მწარეს ბლოგი

chez moi

შელახული რეპუტაცია და ტოლერანტობა

on ივლისი 5, 2009

175px-HumanStainPoster

გუშინ საღამოს ვუყურე „The Human Stain“-ს. „შელახული რეპუტაცია“ (როგორც ქართულ სივრცეში  ითარგმნა) რამდენიმე წლის წინ გამოვდა ეკრანებზე და მაშინაც ვნახე, მაგრამ თითქმის აღარ მახსოვდა. ამჯერად უენთუორთ მილერის გამო უფრო ვუყურე. ძალიან მინდოდა, ილინოისელი ინჟინერი სხვა ამპლუაში მენახა. ვაღიარებ, გამაოცა. ტალანტლივი სუკინ სინ! ვისაც ეს ყმაწვილი მოგწონთ, მისი არტისტული მონაცემების სრულად შესაფასებლად The Human Stain უნდა ნახოთ. თუმცა პოსტი არც მილერს ეძღვნება და არც ამ ფილმს, როგორც ასეთი.

საქმე ისაა, რომ ამ ფილმმა ერთ საკითხზე ჩამაფიქრა. მოკლედ, ეს კრიტიკოსების მიერ დაგმობილი, მაგრამ, ჩემის აზრით, ფრიად საინტერესო კინონოველა კლასიკური ლიტერატურის პროფესორზეა, რომელიც მთელი ცხოვრება თავის წარმომავლობას მალავს, საბოლოოდ კი რასიზმის ბრალდებით გააგდებენ სამსახურიდან. დათხოვნის მიზეზად  ერთი პარადოქსული შემთხვევა ხდება. პროფესორი თავისი ორი სტუდენტის შესახებ, რომლებიც სემესტრის მანძილზე თვალითაც არ ჰყავდა ნანახი, კითხულობს „ისინი მართლა არსებობენ, თუ უბრალოდ მოჩვენებები (spooks) არიან?“ ამერიკულ ინგსლისურში კი spook, გადატანითი მნიშველობით, შავკანიანების დამცინავი მეტსახელია. ბედის ორინიით, ორივე სტუდენტი შავკანიანი აღმოჩნდება. ხოდა, ერთ-ერთი მათგანი თვალისდაუხამხამებლად დასდებს პროფესორს რასიზმში ბრალს. მაშინვე ჩემს ფაკულტეტზე მომხდარი ისტორია გამახსენდა. ჯგუფში ერი გოგონა გვყავდა პანკისის ხეობიდან, რომელიც ძალიან ბეჯითი იყო, მაგრამ ტვინდახშული.  ერთხელაც, გამოცდაზე ლექტორმა სამიანი დაუწერა (ჯერ ჯიდევ შეფასების ძველი სისტემა იყო მაშინ). გავარდა ეს გოგო დეკანატში, ქისტი რომ ვარ იმიტომ მჩაგრავსო. არადა, მასთან ერთად ვიყავი გამოცდაზე და ბილეთიდან ერთ საკითხს უპასუხა, ისიც ძვლივს. ნუ, რასაკვირველია, ამ ბრალდების საფუძველზე, იმ ლექტორისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. საქართველოში ვართ და მართლა რომ დაეჩაგრა ეთნიკური კუთვნილების გამო, არც ეს გააკვირვებდა ვინმეს, მაგრამ მე თავად ფაქტმა გამაცოფა. ასეთი ფაქტები კი მრავლად ხდება დღევანდელ სამყაროში. ხოდა, მაინტერესებს, რა არის ეს? ამ ხალხის წლების მანძილზე დაგროვილი კომპლექსი თუ ერთგვარი შურისძიება მჩაგვრელების მიმართ? თუ გვაქვს თანასწორობაზე პრეტენზია, რატომ ცდილობს ზოგიერთი მათი წარმომადგენელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში თავის ჩაყენებას?  თუ ეს სამართლიანობის აღდგენაა და პასუხი იმ ჩაგვრა-დაცმირების გამო, რაც მათმა წინაპრებმა გადაიტანეს? ცნობილია, რომ მაშტაბურ სილამაზის კონკურსებზე ფინალში ერთი ფერადკანიანი მაინც უნდა მოხვდეს, თორემ ჟიურის და კონკურსის მესვეურებს რასიზმის რალდება არ ასცდებათ. ისიც ცნობილია, რომ აშშ-ში, რომელიმე შესარჩევ კონკურსში თუ ერთად მონაწილეობს ერთნაირი მონაცემების მქონე ამერიკელი და ლათინო-ამერიკელი, საკუთარი ტოლერანტობის საჩვენებლად, უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებენ. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ რა მოვლენაა ეს? მცდელობა, რომ რომის პაპზე უფრო წმინდანი გამოვჩნდეთ? ზედმეტი ტოლერანტობა? ასეთი ზედმეტი ტოლერანტობა არ შეიძლება ამ ხალხის მიმართ აგრესიის ახალი ტალღის წყარო გახდეს? ანუ, თუ, ვთქვათ, რომელიმე კონკურსში თეთრი და შავკანიანი იღებს მონაწილეობას და უპირატესობას შავკანიანს ანიჭებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შავკანიანია, უმეტეს შემთხვევაში, იმ თეთრს მტრული დამოკიდებულება გაუჩნდება. ვის საქმეს ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? გასაგებია, რომ რასიზმი დამღუპველია! დაუშვებელია ვინმეს დაჩაგვრა თავისი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან რასობრივი კუთვნილების გამო, მაგრამ ასევე მავნეა ეს გადაჭარბებული ტოლერანტობა, თუ რაც ჰქვია. არ არსებობს თეთრი და შავი, ქირისტიანი და ბუდისტი, ყველანი ვართ ადამიანები და ყველა ერთი საწყისი წერტილიდან უნდა შევფასდეთ. ჭეშმარიტი თანასწორობა ესაა.

Advertisements

11 responses to “შელახული რეპუტაცია და ტოლერანტობა

  1. kikito ამბობს:

    dges unda vuyuro aicileblad am kinos :))

  2. Sophie Golden ამბობს:

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი, მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე და მერე ბევრ რაღაცას ვაფასებ. ჩემი გადასახედიდან ვთვლი ხანდახან, რომ ხშირად ებრაელებიც ცუდად იყენებენ “ანტისემიტიზმს”, ისევე როგორც შავკანიანები თავისი კანის ფერს. ამერიკაში ხშირად ხდება ისე, რომ ბევრად ნიჭიერი თეთრკანიანი იჩაგრება და სამსახურში მხოლოდ იმიტომ იყვანენ შავკანიანს, რომ მერე რასიზმში არ დაადანაშაულონ 😦 ძალიან რთული საკითხია და ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მაშინ იდეალურ სამყაროში უნდა ვცხოვრობდეთ. მე ისევ იმას ვფიქრობ ხოლმე, კაი, ჯანდაბას, შავკანიანები იქნებიან თუ ებრაელები – იმდენი გადაიტანეს ისტორიის მანძილზე, ახლა მაინც დაისვენონ-მეთქი 🙂

  3. nini ამბობს:

    ისე, ცქესობრივი უმცირესობებიც სპეკლირებენ ამ საკითხით. მე რაც ვიცი, საფრანგეთში საკმაოდ აქტუალურია ეს ამბავი.

  4. Leonard Shelby ამბობს:

    სუსტი ფილმია ჩემი აზრით, ნუ ფილმებში “ჩაინიკი” არ ვარ და ის პოტენციალი რომელიც მთავარო როლის შემსრულებლებსა და ერთი შეხედვით ნორმალურ სცენარს ჰქონდა ქარს გაატანა რეჟისორმა.
    რაც შეეხება ამ თემას. ძალიან ძალიან ხშირია სხვადასხვა ქვეყანაში ფაქტები როდესაც თეთრკანიანს მხოლოდ იმიტომ არ იყვანენ სამსახურში, რომ ვაკანტურ ადგილას მასთან ერთად შავკანიანიც აცხადებს პრეტენზიას. ყველას უნდა, რომ მისი კომპანია როგორც ყველაზე ანტირასისტული დაწესებულება ისე გამოჩნდეს და მარკები აიწიონ პოტენციური მომხმარებლის თვალში+არავის უნდა ზანგმა უჩივლოს რასიზმის ბრალდებით და ჩირქი მოსცხოს კომპანიის რეპუტაციას.
    ნელ-ნელა მუსლიმანებიც სწორედ იგივეს კეთებას დაიწყებენ. მათ აქვთ “ტერორისტების” იარლიყი, რომლის მოშორებაც ისევ რიგითი მოქალაქეების “მოვალეობა” გახდება.

    • unaamarga ამბობს:

      ხო, ფილმის მხატვრულ ღირებულებებზე დიდად არ გამიმახვილებია ყურადღება. მე, როგორც პოსტშიც მიწერია, მილერის თამაშმა მომხიბლა, მიუხდავად იმისა, რომ მისი თაყვანისმცემელი აქამდე არ ვყოფილვარ.

    • marieasatiani ამბობს:

      ისე, მართლა ეგრეა, მსახიობებიც კარგია, თითქოს სცენარიც საინტერესოა და მთლიანობაში ფილმს რაღაც აკლია, რაღაც ისე ვერაა.

      • unaamarga ამბობს:

        იმჰო, ყველაზე უნიჭი ფილმიდან/სერიალიდან ან წიგნიდანაც შეიძლება რაღაცის სწავლა. პირადად ჩემთვის ეს სუსტი ფილმი საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა, ამხელა თემაზე ჩამაფიქრა. ხოდა, რას დავეძებ ხარვეზებს? ისე კი, გეთანხმებით ორივეს.

  5. ანონიმური ამბობს:

    danarchen samyaros me mgoni simdisis qenjna aqvs shavkanaienbis da ebraelebis mimart,ogogd ,,debiluri pozdniakis” msgavsi sindisis qenjna da zogjer sulelur mdgoamreobashi vardebian xolme,tavianti gadametebuli tolerantizmit…
    magalitad,bevri germanelisgan msmenia ara amrto bodishi,antiseministuri kampaniis gamo(tan me ra shuashi var semitebtan),isic ki,rom mat ar uyvart germania,romelic borotebis budea da msgavsi sisuleebi…
    ise,rusebs rato ar uchndebat rame msgavsi grznoba,dida mainteresebs?…:P

    • unaamarga ამბობს:

      ხო, რუსები სხვა მოვლენაა! ისე, მაგათ ხალხი არ დაუხოცავთ ეროვნული და ეთნიკური ნიშნის გამო, როგორც ასეთი, იმპერიალისტური მიზნებიდან გამომდინარე ომობდნენ და სულაც არ თვლიან თავს ვინმეს მჩაგვრელებად, პირიქით, ღრმად სწამთ რომ კავკასიელები მაგათ გადაარჩინეს და რომ ჩვენ, უმადურები, არ ვუფასებთ. სინდისის ქენჯნა მაგათ კაი ხანი არ ემუქრება!

  6. nino ამბობს:

    ui, im films ro vuyure, gaqceva axali gamosuli iyo, mileri ki axalshobili varskvlavi da iseti agfrtovanebuli viyavi mag filmshi ro shemxvda shemtxvevit meti ar sheidzleba.. mara iq ert kadrshi ukanals rom gvachvenebs, me magas maiklisgan ar movelodi 🙂 🙂 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: