მწარეს ბლოგი

chez moi

უბრალოდ პოსტი

on ივნისი 30, 2009

აღმოვაჩინე, რომ შიგადაშიგ პაუზების გაკეთება სასარგებლო ყოფილა, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ბლოგი საშინლად გენატრება და მზად ხარ ნებისმიერ თემაზე დაპოსტო. მეც მიმოვიხილავ რა ხდებოდა ჩემს თავს ამ დღეების განმავლობაში.

ე.ი. პირველ რიგში, ამ პოსტის გაგრძელებად უნდა აღვნიშნო, რომ, საბლოოო ჯამში, ოპოზიცია ჩვენს სამსახურს მაინც ესტუმრა. პარასკევს, საღამოს 8 საათისთვის იყვნენ ამოსულები, როდესაც შენობაში კაციშვილი აღარ იყო დარჩენილი. რაღაც ფილმის ჩვენება მოაწყეს და დაახლოებით 1,5 საათში დაიშალნენ. არც დერეფნები დაუდგამთ და არც ვინმე უცემიათ. ვერ გავიგე, ჩვენ ხალხი არ ვიყავით?!

შაბათს სემინარს ვესწრებოდი იუტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში. უნდა ვაღიარო, რომ პროდუქტიული სემინარები და ტრენინგები საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე დიდი დროის ფლანგვა იყო ჩემს ცხოვრებაში, უმაღლესი მატემატიკის ლექციის შემდეგ, რა თქმა უნდა. სემინარი, იდეაში, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხებზე უნდა ყოფილიყო, თუმცა, რეალურად, მთელი დრო დაეთმო აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს შორის კამათს, როგორ უნდა მოახდინონ ერთმანეთის ინფორმირება და  რა უყონ არქივს. ჩვენ რა შუაში ვიყავით, მაინც ვერ გავიგე!

კვირა ფრიად სასიამოვნოდ გავატარე მეგობრებთან ერთად, ამ ბოლო დროს იშვიათად თუ ვხვდები ვინმეს, ხოდა, ასეც არ შეიძლება რა!

ამ დღეებში, ასევე, ქართულ ბლოგებს გადავავლე თვალი (არა იმათ, რომლებსაც რეგულარულად ვკითხულობ, სხვებს). ხოდა, პირადი ბლოგების ქილიკის მორიგი ტენდენცია აღმოვაჩინე. ისევ და ისევ მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ ვანიავებთ ამ ძვირფას რესურსს, რასაც ბლოგი ჰქვია, საკუთარი კბილების გამოხეხვისა და დილით გაღვიძების შესახებ წერით. ამ საკითხზე მე ორი რამ მაქვს სათქმელი: 1. ახლად გამოჩეკილი ბლოგერი, პირველივე პოსტს სხვების კრიტიკას რომ დაუთმობ, ამას გზის გაკვალვის მცდელობა უფრო უნდა ერქვას, ვიდრე ბლოგსფეროს გულშემატკივრობა და 2. ზოგადად, ყველას გასაგონად უნდა ვთქვა, ვისაც მოგვწონს, გაგვატარეთ!

ამ ბოლო დროს სასტიკად არ მომწონს საკუთარი ვიზუალური მხარე! ნუ, ის რომ წონაში მოვიმატე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია უკვე, მაგრამ მარტო ეგეც არაა. რაღაცნაირად მოუვლელად გამოვიყურები. სულ ავიღე საკუთარ თავზე ხელი! აი, ხომ გინახავთ ტიპური დიასახლისები, ქმარ-შვილის მოვლა იმდენ დროს რომ ართმევთ, თავისთვის საერთოდ აღარ რჩებათ და მუდმივად გადაღლილად რომ გამოიყურებიან. ვერც თავს აქცევენ ყურადღებას და რაც პირველი ხელში მოხვდებათ, ის აცვიათ. ეგეთ ვიდზე ვარ ზუსტად!  მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ მაცლის სიქას, ენერგია მაინც არ მყოფნის. ამბათ, ანემიის ბრალია. თუმცა ეს დავიკიდოთ!

კიდევ, იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად ვუბრუნდები ადრე წაკითხულ წიგნებს. საქმე ისაა, რომ კლასიკოსებს საკმაოდ ადრეულ ასაკში შევეჭიდე და ახლა რომ ვკითხულობ, ბევრ რამეს  სულ სხვაგვარად აღვიქვამ. კლასიკა არაა, მაგრამ ამ დღეებში ხელში ჩამივარდა ძალინ დიდი ხნის წინ წაკითხული მარტი ლარნის “მეოთხე მალა”, ხოდა, შანსი არ გავუშვი და გადავიკითხე. წიგნი ერთ ფინელ პროფესორზეა, რომელიც ამერიკაში გადადის საცხოვრებლად. ავტორი აშარჟებს ამერიკულ საზოგადოებას, რიგითი ამერიკელების ცხოვრების წესსა და განათლებას. ბევრი საინტერესო მომენტი აქვს დაჭერილი, სხვათაშორის. მთლიანობაში კარგად იკითხება, თუმცა პირველ ჯერზე უფრო მომეწონა, ვიდრე ახლა. აქვე რამდენიმე ფრაზას მოვიყვან წიგნიდან, რომლებიც ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონშიც ჩნდებიან ხოლმე:

Множество людей верит в бога, но немного находится таких, которым верит бог;

общественное мнение есть лишь чье-то частное мнение, послужившее началом эпидемии;

Ложь – очень неполновесный заменитель правды, однако все-таки имеет широкое хождение среди людей;

Миллионы людей верят, что земля круглая, потому что им когда-то случилось увидать глобус;

Антикварная вещь такова, что цена ее возрастает по мере того, как потребительная стоимость падает;

Лучшее лекарство от перхоти – гильотина.

Advertisements

8 responses to “უბრალოდ პოსტი

  1. უსახელო ამბობს:

    იშვიათად რომ წიგნი ორჯერ წავიკითხო, არადა ზოგჯერ აუცილებელიც კია მეორედ გადაკითხვა.
    “Лучшее лекарство от перхоти – гильотина.” – მე კი რამდენი სახის შამპუნი ვცადე სულ ტყუილად. 🙂

    • nini ამბობს:

      აბაა! რომ დადგებიან და ჰედ-ენდ-შოლდერსს უკეთებენ რეკლამას, ერთი გილიოტინა და მისი ჯანი! :ლოლ:

  2. kikito ამბობს:

    sxvatashoris egaa da mec egre var ra
    da magasa ambobs yvela ro sxvadasxa asaskshi rom caikitxo cigni, sul ufro sxvanairad agikvam da ufro met ragacas agmoashen, rogorc vtkvat erti da igive qalashi chaxvide ramodenimejer,sul ufro sxvanairi gechveneba da bevrad aaxal ragaceebs gebulob 🙂

  3. Sophie Golden ამბობს:

    “Миллионы людей верят, что земля круглая, потому что им когда-то случилось увидать глобус;” – ეს უმაგრესი იყო ;))

    რომ იცოდე, როგორ მომეწონა ეს პოსტი!!! მართლა კარგია პაუზა ზოგჯერ, საინტერესოდ იკითხები მართლაც. არ ვიცი, შენც იგივე ბლოგი ნახე, რაც მე, მაგრამ გეთანხმები – გაგვატარონ რა! საბოლოოდ, ყველას რიალითი შოუები და სერიალები უყვარს, იმიტომ, რომ იქ ადამიანების ისტორიაა, წიგნების კითხვაც იმიტომ გვიყვარს, რომ სხვებს შევადაროთ თავი, გავიგოთ, ისინიც ჩვენსავით იხეხავენ კბილებს თუ რამე სხვა მეთოდი აქვთ, სიტყვაზე =)))

    სხვაგანაც “დავაკომენტე” და კიდევ ვიტყვი, რომ ბლოგებში მე ინდივიდები მაინტერესებს და ახალ ამბებს საინფორმაციო საიტებიდანაც ვიღებ, thanks a lot 😀

    • unaamarga ამბობს:

      მე რამდენიმე ბლოგი ვნახე, სადაც მსგავსი პოსტები იყო. ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია ასეთი ცინიკური დამოკიდებულება. ყველას მოგვწონს სხვისი ცხოვრების შესახებ კითხვა და ამაში არაბუნებრივი არაფერია. ვისაც დროის კარგვად მიაჩნია, სხვა საიტებს მიმართოს, ვაჰ!

  4. daliela ამბობს:

    ღმერთმანი მეც ისე საოცრად გავსუქდი,უჟე მაწუხებს წონა,არადა ადრე ვირივით ჯიუტად არ ვიმჩნევდი 😦

  5. polkovniki ამბობს:

    ეს პოსტი როგორ გამომრჩა, თან ოპოზიციის ვიზიტზე წერია 🙂 🙂 🙂

    მივხვდი რომელ ბლოგზეც ამბობ და ჩემი აზრით ბლოგერმა მეორე ბლოგერი იქ გამოთქმული აზრების გამო შეიძლება გააკრიტიკოს და არა იმის გამო როგორი სტილის თუ დიზაინის ბლოგი აქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: