მწარეს ბლოგი

chez moi

ველოდებით ოპოზიციას!

on ივნისი 19, 2009

დღეს ოპოზიცია ჩემს სამსახურთან მართავს აქციას! აქამდეც იყვნენ ორჯერ მოსულები, თუმცა ცოტა ხნით და მცირე შემადგენლობით. ამჯერად უფრო საფუძვლიანად მოდიან. ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა მსჯელობს, სირცხვილის დერეფნების დადგმის შემთხვევაში, როგორ გაიკეთებენ დიდ სათვალეს, ჩამოიშლიან თმებს, დაიხურავენ ქუდებს, მოკლედ, ყველა შესაძლო ფორმით დამალავენ სახეს და  თავდახრილები სწრაფად გაივლიან იქ. არ ვიცი, დერეფნები მოეწყობა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გავლა მომიწევს, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ სახეს და არ დავხრი თავს!  ამათი მიზანი ზუსტად ეგაა, აჩვენონ ჩვენი, ანუ ბოროტების მსახურების დარცხვენელი სახეები. ამ სიამოვნებას მე პირადად არ მივანიჭებ! არ მრცხვენია! ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ სახელმწიფოსათვის საზიანო საქმეს ვაკეთებ –  პირიქით, ძალიანაც სასარგებლო ვარ! მეც და ის ხალხიც, ვინც ახლა ჩემთან ერთადაა, ოღონდ, რატომღაც, თვითონ არ ესმით ეს. სიმართლე გითხართ, ამ წუთას ჩემს თანამშრომლებზე უფრო ვბრაზობ ამგვარი დამოკიდებულების გამო! ისე გამოსდით, თითქოს მართლა რამეს ვაშავებდეთ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. მესმის, რომ სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ვინმე სამარცხვინოა დღევანდელ საქართველოში, ეს თავად ოპოზიციაა, ასე რომ თავად დახარონ თავი! რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ არაფერს შეცვლის მე როგორ გავივლი იმ დერეფანში. არ ვარ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩემმა თავის დახრა-არდახრამ რამე განსაზღვროს, მაგრამ საკუთარ შინაგან დამოკიდებულებას ხომ გამოვხატავ?! მე ხომ ვიქნები მორალურად კმაყოფილი?! ხოდა, ესეც საქმეა!

მოკლედ, სტუმრების მოსვლამდე დარჩა დაახლოებით 8 საათი! გკოცნით, გეხვევით და მერე დაწვრილებით დავწერ აქციის შესახებ.

Update: ოპოზიციამ, მოსალოდნელი გრიგალის გამო, ჩვენს სამსახურთან ამოსვლა გადაიფიქრა. აგერ წყაროც. ასე რომ, სირცხვილის დერეფნიდან სხვა დროს მოგიკითხავთ და დაგიქნევთ ხელს! ახლა მთავარია, ნავარაუდევ გრიგალსაც ასევე წარმატებით გადავურჩეთ!

Advertisements

5 responses to “ველოდებით ოპოზიციას!

  1. nini ამბობს:

    რას ვიცინებ 6-საათიანი კურიერში თუ გნახე დერეფანში მოსეირნე! 😛

  2. Sophie Golden ამბობს:

    ძალიანაც სწორად მოიქცევი, თავი რატომ უნდა დახარო? ყველაფერი თვითონ დახარონ, ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება და საერთოდ, ყელში ამომივიდა ყველა პოლიტიკოსი. ადამიანურად ვეღარ გვიმუშავია რა!

    (პ.ს. ისე, მეც უნდა ვუყურო კურიერს, იქნებ მართლა დაგინახო :ლოლ: )

  3. kikito ამბობს:

    kargi shemarteebaa, ar daxaro tavo, saxelmcipostvis da qveynistvis roca xar sasargeblo pirikit aceuli tavit unda gaiaro mixvide kamerastan da sheni gvari da saxeli utxra… xo da kide chven mogvikitxo, mvot tak vot 😀

  4. Cynic Brain ამბობს:

    ჟანა დარკ!

    😆

  5. polkovniki ამბობს:

    კარგი იდეა მოუფიქრებია ოპოზიციას. მაპატიე, მაგრამ ქართულ სასამართლოს რომ ახსენებენ, მეცინება. მე მგონი ასეთი რამ აღარ არსებობს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: