Advertisements

6 responses to “შეხლა-შემოხლა დიღომში

  1. piccolina ამბობს:

    ლოლ
    ასე მეგონა, რომ ჩემს ნაწერს ვკითხულობდი )))
    იგივე თემაზე დავწერე ზუსტად მეც
    და ხო, ღირსები იყვნენ, მარა იმედია ახლა ამას არ გადაგვაყოლებენ :მო:

    • unaamarga ამბობს:

      ხო თუ გამოყვეს ეხლა თავი რომელიღაც ევრუპული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შეშფოთებულები ვართო, ისაო-ესაო! სუბარი გამოვა მერე, პოლიცია ადამიანის უფლებებს ლახავსო. არა, რა, არ შეიძლება ასე სეზონზე ერთხელ მიტინგებში ცხოვრება!

      • lilu23 ამბობს:

        მოკლედ არ ვიცი რა, სპეციალურად არ ვწერ არაფერს ამ თემაზე დიდი სურვილის მიუხედავად, სრულიად გეთანხმები, ეს აქცია დიდი ხნის წინ იყო დასაშლელი!!
        თან რა მაოცებს იცი, ამას წინათ ვიღაცას ვეუბნებოდი – კაი აი წავიდა ეს ჩვენი პრეზიდენტი, მოვიდა ვიღაც ვიგინდარა და 2 წელიწადში ისიც აღარ მოსწონს მასის გარკვეულ რაოდენობას რას იზავთთქო და პასუხად მივიღე: იმასაც გადავაგდებთო!!! გადავირიე!!!! ხოდა ეჭვი მაქვს ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება სანამ ასეთი მენტალიტეტის და აზროვნების ადამიანები ცხოვრობენ აქ!!!!!!

      • unaamarga ამბობს:

        ჩათვალე, რომ სეზონზე ერთი მიტინგი გარანტირებული გვაქვს! 😀

  2. nini ამბობს:

    martla yelshi amovida ra amati uazrobebi! es nedadelani xalxi mtxovs mxardacheras?1 vcofdebi, amaze rom vfiqrob!

  3. Sophie Golden ამბობს:

    მეც ვცდილობდი, რომ თავი ამერიდებინა ამ თემებისთვის, მაგრამ უბრალოდ ვეღარ გაძლებ, რაც უნდა აპოლიტიკური იყო ადამიანი. ჩვენს მომავალს ეხება პირდაპირ, როგორ შეიძლება მშვიდად უყურებდე? 😦 ამიტომ, კარგია, რომ ყველა გამოვხატავთ ჩვენს აზრს და ვპოსტავთ, აბა თავს ხომ არ მოვიტყუებთ, რომ შვეიცარიაში ვცხოვრობთ 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: