მწარეს ბლოგი

chez moi

რჩევები ინტერვიუსათვის

on მაისი 23, 2009

Ikea Job Interview
ფრანგულში დავალება მქონდა, უნდა დამეწერა საინფორმაციო ფურცელი გასაუბრების შესახებ, ხოდა, აქაც დავდებ, რაც დავწერე.

ყველას მოგვეხსენება, რომ ჩვენი კვალიფიკაცია არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც სამსახურის მიღებაში გვეხმარება.  დამსაქმებლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას. ამიტომაც, არსებობს მთელი რიგი რჩევებისა, ამ პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად:

1. გარეგნობა

გარეგნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამსახურის მისაღებად. ამ შემთხვევაში, საუბარი არაა მოდელის პარამეტრებზე, მკერდის ზომაზე და ა.შ. საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვანია ინტერვიუსათვის ჩაცმულობის შერჩევა. სასურველია, კლასიკურად ჩაცმა, თუმცა, ნურც ძალიან გადაამეტებთ. ეცადეთ, კომფორტულად გრძნობდეთ თავს.  ჩაცმულობა არ უნდა იყოს მყვირალა  და გამაღიზიანებელი. ქალებისათვის მნიშვნელოვანია, რომ არ გვესვას ზედმეტი მაკიაჟი და ქვეყანა არ წავლეკოთ ჩვენი სუნამოს სურნელით! სისადავე ამ შემთხვევაში პლუსია.

2. მანერები

იყავით თავდაჯერებული, ისაუბრეთ უშუალოდ და გულწრფელად, ოღონდ, ძალიანაც ნუ გაშინაურდებით. ნუ ისაუბრებთ სლენგზე და ეცადეთ, არ გამოიყენოთ პროფესიული ტერმინები, რომლის მნიშვნელობასაც კაციშვილი ვერ გაიგებს თქვენს გარდა, ან რომლებიც ორაზროვანია. ყურადღებით ჟესტებთან! მთლად სარგადაყლაპულივით ჯდომა არაა სასურველი, მაგრამ ხელებით ნურც თვალებს გამოთხრით თანამოსაუბრეს და ნურც ცხვირის ფხანას დაიწყებთ! ეცადეთ, კითხვებს კონკრეტულად უპასუხოთ და არ მოყვეთ ბებიათქვენის დაკრძალვაზე რომელი ღვინო მიიტანეთ (თუ, რათქმა უნდა, ვინმე არ გკითხავთ)!

3. კვალიფიკაცია

ხშირად ხდება, რომ გასაუბრებაზე ისე მიდის კანდიდატი, არც იმის წარმოდგენა აქვს, რა სამსახურია და არც იმის, რა უნდა იყოს მისი მოვალეობა. ეს დაუშვებელია! შეეცადეთ, წინასწარ გაიგოთ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის შესახებ. რაც შეეხება ვაკანსიას, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა მოთხოვნები აქვთ. დაარწმუნეთ დამსაქმებელი, რომ მათ სწორედ თქვენ სჭირდებით! ისაუბრეთ განათლებაზე, რომელიც გაგაჩნიათ, გამოცდილებაზე, დამატებით კვალიფიკაციაზე, ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოტივაცია და ნუ შეგეშინდებათ იყოთ ორიგინალური, ოღონდ, არ გადაამლაშოთ!

4. დაიმახსოვრეთ:

  • ზუსტად უნდა იცოდეთ, სად და რა სამსახურის თაობაზე მიდიხართ გასაუბრებაზე! 😉
  • იყავით თავდაჯერებული! არავითარი ყოყმანი, “რა ვიცი, ალბათ, შემიძლია!” ან “მე მგონი, ვიცი, ეს რაცაა!”
  • თუ რაიმე გაუგებარია ვაკანსიასთან დაკავშირებით, იკითხეთ, სიურპრიზები რომ აიცილოთ!
  • ნუ იტყვით, რომ პროფი ხართ რაღაცაში, რაც საერთოდ არ იცით, “რასთან ერთად იჭმევა!”

თუ ეს რჩევები, სამსახურის მიღებაში არ დაგეხმარათ, გულს ნუ გაიტეხთ. კრიზისია მაინც, მოგეხსენებათ! ისე, ნეტა, მე თუ ჩამითვლიან დავალებას, ა?!

Advertisements

8 responses to “რჩევები ინტერვიუსათვის

  1. nini ამბობს:

    ჩაგითვლიან, აუცილებლად! 😉 კარგი იყო!

  2. cartveli ამბობს:

    რაღაც დოკუმენტურ ფილმში იყო, თურმე თეთრი პერანგი (საროჩკა)უნდა გეცვას როცა სამსახურში მისაღებ გასაუბრებაზე მიდიხარ. ჰა, ჰა ცისფერი წვრილი ზოლებითო.

    რა ვიცი. მე არ დამჭირებია

    • unaamarga ამბობს:

      ჰეჰე! მე სულ ორჯერ მოვასწარი გასაუბრებაზე ყოფნა და ორივეჯერ მივიღე სასურველი სამსახური, ოღონდ რა ფერის საროჩკა მეცვა, არ მახსოვს! ცისფერი ზოლებით რომ არ იყო, ეგ კი ვიცი! ისე, ალბათ, თეთრი რეკომენდირებულია, ნეიტრალური ფერია, უპრეტენზიო.

  3. Lilu ამბობს:

    აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევებია.

  4. Sophie Golden ამბობს:

    გააჩნია, სად მიდიხარ გასაუბრებაზე 😉

    თუ ჟურნალისტად მიდიხარ გაზეთში, ტანსაცმელზე საერთოდ არ უნდა იფიქრო, ტელევიზიაში – გაიპრანჭო, ბანკში – ფრჩხილები გაიკეთო და წითელი ლაქი არ წაისვა :ლოლ:
    მე ერთხელ ვიყავი გასაუბრებაზე, გავითვალისწინე ის რჩევა, რომ შავი მაისური ჩავიცვი და ვერცხლის ბეჭდებიც მოვიხსენი, მიმიღეს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ იყო იქ ჩემი ადგილი, ბეჭდებისგარეშე, მკაცრ კოსტუმში და რამე 😉

    ყველაზე მთავარია – ბუნებრივი იყო და საუბარი არ შეგეშალოს, ამით ყოველთვის შეგიძლია გასაუბრებაზე ეფექტის მოხდენა.

    • unaamarga ამბობს:

      სადაც არ უნდა მიდიოდე, გადამწყვეტი კვალიფიკაციაა, რა თქმა უნდა და სხვა დანარჩენისათვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა საჭირო არაა, მაგრამ ეგეცაა, რომ ცუდად შერჩეულმა ჩაცმულობამ შეიძლება პირველი შთაბეჭდილება გაგიფუჭოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: