მწარეს ბლოგი

chez moi

გარეჯა

on ივნისი 2, 2009

გუშინ მთელი სამსახური საგარეჯოში ექსკურსიაზე ვიყავით. როგორც ასეთი, არ მიყვარს, როცა ბევრი ხალხი მივდივართ სადმე, მაგრამ ამჯერად კმაყოფილი დავრჩი. მოკლედ ასე, გავედით სამსახურიდან ორი ავტობუსით. ქართულ პუნქტუალობას აღარ ჩავუღმავდები, დაგვიანების გარეშე რომ არ იქნებოდა, თვითონაც ხომ იცით. გზაში ძალიან ბევრი ვიცინეთ, თუმცა კი გვეძინებოდა ყველას. მგზავრობა იმაზე კარგად ავიტანე, ვიდრე მეგონა.

როგორც მოგეხსენებათ გარეჯის მამათა მონასტერი მდებარეობს გარე კახეთში, აზერბაიჯანის საზღვართან, გარეჯის უდაბნოში, რომელიც ისეთი უდაბნო სულაც არაა, როგორიც მე წარმომედგინა. მონასტერი დაარსებულია მე-6 საუკუნეში ამბა დავითის მიერ, რომელიც ერთ-ერთი იყო ცამეტ ასურელ მამათაგან. დარწმუნებული ვარ, ისტორია ჩემზე კარგად იცით, ამიტომ მე მხოლოდ შთაბეჭდილებებს გადმოგცემთ.

ვისაც ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ეს ადგილები უნდა ნახოთ! მე თვითონ ფოტოაპარატი არ მქონდა, ახლო წარსულში ვიმსხვერპლე, ამიტომ ჩემი ძვირფასი კოლეგების გადაღებულ ფოტოებს დავდებ აქ. კარგი ფოტოებია, თუმცა, რაღაცეები, რისი გადაღებაც მე მინდოდა, არავის შეუმჩნევია.  ენივეი, გავაგრძელოთ!

საგარეჯო. მონასტერში მისვლამდე სულ ასეთი სიმწვანეა:

DSCF0007

ავტობუსის ფანჯრიდანაა გადაღებული. რეალურად, ბალახი უფრო მოლურჯო იყო და ქარის მობერვაზე ზღვასავით ღელავდა.

DSCF0030

ესეც ტბა, უფრო სწორად მისი ნაწილი:

IMG_0704

თავად მონასტერი ძალიან შთამბეჭდავია, როგორც უკვე აღვნიშნე, არქიტექტურული ძეგლები განსაკუთრებულ ემოციებს არ აღმიძრავს, თუმცა გარეჯს არქიტექტურა ნაკლებად შეიძლება ეწოდოს, ის ხომ კლდეში ნაკვეთია. ქვემოთ იხილეთ ფოტოები, მონასტერი სხვადასხვა რაკურსიდან:

IMG_1148

IMG_1174

DSCF7019

ბერების კელიები:

DSCF0041

 

სამლოცველო:

IMG_1164

დავით გარეჯელის საფლავი. როგორც ხედავთ, ხალხი ძვირფასეულობას სწირავს  და სურვილის ასრულებას შესთხოვს. გულზე რომ ქვა ადევს, მას რომ შევეხე, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი და ძალა (დამცინეთ რამდენიც გინდათ, ათეისტებო)!

 

IMG_1176

 

ზედხედი:

DSCF0064

IMG_0682

IMG_1216

ზევით ძველი კელიებია შემორჩენილი, თავად დავით გარეჯელის დროინდელი. ამათ რომ ვუყურებდი, ძრწოლა მიტანდა! აქ ხალხი ცხოვრობდა, ფხლით იკვებებოდა და უფალს ემსახურებოდა! რამხელა რწმენაა! ვიცი, რომ ვისაც ღმერთის არ გწამთ, ამ ბერების მოღვაწეობა სიზიფეს შრომად მიგაჩნიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს სწირავენ საკუთარი რწმენისათვის, პატივისცემას იმსახურებენ!

 

IMG_0571

IMG_0619

ძველი მოხატულობა:

IMG_0598

IMG_0626

სულ ზემოთ 6 000 მოწამის სახელობის ეკლესიაა. მე იქამდე ვერ ავედი, სამწუხაროდ 😦

IMG_1268

ამ ბერმა ძალიან საინტერესოდ გვიამბო დავით გარეჯელისა და თავად მონასტრის შესახებ, თუმცა სხვა რელიგიების კრიტიკისაგან თავი ვერ შეიკავა:

DSCF7029

ბოლოს, კიდევ რამდენიმე ფოტო, უბრალოდ დააკვირდით რა საოცარი ფერებია! მე მგონი, ისევ ხატვა მომინდა!

31052009336

IMG_0530

IMG_1213

IMG_0464

ექსკურსია რესტორანში დავასრულეთ. ქართული ღრეობები გულზე არ მეხატება, მაგრამ ამჯერად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ყოფილა ყანწების ფრიალი, არავინ დამთვრალა ისე, რომ სახლში წასაღები გამხდარიყო ან საცივში თავი ჩაეყო. სამაგიეროდ, ვიცეკვეთ ძალიან ბევრი! პრაქტიკულად, არ დავმჯდარვარ! ბოლოს კი შთაბეჭდილებებით აღვსილი დავბრუნდით თბილისში. ჰეჰ, იცით რა მიკვირს? სულ ერთი დღე გავატარე კომპიუტერის და ცივილიზაციის გარეშე და ასე მგონია, საშინლად მოვწყდი აქაურობას და საერთოდ, საუკუნეა ინტერნეტში არ მიძრომიალია. ედიქშენ, იზ ნოთ ით?!

მოკლედ, ვისაც ჯერ არ გინახავთ და ვინც ფოტოებმა ვერ დაგარწმუნათ, კიდევ ერთხელ დაჟინებით გირჩევთ მოინახულოთ დავითგარეჯი! მიზეზები საკმარისზე მეტია:

მათთვის, ვისაც გწამთ:

ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, დავით გარეჯელის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქრისტიანობის შენარჩუნებისათვის. დარწმუნებული ვარ, იერუსალიმიდან წამოღებული ქვის ისტორიაც იცით, ჰოდა, თავადაც მიხვდებით, რამხელა მადლია ამ მონასტრის მოლოცვა!

ვისაც არ გწამთ:

  • ყველაფერი ახლის ნახვა საინტერესოა;
  • მონასტერ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლიცაა, შეგიძლიათ ამ კუთხით შეხედოთ;
  • ნახავთ ულამაზეს ადგილებს;
  • ფეხით ბევრი სიარული ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა

ვისაც დავით გარეჯელზე მეტის შეტყობა გსურთ, იხილეთ აქ.

 

 


3 responses to “გარეჯა

  1. Sophie Golden ამბობს:

    ძალიან მაინტერესებს ამ ადგილის ნახვა. ერთმა მეგობარმა მითხრა, შენ რომ ის ადგილები და იქაური ბერების თვალები ნახო, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ღმერთი ერთია და ადამიანები, ვინც მას მიჰყვებიან – ისინიც ერთნაირი სულიერებით სავსეო… სულ ეს მახსენდება. მადლობა მშვენიერი პოსტისთვის!

  2. Lalena ამბობს:

    აღმოვაჩჳნე და შევიყვარე შენი ბლოგი 🙂

დატოვე კომენტარი