მწარეს ბლოგი

chez moi

სიყვარული და მათემატიკა

on ივნისი 14, 2009

boy_kissing_girl

ამ ბოლო დროს პოსტებში წარსულის ფელშბექები შემომერია. არც კი ვიცი, ამჯერად, ამ ბავშვური გრძნობის შესახებ დაწერა რამ მომანდომა. ალბათ, იმის დასამტკიცებლად, რომ მთლად ქვის გული არ მაქვს. მაშ, ცხვირსახოცები მოიმარჯვეთ, ფრიად სევდიანი ამბავია! 😉

ეს იყო პეტერბურგში, კი არადა, დასავლეთ საქრათველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მეორე თუ მესამე კლასში ვიყავი. კლასში გვყავდა ერთი გამხდარი და ფერმკრთალი ბიჭი – ზაზა, რომელიც ჩემს პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა, ამიტომ სკოლაში ერთად დავდიოდით და სკოლის შემდეგაც ხშირად ერთად ვთამაშობდით. ჰოდა, მოკლედ, ჩემი ტრფობის ობიექტი გახდა ეს ყმაწვილი. მექსიკური სერიალები ახალი ხილი იყო მაშინ. ნი ტო „ბაგატიე ტოჟე პლაჩუტ“, ნი ტო „პროსტა მარიას“ ვუყურებდით მთელი ოჯახი და მეზობლები (ჰეჰ, ვინც კი ჩემს გვერდით მოხვდებოდა, დაუზარებლად მაფარებდა თვალებზე ხელს კოცნის ეპიზოდებში). ტვინი მქონდა გამოტენილი იქ მოსმენილი რომანტიკული სისულელეებით. მეც ვოცნებოდი მარადიული სიყვარულზე, მთელ ისტორიებს ვთხზავდი, როგორ მოსტაცებდა ზაზა ჩემს თავს მშობლებს, სადღაც ცხრა მთას იქით წამიყვანდა და, ბოროტი ადამიანების ჯინაზე, ბედნიერად ვიცხოვრებდით. ერთი სული მქონდა, საკუთარ ქორწილში ჩამეცვა ერთ-ერთ ჟურნალში ნანახი საქორწინო კაბა, რომელიც ოპერის ფარდებს უფრო ჰგავდა სინამდვილეში. რას აღარ ვაკეთებდი ჩემი პრინცის გულის მოსაგებად. მახსოვს, ფრიად ნაზი ბიჭი იყო ეს ჩვენი ზაზა, გოგოების სათამაშოები მოსწონდა. ბარბის „ნაკლეიკებს“ აგროვებდა, მეც ვჩუქნიდი და ვჩუქნიდი გამწარებული. კიდევ, კლასობანას თამაშის დროს სპეციალურად ვეცემოდი, რომ იმას მოეგო, მაგრამ, ვაგლახ, ყველა კაცი ერთნაირია და არც იმან დამიფასა ეს თავგანწირვა! ერთხელ, გაკვეთილზე წერილი გადმომცა, ზარი რომ დაირეკება არ გახვიდე, რაღაც საქმე მაქვს შენთანო. აბა, მაშინ შემესხა ფრთები! ყველა სასიყვარულო ფრაზა გამახსენდა, რაც ხოსე იგნასიო ლუის ალბერტოს მარიანასთვის ჰქონდა ნათქვამი! ძვლივს დაირეკა ზარი. სახეალეწილმა პრინცმა ძვლივს ამოილუღლუღა, რაღაც უნდა გითხრა და დამპირდი, რომ არავის ეტყვიო. დავპირდი და თან სიას ვადგენდი კლასელებიდან ქორწილში ვინ უნდა დამეპატიჟა. მასწავლებლებზე რომ გადავედი, ამ ყმაწვილმა გამომიცხადა, იცი, მე ქეთი მიყვარსო (ჩვენი კლასელი იყო ეგეც). ჯერ გავშრი და მერე გურული ფირალების სისხლმა იყივლა ჩემში! პერანგის (აკა საროჩკის) საყელოთი დავიჭირე ეს თქვენი ზაზა და სულ მათემატიკის წიგნი ვურტყი თავში. ისეთი ღრიალი მორთო საწყალმა, მთელ სკოლას ესმოდა. ძვლივს გამომგლიჯა ეთერი მასწავლებელმა ხელიდან! ა, ხო, ახლა გამახსენდა, იარაღად გამოყენებულ მათემატიკის წიგნს შთამბეჭდავი სამიანი ეწერა ყდაზე, ე.ი. მესამე კლასში ხდებოდა ეს ამბები! მერე მასწავლებელმა მკაცრად დამსაჯა, ორი გაკვეთილი კუთხეში დამაყენა, გაკვეთილების შემდეგ  კი, კიდევ ერთი საათით დამტოვა და განტოლებები მახსნევინა. ხოდა, ამ ამბის შემდეგ მათემატიკა ხომ სამუდამოდ შემზიზღდა და აღარც გათხოვებაზე მიოცნებია!

მერე ზაზა წავიდა ჩვენი სკოლიდან, უკრაინაში წაიყვანეს, თუ არ ვცდები, მშობლებლმა!  ცხარედ ვტიროდი და ვიძახდი: „მე მაინც მიყვარს!“ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ საქართველოში. ერთხელ ვნახე დაბრუნების შემდეგ. მახსოვს, როგორ გაზრდილხარო მითხრა. შარშან კი „ადნაკლასნიკებზე“  (მიდით, მიდით, დამცინეთ!) წავაწყდი. ნახევრად შიშველი ფოტოები ჰქონდა დადებული. ერთხელ მომწერა და მერე ისევ დაიკარგა. მე კიდევ, რამდენი გამახსენდება ეს ჩემი დიდი ტრფობის ამბავი, სიცილით ვკვდები!

Advertisements

10 responses to “სიყვარული და მათემატიკა

  1. kikito ამბობს:

    heheee vicine 😀
    exla zazam es naceri unda caikitxos shemtxvevit tavis tavi gaaaxwendees axalgaztdobashi, shemdeg dagirekos da gitxras rom masac uyvardi ubralod she gasabrazeblad tqva mashin keti miyvarso :D:D:D
    happy end !!!
    p.s. chgamteb chemtan blogrolshi da shemogivli xolme 😉

    • unaamarga ამბობს:

      აუ, მაშინ მართლა ვიგრძნობ თავს რომელიღაც ლათინოამერიკულ სერიალში! რომელიმე ასუსენა ან მარია-გაბრიელა ვიქნები. 😀

  2. Katten Försvann ამბობს:

    აუუუუუუუუუუუ, რა ქალი ხარრ 🙂 ცემის მომენტი მომეწონა მაგრად.

    ბავშვური სიყვარული მაინც განუმეორებელია!

  3. marieasatiani ამბობს:

    აუ, შენ რა მოჩხუბარი ქალი ყოფილხარ!
    ბარბის „ნაკლეიკებს“ აგროვებდა, მეც ვჩუქნიდი და ვჩუქნიდი გამწარებული. კიდევ, კლასობანას თამაშის დროს სპეციალურად ვეცემოდი, რომ იმას მოეგო. ჰეჰეჰე, ამაზე ბევრი ვიცინე! ასეა, ქალებს თავგანწირვა იშვიათად გვიფასდება! 🙂
    თბილი პოსტი, იყო, მომეწონა და მეც გამახსენა წარსულის სასიამოვნო ეპიზოდები!

  4. Lilu ამბობს:

    ვაა, მაგარი ხარ რაა 🙂 ვერაფერს იტყვი, მეც გამახსენდა წარსულის ტრფობანი, მაგრამ მე ასეთი ბატალიები არ გადამხდენია თავს (მათემატიკის წიგნს და ცემას ვგულისხმობ :D)

  5. Lalena ამბობს:

    აუუუუ რა მაგარი პოსტიააა 🙂 შენ გაიხარე გადასარევ ხასიათზე მომიყვანა… აუ რაღაც ბავშვობა მომენატრა 🙂

  6. Sophie Golden ამბობს:

    შენი არ იყოს, მეც ხშირად მეფიქრება ბავშვობაზე და იმას ვაბრალებ, რომ უნი-ს ვამთავრებ და უფრო ვშორდები ბავშვობას…
    აუ, სკოლაში მეც ხშირად ვცემდი ბიჭებს, იმიტომ, რომ სიყვარულებს მიხსნიდნენ :ლოლ: მე კიდევ დიდი ბიჭები მომწონდნენ, რომლებიც ყურადღებას არ მაქცევდნენ და ჩემს ტოლებზე ნერვები მეშლებოდა 😀

    მაგარი პოსტი იყო, თან ბავშვობის სერიალები გამახსენა 😀 😀 😀 “ტროპიკანკა” გახსოვს? აუ, მე მაგ სერიალს რომ ვუყურებდი, ვნატრობდი, როდის გამეზრდება მკერდი, რომ დეკოლტეები ჩავიცვა იმ გოგოებივით-მეთქი 😀 😀 😀 მგონი, დალილა და ასუსენა ერქვათ 😀

    • unaamarga ამბობს:

      კი, კი მახსოვს! 😀 მაგ სერიალს პირველად რომ ვუყურე ის გამიკვირდა, შორტებით რატო ბანაობენ-თქო! :):)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: