მწარეს ბლოგი

chez moi

პრობლემებთან გამკლავების მეთოდები

on მაისი 16, 2009

ჩემი საყვარელი პერიოდი იწყება – მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბლომდე. თბილი (ცხელი) დღეები, მზე, მზე და ბევრი მზე, ზაფხული, ზაფხულში ნანატრი შვებულება, ზღვა ან მთა. უკეთეს შემთხვევაში ორივე! როგორც იქნა, ჩემს თავზეც გადაიწმინდა ღრუბლები და ცას ვხედავ. რასაკვირველია, ჩემი შეწუხების მიზეზი ჯერ არ მოგვარებულა, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

წინა პოსტის ლოგიკური გაგრძელების სახით, ასევე თანდართულ კომენტარებში მოცემული საინტერესო რჩევებით შთაგონებულმა, გადავწყვიტე პრობლემების დაძლევის მექანიზმზე დამეწერა. როდესაც რამე გვაწუხებს, ყველა სხვადასხვაგვარად ვიქცევით, მეც ჩემეული პრაქტიკა მაქვს შემუშავებული. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი თავად ვიპოვო და თუ ვერ ვახერხებ, რჩევისთვის მხოლოდ ამის შემდეგ მივმართო მეგობრებს. ოჯახის წევრებს ხომ საერთოდ ყველაზე ბოლოს ვაყენებ საქმის კურსში, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საჭიროა (ამ ეტაპზე ეს ბუნებრივია, მოგეხსენებათ, მეორე ნახევარი (თუ პირველი) არ მყავს. მშობლების აფორიაქება კი არ მიყვარს. იმიტომ კი არა, რომ ვერ გამიგებენ ან დიდ ნოტაციებს წამიკითხავენ, უბრალოდ არ მიყვარს, როცა ჩემზე ღელავენ).

პირველი და რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა ავყვეთ გრძნობებს! როდესაც პრობლემას ვაწყდები, ან უბრალოდ რაღაცაზე გაბრაზებული ვარ, ვცდილობ, არასოდეს ავყვე პირველ ემოციებს, ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო. ასეთ დროს, ვცდილობ სასწრაფოდ განვმარტოვდე (თუ, რათქმა უნდა, პრობლემა დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას არ მოითხოვს). როგორც კი მყუდრო ნავთსაყუდელს ვიპოვი, პირველი ემოციების დაცხრობის შემდეგ, ვიწყებ ფიქრს თავად პრობლემაზე. ვცდილობ, გავიაზრო სიტუაცია და წარმოვიდგინო ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს, რა შედეგამდე შეიძლება მიმიყვანოს მოვლენების ყველაზე უარესმა განვითარებამ და რა უნდა გავაკეთო თუ ეს კატასტროფა მოხდება. როგორც კი ყველაზე დიდი კრახიდან გამოსავალს ვპოულობ, ვმშვიდდები. ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ თუ ემოცია ძლიერია, ასეთი განმარტოების დროს მაშინვე ვერ ვახერხებ პრობლემაზე დაფიქრებას და ხშირად მიტირია. ეს რეკომენდირებული არ არის, მაგრამ ზოგჯერ ძალიანაც საჭიროა. ნუ შეგრცხვებათ ცრემლების, ტირილი ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა, ტემ ბოლეე დლია დამ!

დამშვიდების შემდეგ, ვიწყებ უკვე სიტუაციის დეტალურ ანალიზს და ვსახავ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. თუ პრობლემა ძალინ რთულია და დიდ ემოციებს მოითხოვს, დეტალურ ანალიზს მაშინვე არ ვიწყებ, ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, ვუყურებ საყვარელ ფილმს, ვკითხულობ საყვარელ წიგნს ან ამოჩემებულ მუსიკას ვუსმენ. თუ სამსახურში ვარ და ამის საშუალება არა მაქვს, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და რაიმე ძალიან სასიამოვნოს წარმოვიდგენ.  როცა განვიმუხტები, მერე თავიდან ვუბრუნდები პრობლემას, მარტო, ან ისეთ ადამიანთან ერთად, ვინც ჩემი აზრით, პრობლემის ხასიათიდან გამომდინარე, დახმარებას შეძლებს. თუ დამშვიდებას ვერაფრით ვახერხებ, მივდივარ იმ ადამიანთან, ვინც ვიცი, რომ დამიყვავებს და დამამშვიდებს ან სულაც, ეკლესიაში. თუ ვერც მე ვპოულობ საშველ, ვერც მეგობრები, ვერც მშობლები ვერ მეხმარებიან, დამშვიდებული სინდისით ვიკიდებ ყველაფერს, მოხდეს რაც მოსახდენიას პრინციპით! ზოგჯერ კი, ისეც ხდება, რომ სადაც არ ელი, გამოსავალს იქ იპოვი და იგი, როგორც ყველაფერი გენიალური, ძალიან მარტივია! ; )

აი, ესაა ჩემი პრობლემების მოგვარების პირველადი სტრატეგია. შემდეგ უკვე ზემოაღნიშნული გეგმით განსაზღვრულ მოქმედებაზე (ან უმექმედობაზე) გადასვლის დროა!

საინტერესოა, რომ როცა ერთ ჩემს ნაცნობს მოვუყევი, როგორ ვაგვარებ პრობლემებს, მითხრა, თუ ასეთი ჭკვიანური მექანიზმი გაქვს, იმ წინა პოსტში გამოვლენილი სასოწარკვეთილება რაღა იყოო.

იმ მდგომარეობას თავისი მიზეზები ჰქონდა:

  1. ყველას აქვს სისუტის გამოვლენის უფლება (არ მიყვარს სხვებისთვის ჩვენება, მაგრამ ასეც ხდება);
  2. არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში ეფექტურია;
  3. ეს გეგმა მუშაობს მაშინ, როცა ასე თუ ისე, იცი რა ხდება შენს თავს. გაურკვევლობის დროს, შეიძლება ვერ დაგეხმაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანთა შორის ყველაზე უძლიერესსაც კი შეიძლება ჰქონდეს ისეთი მომენტები, როცა თავს უმწეოდ იგრძნობს. ყოვლისშემძლე და ყოვლისამტანი არავინაა. ამგვარი ილუზიისაგან შორს ვარ!

Advertisements

2 responses to “პრობლემებთან გამკლავების მეთოდები

  1. nini ამბობს:

    vax, dzvlivs ar gicani! egre, ra! kai gzaa problemebis mosagvareblad, tu gamomivida unda vcado!

  2. Sophie Golden ამბობს:

    მშვენიერი გეგმები ჩამოგიყალიბებია! Keep up the same way! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: