მწარეს ბლოგი

chez moi

Ugly Betty, სელებრითები და მაიკლ სკოფილდი

on მაისი 26, 2009

ugly-betty1

მოკლედ ასე, მაიკლ სკოფილდი ცხარე ცრემლებით დავიტირე, ჰაუსი ფსიქიატრიულში გავგზავნე, ჯეკსა და სოიერს მხურვალე ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე დამშვიდობების ნიშნად, თვითონ კი Ugly Betty-ს ჩავუჯექი.

მდა, სამყაროსავით ძველი ამბავია, უშნო გოგოზე, რომელიც ლამაზების სამყაროში ხვდება და თავის ადგილს იმკვიდრებს. გლამურის სამყაროში, სადაც ლამაზი და გაჩხინკული მოდელები მეფობენ, ბრეკეტებიან, სათვალიან და ჭკვიან ქალს თითქოს რა უნდა ესაქმებოდეს, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ბეთი იშიო ტა!

ამ სერიალმა სელებრითების ცხოვრებაზე ჩამაფიქრა. აი, ეს მოდის სამყაროს ქალები, ყველა უკლებლივ ძალიან ლამაზი და ძალიან უბედურია. თითოეული მათგანი ადგენს კლიშეს, სტანდარტს, რომლის მსხვერპლიც ბოლოს თავად ხდება. ყველას უნდა მათ დაემსგავსოს, თითოეულ მათ ნაბიჯზე მთელი ვქვეყანა ლაპარაკობს, ისინი კი ამ დროს არინ მშივრები, გაქუცულები და სასოწარკვეთილები! არც ერთი ცხოვრობს რეალური ცხოვრებით, ხლართავენ ინტრიგებს, ადგენენ სილამაზსი და სწორი ქცევის კრიტერიუმებს, მერე კი თავს იკლავენ, თავინთ მოჭერილ ქამარში რომ ჩაეტიონ. შეგიძლიათ გასიებულ ბოღმად ჩამთვალოთ, მაგრამ არასოდეს მესმოდა ხალხის, რომლებიც ორი კილოგრამის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდება, წონის თითეულ გრამ საკვებს და ითვლის ყველა კალორიას, ან სულაც საკვების ყოველი მიღების შემდეგ უნიტაზში ეყუდება! ხოდა, მოკლედ, ეს მისაბაძი სელებრითები ნერვებს იწყვეტენ, ამ დროს კი ჩვეულებრივი, სქელტრაკა მექსიკელი გოგო ბედნიერების მასტერკლასებს ატარებს! გული მიგრძნობს, ბეთი ბოლოს თავის შეფსაც, ლაკომი დენიელსაც (თუ რაც ჰქვია) ჩაიგდებს ხელში! რაც შეეხება კაცებს ამ სამყაროში, ჰეჰე, ისინი ყველგან კაცები არიან, მოკლე ჭკუით და დიდი ეგოთი! ჰგონიათ, დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს და თუ გოგო სიტყვა სექსს ახსენებს, თვლიან, რომ მათ საწოლში ჩახტომაზე ოცნებობს! არა, რა კაცი ყოველთვის ადვილი სამართავია! :ამაყიფემინისტურისმაილი:

მოკლედ, ვიცი, რომ ახალი და ორგინალური არაფერი დამიწერია, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერება მოდელურ პარამეტრებს არ მოაქვს! იდეალურად მკვრივი საჯდომი და მკერდი საბოლოო ჯამში მარტოობისაგან ვერ გვიხსნის! ამიტომაც თავს ნუ მოიკლავთ ამ სისულელეებზე. მოიხმარეთ ის, რაც გიწყალობათ ბუნებამ! მე არც ანტიდიეტისტკა ვარ და არც იმისკენ მოგიწოდებთ, რომ გასივდეთ, ფეხი ფეხზე გადაიდოთ და ბედნიერი ვარო, იძახოთ! Just რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავთ, მილიე დამი! That’s all!

Advertisements

10 responses to “Ugly Betty, სელებრითები და მაიკლ სკოფილდი

  1. nini ამბობს:

    au, saswauli xedva gaqvs ra! 😀 Ugly Betty-shi amxla filosofias tu dainaxavdi, nagdad ar megona! me mand marto is davinaxe, ra usamartloebi arian da borotebi es selebrTebi, Tu vinc!
    თითოეულ მათ ნაბიჯზე მთელი ვქვეყანა ლაპარაკობს, ისინი კი ამ დროს არინ მშივრები, გაქუცულები და სასოწარკვეთილები lol! neta me viyo egeti gaquculi da sasowarkveTili!

  2. Lilu ამბობს:

    მამენტ ყველას თითქმის უნდა ასეთი ”მშიერი და გაქუცული” იყოს მაგრამ სხვა მომენტიცაა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ და თვითგვემა არ დავიწყოთ იმის გამო რომ რაღაც დადგენილ კლიშეს არ ვგავართ. მთავარია ადამიანობა და არა ”2 ზედმეტი კილოგრამი”

  3. unaamarga ამბობს:

    სულაც არ მინდა მშიერი და გაქუცული ვიყო, ჯერ ისედაც მწარე ვარ და ახლა წარმოიდგინეთ მშიერი რა ვიქნები?! ჩემი ატანა ხომ უნდა საზოგადოებას?!
    ნუ, აქ ეხლა განავრცეთ ჩემი ნათქვამი, განმარტეთ და აუცილებლად მიხვდებით, რომ ვარ ბოღმა, გასიებული, არა მაქვს იმის ტრაკი, რომ დიეტა დავიცვა და გამხდარი ვიყო, შესაბამისად, მშურს ამ გაქუცული ქალების და ამიტომ ვიაზვობ და ვამტკიცებ, რომ მკიდია და არ მინდა ეგეთი ვიყო!

  4. marieasatiani ამბობს:

    კარგი პოსტი იყო, მომეწონა! ბეთიზე მეც ბევრს ვხალისობ, თუმცა სხა სერიალები მირჩევნია.

  5. daliela ამბობს:

    ახლა ვზივარ და მაკარონს ვჭამ პომიდვრის სოუსით და სულაც არ მაინტერესებს ის ფაქტი რომ ამან შეიძლება გამასუქოს,მე ხომ მთელი ღამე კონსპექტთან დავათენე? ხოდა დავიმსახურე 🙂
    მეორეც, ”იმას ” ასეთიც მოვეწონები და თუ არ მოვეწონე კიდევ- ეხლა ეგ მადარდე….
    აი ემ ხეფი !

  6. Sophie Golden ამბობს:

    ეგ სერიალი არ მინახავს, მაგრამ თვითონ ამერიკა ფერერა ძალიან მიყვარს სწორედ თავისი განსხვავებული პარამეტრების გამო. მეც გეთანხმები, რომ 90/60/90 მხოლოდ საქონლის საჩვენებელი პარამეტრებია და ბედნიერება სულ სხვაგანაა, ვიდრე დაშტამპულ სილამაზეში – Be natural & Be confident!!! 🙂

  7. Hano ამბობს:

    მმმ
    რა საიანტერესოა..
    გეთნხმებით..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: