მწარეს ბლოგი

chez moi

შოპინგი და დედობა

on ივნისი 23, 2009

კვირას საყიდლებზე ვიყავი დედაჩემთან ერთად. ერთ-ერთ მაღაზიაში შარვალი მომეწონა, მაგრამ ყველაზე დიდი ზომაც კი არ მომერგო. მერე რაღაც კაბა ავიღე და რომ ვისინჯავდი, გასახდელში დედაჩემის სიტყვები გავიგონე. დატუქსული ბავშვის ხმით ეუბნებოდა გამყიდველს: „მთელი გაზაფხული ავად იყო, ბევრი წამლები მიიღო და ძალიან გასუქდა.“ როგორია? დედაჩემი თავს იმართლებს ვიღაც გამყიდველის წინაშე ჩემი გარეგნობის გამო!!! ეს ამბავი ერთი-ორი წლის წინ რომ მომხდარიყო, კარგ ისტერიკას დავიმართებდი და დიდი ალბათობით, პროტესტის ნიშნად ორჯერ იმაზე მეტს შევჭამდი, ვიდრე ჩამდის, რომ უფრო მეტად გავსუქებულიყავი. ამჯერად მშვიდად შევხვდი, ანუ ვიზრდები! მაშინვე კიბორგას კომენტარი გამახსენდა, დოდის ამ პოსტზე. საქმეც ეგაა, ყველა მშობელს აქვს თავის წარმოსახვაში რაღაც იდეალი შექმნილი და მცირე გადახვევის შემთხვევაშიც წითელი ნათურა იწყებს ციმციმს. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ნოვატორი და ყოველთვის იდეალური შვილი ვიყავი დედაჩემის წრეში დამკვიდრებული კრიტერიუმების მიხედვით, მაინც გამოჩნდა მიზეზი, რის გამოც დედა უკმაყოფილოა და თავი ასე გულუბრყვილოდ გაყიდა. ნურავინ დამიწერთ, რომ დედას ვუყვარვარ და ჩემი გულისთვის ტყვიასაც გადაეფარება. ვიცი მე ეს და ეჭვიც არ მეპარება! აქ სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია იმაზე, არის თუ არა დედობრივი სიყვარული საკმარისი იმისათვის, რომ დედებს შეეძლოთ ჩვენი მიღება ისეთების, როგორიც ვართ. მე მგონი, საკმაოდ იშვიათად. შვილის სიყვარული თავისთავად დევს ყველა მშობელში, აი, მათი გაგება კი  ცოტა უფრო რთულია! აბა, თავად დაფიქრდით, რამდენი მშობელი შეძლებს მიიღოს ის ფაქტი, რომ მისი შვილი განსხვავებული ორიენტაციისა? ათასში ერთი, ალბათ. დანარჩენი 999 კი სხვაგვარად შეხვდება ამ ფაქტს, ზოგი თავს მოიტყუებს, ზოგი დამალავს სხვებისგან, ზოგი კი მოიკვეთს და განაცხადებს, შვილი აღარ მყავსო. ამ შემთხვევაში მე საკმაოდ მძიმე შემთხვევა ავიღე, მაგრამ, რეალურად, ბევრად უფრო უმნიშვნელო მიზეზების გამოც არიან ხოლმე მშობლები იმედგაცრუებულები და ამ იმედგაცრუების ფონზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. რამდენი მაგალითი იცით, როცა მშობლები შვილის არჩევანში ერევიან, უყენებენ ულტიმატუმს, ნუ, ზოგჯერ, მხოლოდ დარწმუნებით შემოიფარგლებიან, რომ ყველაფერი მათებურად იყოს, რადგან მათი რწმენით, ესაა ერთადერთი და სწორი გზა?! სიტუაცია მძიმდება, როცა საზოგადოებრივი აზრიც ემატება. რას იტყვის ხალხი ჩვენზე? ზოგჯერ ეს შიში დაუძლეველი ბარიერი ხდება. მშობელს ამ დროს უჩნდება კითხვა, მე მივეცი ჩემს შვილს ყველაფერი და ნუთუ, არ დავიმსახურე, რომ სხვების სალაპარაკოდ არ გავეხადე?! სცადეთ და გადაწონეთ ეს არგუმენტი!

თუ მე და დედაჩემს ჯერ კიდევ გვესმის ერთმანეთის, ამის მიზეზი ისაა, რომ მე, მისი გადმოსახედიდან, სერიოზული შეცდომა არ დამიშვია. მაგრამ რა მოხდება მომავალში, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილება რომ არ მოეწონოს? რაიმე ჩემი საქციელი, მისი შეფასებით, არასწორი რომ აღმოჩნდეს და რაც მთავარია, საზოგადოების თვალში გასაკიცხი იყოს? შეძლებს კი ჩემს გაგებას და მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვარ? აი, ესაა, კითხვა, რომელიც, ალბათ, სამყაროს არსებობის დროიდან ფიგურირებს მშობლების და შვილების ურთიერთობაში, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მართლაც რომ ყველა შვილს ერთი რამ უნდა – მშობელმა მისით იამაყოს!  მე, რასაკვირველია, მიხარია, რომ დედაჩემი არ ამბობს: „ჩემი იდიოტი შვილი, რას დაემსგავსა!“ თუმცა კი მინდა მესმოდეს: „ჩემი შვილი კი გასუქდა, მაგრამ მაინც ლამაზია!“, ვიდრე  „აპატიეთ, მისი ბრალი არაა, წამლებმა გაასუქა!“

Advertisements

11 responses to “შოპინგი და დედობა

  1. dodka ამბობს:

    o dedachemi mecno lol. Me7 tveshi viyavi fexmzime, tu me6shi, nacnobi shexvda,mec gverdit var da ragac niprichom chaakvexa, mosuqebulia axlao cotao, torem ise uket gamoiyurebao. Ikaife 😀 nu, zaan sasacilo iyo,tan ukve shevechviet me da chemi dac, tumca gulis sigrmeshi iasnia magrad texavs, roca chemi gauscorebeli cholkis gamo tavs imartlebs vigacastan, veraa formashio, wtf :p

    shens kitxvas,dagidgeba tu ara gverdshi, hmm chemi gamocdilebidan rom vupasuxo – nu me zaan ‘amoraluri’ viyavi ra, seksebi,mitovebuli universiteti,mudmivi konfliqti mattan, saxlidan orjer var gagdebul-casuli da damashni arestebs vin motvlis.bolo casvlaze kidev damoukidebeli cxovreba davicye,vmushaobdi,ramdenime tve ar shevxmianebivart da bolos gatyda tviton :p am yvelaferma dadebiti is qna, rom chems das sxvanairad udgeba, ise,rogori midgomistvisac me vebrzodi clebi. Hoda ki, eyvarebi da dagidgeba gverdshi, magram sheizleba garemostvis sheni alternatiuli versia sheqmnas 😀 tu xvdebi rasac vgulisxmob.

    • unaamarga ამბობს:

      კი, ვხვდები, როცა თავის წრეში ამბობს ჩემი შვილი ასე და ისე ცხოვრობს, პრინცის ცოლია, ამას და იმას აკეთებსო და ცოცხალი თავით არ ამხელს, რომ მისმა შვილმა უკვე ერთი წელია პრინცი ქმარი მიატოვა ნარკომანობის გამო, იმ პრესტიჟულ სამსახურშიც არასოდეს უმუშავია და არც სურვილი ჰქონია და მანიკურს აკეთებს ერთ-ერთ სალონში (ეს ჩემი მეზობლების შემთხვევაა).

  2. busuna ამბობს:

    ucnauria, me ar vici rogoria eg yvelaferi, magram carmomidgenia daaxloebit.

    albat dedac tavsiufali unda iyos sazogadoebis migebuli normebisgan rom shezlos shili miigos ise rogoc aris.
    tavidan bolomde.

    au deda momenatra miuxedevad imisa rom dges vnaxe

  3. chaotic ამბობს:

    ჰმმმ…
    დედაჩემმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. რაც არ უნდა კარგი ვყოფილიყავი, მაინც უკეთესს ითხოვდა. აი, სულ. არ არსებობს, კმაყოფილი ყოფილიყო და არ შეესწორებინა რამე. ამიტომ მაქვს სულ ლუზერის შემოტევები. მგონია, რომ რასაც ვაკეთებ, ცუდად ვაკეთებ, მერე ვტყდები მორალურად. 😦

    ახლა 6 წელია რაღაც ძააან დიდი იმედით მიყურებს და ეს ისეთი წნეხია… იმიტომ, რომ 99% ალბათობა არსებობს იმისა, რომ ვერ გავაკეთო ის, რის გასაკეთებლადაც ახლა ვწვალობ და ვიქნები მორიგჯერ ლუზერი, მაგრამ რომც გავაკეთო ყველაფერი, მაინც გამომინახავს რაღაცას.
    ამას მივეჩვიე და ვცდილობ დავიკიდო. 6 წელიწადში 2ჯერ ვნახე და მაინც მოახერხა რაღაც სასტიკად ავეშალე ნერვებზე სისულელეების გამო, თან ორივეჯერ.

    კიდევ კარგი, მამაჩემი აბალანსებდა ამ ყველაფერს იმით, რომ ყველანაირს მიღებს და ვუყვარვარ. ნუ, რაც ვარ… უფრო ცუდი რომ ვიყო, არ ვიცი, ატანას თუ მოახერხებს 😛

    • unaamarga ამბობს:

      დედაჩემიც საკმაოდ მომთხვნი იყო ჩემს მიმართ ყოველთვის. სწავლის მხრივ კი საპრეტენზიო არასოდეს ჰქონდა რამე, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემს პიროვნულ თვისებებში ოხრად პოულობდა უკმაყოფილების მიზეზს :)ხოდა, მეც უკვე მშვიდად ვუყურებ, რომ ‘კარგი შვილობის’ 24 წლის მიუხედავად, მის იდეალს, ალბათ, ვერასოდეს მივუახლოვდები.

  4. piccolina ამბობს:

    ყველა მშობელი ძალიან გავს ერთმანეთს
    დედაჩემი სულ იმით მაწვება, როცა ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს: “მე ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ თქვენ მყავდით და არ გავაკეთე” წიპა რომ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება თქვენზე არ გადმოსულიყოო :/
    სიმსუქანეზე არა, მარა მოკლე რომ მეცვას მაგის გამო გაიმართლებს თავს… ან ფრიადზე დაბალი ქულისთვის…

  5. Sophie Golden ამბობს:

    “Мама, забери меня обратно!”
    ეტყობა დედებს სჭირთ ასეთი რაღაცები 😐 მეც მქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ მერე ვუხსნი, მე ვარ ასეთი, არ გგავარ არც შენ, არც მამაჩემს, ამიტომ ისეთი ვარ, როგორიც ვარ და არა, როგორიც შენ გინდა, რომ ვიყო. ესმის ყოველთვის და ერთზე მეტად აღარ იმეორებს შეცდომას =))

  6. skarabush ამბობს:

    ზუსტად ახლა მაქვს სიტუაცია, როდესაც რაღაც ისე არ გავაკეთე და იდეალური შვილიკო აღარ ვარ:{ და მართალი გითხრათ, არ ველოდი დედაჩემისგან ასეთ რეაქციებს… მამა გასაგებია, უფრო მძიმე შემთხვევაა:) ნუ გული იმაზე უფრო დამწყდა რომ “რაღაც საზოგადოების”(რომელიც ძირითადად უსაქმური სამეზობლოსგან შედგება) მშობლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მე თვითონ.. frak…

  7. sophya ამბობს:

    დედაჩემს დღემდე ჭირს მსგავსი ‘საბჭოთა უცნაურობები’, (მე მასე ვეძახი) და პროტესტის ნიშნად ასეთ რამდენიმე ‘კუტოკს’ ბოიკოტი გამოვუცხადე. ისეთ ადამიანებთან, ვიზეც მაქვს ეჭვი, რომ დედაჩემი ან ‘თავს იწონებს’ ან ‘თავს იმართლებს’ჩემით , ცოტა უზრდელურადაც ვიქცევი, გამარჯობას არ ვეუბნები და ა.შ… ანუ თუ დედაჩემი ზედმეტად აქცევს ვიღაცის (ვიღაცეების) აზრს ყუადღებას და თვლის, რომ ისინი არიან ერთგვარი ‘შემფასებლები’ , ანდა საზომები 😀 მე ვაბალანსებ და ზედ არ ვუყურებ 😀 გინდა მეზობელი იყოს და გინდაც ჯასთ ნათესავი :)))))))))))))))))))
    ჩემი პროტესტიც სასაცილოა და ბავშვური, ვაღიარებ…:P მაგრამ მეპროტესტება 😀

  8. kevana ამბობს:

    დასტურ… დედაჩემს გონია მისმა შვილმა შეცდომა არ უნდა დაუშვას, როგორ ეკადრება მის შვილს სადმე წაბორძიკდეს… ოF,…. ძნელია შვილობა (ღმერთმანი, მერამდენედ ვიმეორებ ამას, ვშტერდები : | ), ჯერ–ჯერობით ვუმკლავდები.. მაგრამ მეშინია, მეც ეგეთი ვიქნები, როცა დედა გავხდები? : ( არა, დედა მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ვკამათობთ იმაზე, რაზეც არ უნდა ვკამათობდეთ: მიჭირს გავაგებინო რომ ზრდასრული ადამიანი ვარ, არჩევანის უფლებით, რომ რაც საჭირო იყო უკვე მასწავლა როცა პატარა ვიყავ.. ახლა ჩემით უნდა გავიარო…
    მამებს უფრო ესმით, .. რატომღაც…

  9. lika ამბობს:

    “არის თუ არა დედობრივი სიყვარული საკმარისი იმისათვის, რომ დედებს შეეძლოთ ჩვენი მიღება ისეთების, როგორიც ვართ. ”

    სამწუხაროდ მხოლოდ დედობრივი სიყვარული არ არის საკმარისი, ბევრ შემთხვევაში დედები დედობრივ გრძნობებსზე მაღლა საზოგალოებრივ აზრს აყენებენ, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ვინ შეიძLება გაუგოს შვილს თუ არა საკუთარმა დედამ, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს შვილს თუ არა მშობლების?!

    მე პირადად, დედაჩემთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგჯერ ვკამათობთ, მაგრამ ეგ არაფერი. ძალიან მენდობა და მეც ვამართლებ მის ნდობას შეძლებისდაგვარად.

    თუმცა ზოგჯერ ის არ მომწონს (sophya-ს დედის არ იყოს) რომ დედაჩემით ხშირად იწონებს თავს ჩემით, რაც მაღიზიანებს…

    “მამებს უფრო ესმით” – ოო, ამ ერთგვარ ფრაზას დავეთანხმები გარკვეულწილად, მამაჩემი როცა ჩემთან ცხოვრობდა მართლა ესმოდა (არ ვიცი ამას რამდენად შეიძLება გაგება ვუწოდო) ჩემი და მიცავდა დედის “კლანჭებიდან”, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ეს სულაც არ იყო კარგი ჩემთვის, ის სულაც არ მიგებდა მე – უბრალოდ სულ ერთი იყო მისთვის ყველაფერი 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: