მწარეს ბლოგი

chez moi

დიდი და წუწუნა პოსტი!

on მაისი 14, 2009

შავი ზოლები ყველას გვქონია ცხოვრებაში. შესაძლოა, ბევრისთვის იყოს ნაცნობი ეს გრძნობა, რასაც ამ წუთას განვიცდი! როცა გეჩვენება, რომ ყველამ და ყველაფერმა შენს წინააღმდეგ შეკრა პირი, აღარ იცი, რა უნდა მოიმოქმედო დაბნეული, მიუსაფარი დგახარ და უსაშველოდ გჭირდება ვიღაცის ძლიერი ხელი, რომ ჩამოეყრდნო! ძნელია, ასეთ წუთებში სასოწარკვეთილებას არ მიეცე! ამ დროს ყველაზე რთულია სულის სიმშვიდე შეინარჩუნო.

არ ვარ დეპრესიული და არც მშიშარა! სხვის იმედზე ყოფნა არ მჩვევია! ცხოვრებაში ერთადერთხელ მქონდა მომენტი, როცა ჩემი პრობლემებით სხვას ვაწუხებდი. მაშინაც, არაფრის გაკეთება არ მომითხოვია, უბრალოდ მხარდაჭერა და გამხნევება მინდოდა! მაგრამ ეს წინათ იყო, დიდი ხნის წინათ! მაშინ სხვა ვიყავი. უკვე დიდი ხანია საკუთარ ცხოვრებას განვაგებ და ეს საკმაოდ კარგადაც გამომდის. არც პრობლემების წინაშე თავის მოხრა მჩვევია და არც ვინმეს დახმარების ლოდინი, მაგრამ ახლა, ამ წუთას, მეშინია! ცხოვრებაში ერთადერთ რამეს ვერ ვუძლებ – გაურკვევლობას! ნებისმიერ ურჩხულს შევერკინები, ყველა გამოწვევას მივიღებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, ოღონდ ვიცოდე საქმე რასთან მაქვს! მაგრამ, ხომ არის მომენტი, როდესაც გრძნობ, რომ შავი ღრუბლები გროვდება შენს თავზე, ოღონდ არ იცი ამის მიზეზი. ასეთ დროს მხოლოდ ლოდინი გრჩება და თუ ეს ლოდინი დროში იწელება, სულიერად გტეხს! ხოდა, მეც ვგრძნობ, უიმედობის აჩრდილი მეპარება!

ღმერთო, მაინც რა ნიჭიერი მსახიობი ვყოფილვარ, როცა ვერავინ ამჩნევს ჩემს სულში ჩაბუდებულ ქარიშხალს! ეს ჩემი პირველი დაჩივლებაა პრობლემის შესახებ და ისიც ნიშანდობლივია, რომ ბლოგზე ამოვაფრქვიე ჩემი გრძნობები და არც ერთი ჩემი მეგობრის ნომერი არ ამიკრეფია, არავისთვის მითხოვია დახმარება! ან რა აზრი აქვს?! უვი, ჩემი პრობლემა ისეთია, ვერავინ დამეხმარება! მე და მხოლოდ მე უნდა გადავჭრა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ არ ვიცი, თავად პრობლემა რაშია!

უნდა გავმხნევდე! ძალა მოვიკრიბო დ მჯეროდეს, მთელი გულით მჯეროდეს, რომ ყოველთვის, როცა ცუდად ვარ უფალს ვყავარ ხელში აყვანილი! ძალიან მიყვარს ეს იგავი და ხშირად ვიხსენებ! ისიც ვიცი, რომ გაურკვევლობა მუდმივად არ გაგრძელდება! ცხოვრებაში არაფერია მუდმივი ცვლილებების გარდა და ესეც შეიცვლება, თუ დავაცდი, მაგრამ დინებას მიყოლა რომ არ მჩვევია! ვერ ვიტან საკუთარ უმწეობას!

მხოლოდ ერთი რამ ვიცი, რაც უნდა იყოს, ვიცოცხლებ! ამასაც მოვერევი და ყველაფერს დავიბრუნებ, რასაც ახლა ვკარგავ!

Advertisements

13 responses to “დიდი და წუწუნა პოსტი!

  1. უსახელო ამბობს:

    რატო წუწუნა? ოპტიმისტური უფრო იყო.

  2. Lilu ამბობს:

    გენაცვალე, არაფერსაც არ კარგავ, ყველაფერი წარმავალია, დამიჯერე. შენ ძლიერი გოგო ხარ და მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს გადალახავ :-*

  3. Giga ამბობს:

    მე, შესაძლოა, არავინ მეკითხება და ვინ ვარ საერთოდ მე რომ რამე რჩევა მოგცე, შესაბამისად ჩემი პირადი ნააზრევის ნაცვლად, ჩემთვის ერთად… ერთ-ერთი ავტორიტეტრული პიროვნების მოსაზრებას გამოვიყენებ.

    როცა ადამიანს მსგავსი სოფიალური ფრუსტრაცია აქვს და გგონია, რომ “ცოდო”, “საწყალი” ხარ, ყველა შენს წინააღმდეგაა… არავის ვუყვარ… და საერთოდაც, რა საშინლად ცხოვრობ… გამოსავალი ერთია – გაიხედ-გამოიხედო, იპოვო ისეთი ადამიანი, ვინც შენზე უარეს დღეშია და მას დაეხმარო. ეს ერთადერთი საშუალებაა გაუმკლავდე ამ სიტუაციას.

    იმიტომ, რომ როცა ხმამაღლა ვიძახით, და არც მე ვარ გამონაკლისი, რა ცუდ დღეში ვართ, გულში ვითხოვთ დახმარებას და შველას… ეს არასწორი და კიდევ უფრო უარესია… იმიტომ, რომ რომც შემოგთავაზონ რამე, მერე ძალიან მარტივად შეიძლება თქვა ან გაიფიქრო მაინც, რომ “ეს რა არის?”, “ეს არ მჭირდება!”, “ეს არ მითხოვია!”… ანუ ადამიანი პატარა ობობა-ეგოისტად იქცევა…

    ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და თუ მართლა ცუდად ხარ, გაუკეთე კარგი იმას, ვინც შენზე უარეს დღეშია. ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობენ. დამიჯერე და მგონი ძალიან კარგადაც იცი, რომ ყოველი ადამიანის მდგომარეობის შემდეგ, კიდევ ძალიან დიდი უბედურებების კიბე ჩადის. ელემენტარულად, საავადმყოფოში მწოლიარე უპატრონო ბავშვები რომ ავიღოთ. თუმცა, ჩემდა სამარიცხვინოდ, ამ მეთოდს თითქმის არასოდეს მივმართავ, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

    მე როგორც ეგზისტენციალურდეპრესიაგადატანილი კი გეტყვი, რომ გაურკვევლობაზე და კიდევ ბევრ რამეზე (არ მინდა დავასახელო) უარესი, ყველაფრის მიმართ ტოტალური ინდეფერენტულობა არის. როცა არაფერი არ გინდა, არ გჯერა, არ გწამს, არ გიხარია და ეს ყველაფერი წლობით გრძელდება:) მე გადავიტანე:) მჯერა, რომ შენს სიტუაციას გაუმკლავდები შენც:)

    ამიტომ, შეიძლება ძალიან გავუბერე და კიდევ უფრო გავამუქე ყველაფერი, ვიდრე შენ ეს გქონდა აღწერილი, მარა მაინც, შეგიძლია ცადო ეს მეთოდი, იქნებ რამეში გამოგადგეს:)

    ვსიო, წავედი:)

  4. Leonard Shelby ამბობს:

    ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია დინებას გაჰყვე, ოღონდ ისე არ მოგივიდს რომ უფსკრულში გადაიჩეხო, არც ის ვარგა რომ ერთ ადგილას გაჩერდე, ეგრე გაურკვევლობის “მორევში დაიხრჩობი”. მიჰყევი დინებას, ოღონდ ნავით. შენ თვითონ შექმენი, გამოიგონე ის და შესაბამისად შენვე იქნები კაპიტანი და მმართველი სიტუაციის. დინებას თუ გინდა აუყვები თუ მოგესურვება ჩამოუყვები, საითაც გინდა იქით გაუხვევ. თუ ძლიერი პიროვნება ხარ კარგი კაპიტანიც იქნები და პრობლემას იოლად გადაჭრი, შავ ღრუბელს ახალი მიწების აღმოჩენის სიხარულით გამოწვეული ყიჟინით შეცვლი.
    ძალა მოიკრიბე და გჯეროდეს, რომ როდესაც ცუდად ხარ შენ მაინც შენ ხარ და გაქვს ძალა საკუთარი თავი აიყვანო ხელში. ნუ დაელოდები ღმერთს, შენ იმიტომ გაგაჩინა რომ თავადვე შეძლო ის რასაც მისგან ელი.
    არაფერს არ დაკარგავ ეხლა მგონია მე, თუ რამეს დაკარგავ და დაგიბრუნდება. მსხვერპლი ხანდახან აუცილებელია. 🙂

  5. unaamarga ამბობს:

    ყველას ძალიან დიდი მადლობა რჩევებისა და გამხნევებისათვის! როგორც პოსტშიც მაქვს მითითებული ამდენმა გაურკვევლობამ წონასწორობიდან გამომიყვანა და . . . და მერე თავისით წამოვიდა ეს ნიაღვარი!

    ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გამოვძვრები ამ ყველაფრიდან, თან მინიმალური დანაკარგებით! 😉

  6. nini ამბობს:

    aseTs ver gitan! anu, imis Tqma minda, rom yovelTvis Zalian gawonasworebuli xar, mSvidi da Zlieri. yovelTvis ici ra unda qna an ra unda Tqva. miveCvieT Sens aseT saxes da miWirs SeSinebuli an dabneuli warmogidgino! Tavs moerie ra, gTxov!

  7. cartveli ამბობს:

    რთულ სიტუაციაში
    ოპტიმისტი ამბობს – შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო უფრო ცუდად.

    პესიმისტი კი ამბობს – რაღა შეიძლება იყოს ამაზე უარესი.

    ჩემი ჭუჭრუტანიდან, ამ პარამეტრებით შენ ოპტიმისტი ხარ.

  8. Hano ამბობს:

    ”ღმერთო, მაინც რა ნიჭიერი მსახიობი ვყოფილვარ, როცა ვერავინ ამჩნევს ჩემს სულში ჩაბუდებულ ქარიშხალს! ეს ჩემი პირველი დაჩივლებაა პრობლემის შესახებ და ისიც ნიშანდობლივია, რომ ბლოგზე ამოვაფრქვიე ”
    რა ძალიან ახლოა
    კაიარა და ნაცნობი..
    მეგონა ჩემს პოსტს ვკიტხულობდი..

    მე მგონია რომ ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ…

  9. მარგო ამბობს:

    შემთხვევით გადავაწყდი ამ პოსტს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. მსიამოვნებს,შენი აზრების და ჩანაწერების კითხვა. ვფიქრობ, საკმაოდ ჭკვიანი და ძლიერი ადამიანი ხარ. ეს წამიერი ჩივილი, იყო.. და შენ ამას ყველაფერს სწორი სტრატეგიით გადალახავ. ბიჩებმაც კარგი რჩევები მოგცეს. როგორც ვატყობ ძაან საინტერესო საზოგადოება იკრიბება შენს გარშემო, იმიტომ რომ ყველას მაგნიტივით იზიდავს შენი წერის მანერა და რაღაც საოცარი აურა. ყოველ შემთხვევაში მე შემოვედი და ვეღარ გავედი, მძად ვარ ღამეც გავათენო, თუმცა ბევრი არც დარჩა გათენებამდე, უკვე ორი ღამის ორი საათია.
    ჩემი პრობლემებიც წყლის წვეთებივით გავს შენსას, მაგრამ მე სამწუხაროდ შენნაირი ძლიერი ვერ ვარ… მშურს, კეთილი შურით შენი ძლიერი პერსონის.. მეც მინდა ჩემს სულში ჩაბუდებული ქარიშხალი ვერავინ, შეამჩნიოს, მაგრამ როლიდან გამოვედი და მოთამაშის სახეს უკვე ვერ ვგებულობ, დავიღალე…
    ჩემი დასკვნაც, ასეთია.. მიუხედავად, ყველაფრისა ძლიერი და ოპტიმისტი ადამიანი ხარ, მჯერა, რომ ეს ყველაფერი, თუ არ დარჩა მალე დარჩება უკან..

  10. მარგო ამბობს:

    გიგა <>, შენი ეს სიტყვები ჩემი სულის პორტრეტია. ასეთი სასოწარკვეთილება დიდი ცოდვაა, ვიცი ეს მაგრამ სამწუხაროდ ვერც ამის ცოდნამ და ვერც მარხვამ შეძლო ჩემი ვიტყოდი ამ ,,გაშეშებული,, მდგომარეობიდან გამოყვანა… სასიხარულოა, გილოცავ ამ სულიერი მდგომარეობიდან თავის დაღწევას და გისურვებ, არასოდეს დამდგარიყოს შენს ცხოვრებაში ასეთი წუთები… რათქმაუნდა იგივეს ვუსურვებ ამ პოსტის ავტორს და საკუთარ თვსაც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: