მწარეს ბლოგი

chez moi

რა თქვა განსვენებულმა?!

on მაისი 21, 2009

მოკლედ, ყველას მოგვეხსენება რა არის დეტექტივი! ისიც ვიცით, როგორი უნდა იყოს ამ ჟანრის იდეალური ნაწარმოები – რაც შეიძლება ჩახლართული და ბევრი საიდუმლოებებით, ვისზეც არ ფიქრობ, ბოლოს მკვლელი სწორედ ის რომ აღმოჩნდება! ისიც ვიცით, რომ ჟანრის დედოფალი დეიდა აგათაა!

იყო დრო, უამრავ დეტექტივს ვკითხულობდი. საოცრად მიტაცებდა დანაშაულებრივი სამყარო, გამოძიება და ა.შ. თუმცა მერე მომბეზრდა. პრაქტიკულად, ბოლო რამდენიმე წელია ამ ჟანრის წიგნებისაკენ გული აღარ მიმიწევს. ამის მიუხედავად, ჩემს ანტიდეპრესანტ წიგნებში არის ერთი დეტექტივი – იოანა ხმელევსკაიას ‘რა თქვა განსვენებულმა?!’

რატომ მიყვარს ეს მოთხრობა? როგორც დეტექტივი ნი ვ გროშა! ცოტათი არარეალურია და დაუჯერებელიც. ეს წიგნი ნამდვილად არაა მათთვის, ვისაც საიდუმლობები მოსწონს, გამოსაცნობი აქ არაფერია!  ერთი ქალის ამბავია, რომელიც სრულაიდ შემთხვევით მაფიის საიდუმლო ინფორმაციას გაიგებს. მაფიას კი ეს ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ ცდილობენ გამოსტყუონ და მერე მოკლან, ქალის მიზანია, გადაურჩეს ბანდიტებს, მიაღწიოს ინტერპოლამდე და მათ მოუყვეს რაც იცის. ხოდა, ფრიად დრამატული მოვლენები ვითარდება პანი იოანას თავს!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაც გჭირდებათ ძალიან ქალური, მსუბუქი ნაწარმოები, დაწერილი ძალიან კარგი ენით და გაჯერებული ჯანსაღი იუმორით, ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებდით! აგერ ლინკიც!

Advertisements

11 responses to “რა თქვა განსვენებულმა?!

  1. nini ამბობს:

    Loool! marTo saTaurzec gadavbJirdi!

  2. Sophie Golden ამბობს:

    Unaamarga, loool

    ჩემი უსაყვარლესი დეტექტივი იყო თავის დროზე, ვაფრენდი იოანაზე 😀 როგორი გაბედული ქალია, რაებს აკეთებს, როგორ გაითავისუფლებს თავს და რამე… მართლა კაი დეტექტივია, მგონი ფილმიც გადაიღეს პოლონელებმა ამაზე. გამიხარდა, რომ გამახსენე 🙂

    • unaamarga ამბობს:

      კი, ფილმადაცაა, მაგრამ წიგნს ვერ შეედრება, რაღაცეები შეცვლილია! იმ მომენტებზე ვგიჟდები, შომონის კოშკში რომ ჰყავთ ჩაკეტილი და იქ რეებს ჩადის!

  3. Lilu ამბობს:

    ისე გემრიელად აპიარებთ, წაკითხვა მომინდა 🙂 ისე დეტექტივებზე არ ვგიჟდები, მაგრამ მაინც 😉

  4. Katten Försvann ამბობს:

    მიტვარს დეტექტივები, მაგრამ უკვე ცოტა სხვა სახის, ანუ რომელნიც მენიერულ ფანტასტიკაში არიან არეულნი 🙂

  5. Tamchi ამბობს:

    Cemi sayvareli deteqtiviiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
    უძაანსასაცილოესი , უანტიდეპრესანტესი და და კიდევ, ბიძგს რომ გაძლევს ეგეთი.
    ოღონდ ამ ქალის ქმარს რა ჯანდაბა ჰქვია 😀

  6. anamaria ამბობს:

    pilms raqvia xom ver metyvit? wigni 3 jer tu 4 jer maqvs wakitxuli da uzomod miyvars

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: