მწარეს ბლოგი

chez moi

ძველი ჩანაწერი

on ივნისი 8, 2009

ხომ ვამბობდი, ძველი დღიურების გადაკითხვა სასარგებლოა-მეთქი. ერთ საინტერესო ჩანაწერს გადავაწყდი და გადავწვიტე მზის (ვორდპრესის) შუქი ვაჩვენო. ძალიან მკაცრადაც ნუ შეაფასებთ, 16 წლის ასაკშია დაწერილი. შეუსწორებლად ვდებ.

13 ივლისი, სამშაბათი

დღეს და ბედისწერის შესახებ კამათობდნენ. ლ ამბობდა, რომ ბედისწერა არ არსებოს და ყველა თავისი თავის ბატონ-პატრონია, ა კი – პირიქით. ამ კამათში არ ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა მომინდა ჩემთვის გავერკვე რა და როგორ მჯერა.

ყველაფერი ზემოდან მოდის, შემთხვევით ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარიონეტები ვართ. ჩემი აზრით, წინასწარდადგენილი და განსაზღვრულია ძირითადი ფაქტები, გარემოებები, რომლებსაც ადგილი უნდა ჰქონდეს შენს ცხოვრებაში, ხოლო როგორ იმოქმედებ ამ გარემოებებში, შენზეა მონდობილი. მაგალითად, წინასწარაა გადაწყვეტილი, რომ შენ ავარიაში უნდა მოყვე და დაინვალიდდე. ამ ფაქტის შემდეგ  შეიძლება მიეცე სასოწარკვთილებას და თავი მოიკლა, ან იპოვო ძალა საკუთარ თავში, ცხოვრება გააგრძელო, მაინც გააკეთო რაღაც ღირებული, ან, უბრალოდ, გაეგოისტდე და სხვები ტანჯო. ასე რომ, შენი მოქმედების დიაპაზონი ფართოა. ცხოვრება გამოცდაა, იმისათვის რომ ბოლომდე გაიშიფრო, საჭიროა ხან მწვერვალზე აღმოჩნდე, ხან კი უცბათ უფსკრულში გადაიჩეხო. ეს ღმერთისგან მოდის, განგებისგან ბედისწერისგან ან ეშმაკისგან, მაგრამ საიდანღაც მოდის, შეიძლება სწორედ იმ კოსმიური გენისაგან და ვარსკვლავებისაგან, რომლებსაც ასტროლოგები აღიარებენ, ყოველ შემთხვევაში, შენს ნებაზე არაა დამოკიდებული. სამაგიეროდ, შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევი, ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანად დარჩები თუ გაპირუტყვდები. ასე რომ, ლ ცდება, ყველაფერს ჩვენ თვითონ ვერ წარვმართავთ. ეს აზრი შესანიშნავად აქვს გადმოცმეული ბულგაკოვს „ოსტატი და მარგარიტას“ პირველივე თავში, რომელიც სულ ახლახან წავიკითხე. ვოლანდის სტილში რომ ვთქვათ, რა უნდა წარვმართოთ, როცა ისიც არ ვიცით, რომელ წამს დადგება ჩვენი აღსასრული. ჩვენს ზემოთ არის რაღაც ძალა, რომელიც ჩვენი ცხოვრების სცენარს წერს, ოღონდ ბევრი დაუსრულებელი ეპიზოდით, რომელიც ჩვენვე უნდა შევავსოთ.

აქ ჯერ კიდევ არ ვარ მორწმუნე. ბედის შესახებ  უფრო დაწვრილებით ნახეთ ჩეშირსკაიასთან, ამ პოსტში. განწყობისთვის კი N_D-დან ერთ ვიდეოს დავდებ, რომელიც სწორედ ბედისწერაზეა.

Advertisements

9 responses to “ძველი ჩანაწერი

  1. nini ამბობს:

    იდეა მაქვს, შენი ძველი დღიურები აიღე და პირდაპირ დადე! მართლა საინტეერსო იქნება, იცი?!

    • unaamarga ამბობს:

      არაა ეგ კაი იდეა, დამიჯერე! 🙂

      • nini ამბობს:

        რატო, საინტერესო იქნება. აიღე და ქრონოლოგიურად დადე, აი ჩემი ცხოვრება ამ ასაკიდან ამ ასაკამდე-თქო. მე მგონი, ბევრს დააინტერესებს. თან თუ ესეთი კარგი რაღაცეები გიწერია, რატომაც არა. ხალხი თვალს მიადევნებს, როგორ იცვლებოდი და იზრდებოდი, როგორ მიაღწიე იმ ყველაფერს, რაც ეხლა გაქვს!
        ვინც ხართ მომხრე, რომ მწარემ დღიურები დადოს, დააფიქსირეთ თქვენი აზრი სასწრაფოდ!

  2. Lalena ამბობს:

    დაბადებისას უფალი გვჩუქნის თავისუფალ ნებას, ანუ ამ ცხოვრებაში ჩვენ ვართ ჩვენივე თავის უფლები, თავად გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ, რა გადაწყვეტილები მივიღოთ, უბრალოდ უფალმა იცის ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ასე მჯერა მე, რომ ჩემს ბედს მე თვითონ ვქმნი ყოველ დიურად ყოველი სიტყვითა და საქმით, თუმცა ამის შესახებ უფალმა წინდაწინ იცის.

    პ/ს მე მგონი ძააან გაუმართავად არ მიწერია, თუ კი მომიტევეთ თერმომეტრს ვხეთქ სიცხით :))

  3. unaamarga ამბობს:

    @ nini
    არავითარი დემოკრატია ჩემს ბლოგზე! დღიურებს მაინც არ დავდებ! 😛 ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ძალიან პირადულია და მეორეც, მარტო ჩემს ცხოვრებას არ ეხება, სხვა ადამიანბზეცაა იქ ნაწერი, ხოდა, იქნებ იმ ხალხს არ უნდა ყველაფერი საჯაროდ გამოვფინო.

  4. Sophie Golden ამბობს:

    ჰეჰეჰე
    დღეს ვფიქრობდი ზუსტად, ჩემს ძველ დღიურებს და ბლოკნოტებს გადავხედო, იქნებ რამე საინტერესო ვიპოვო-მეთქი. მაგრამ შენი არ იყოს, იქ იმდენ ადამიანზე ვსაუბრობ ხოლმე, არ გამოდის ბლოგზე დადება და სხვების ცხოვრების გამომზეურება, ამიტომ გეთანხმები, რომ არ დებ.

  5. ნინი ამბობს:

    13 წლის ბავშვისთვის საკმაოდ სერიოზული აზრებია. ყოჩაღ! ამ ასაკში ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” წაკითხვაც მეტყველებს იმაზე, რომ ჭკვიანი და ინტერესიანი ბავშვი ყოფილხარ.

    • unaamarga ამბობს:

      13 არა, 16! ხო, ლიტერატურის ბუმბერაზებს კი მართლაც საკმაოდ პატარა ასაკში შევეჭიდე. სეიძლება ეს მთლად სწორი არც იყო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: