მწარეს ბლოგი

chez moi

შუქი გვირაბის ბოლოს

on ივლისი 9, 2009

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და განუმეორებლებო! ხომ ხართ მაგრად?! არაფრით არ შემიძლია ერთი სასიამოვნო ახალი ამბავი არ გაგიმხილოთ! როგორც იქნა, როოგრც იქნა, ვიპოვეთ ტროას ცხენი ჩემს ორგანიზმში! როგორც იქნა, გაირკვა ყველა ჩემი ბედსტვიის მიზეზი! ალილუა!

მოკლედ, როგორც დღეს საბოლოოდ გაირკვა, მთელი ჩემი ავადმყოფობები, ალერგიები, გასუქება და დეპრესიები ერთ-ერთი თირეო-ჰორმონის მომატებით ყოფილა გამოწვეული, რომლის დარეგულირების შემდეგ წონაშიც დავიკლებ , აღარც უენერგიობა და სისუსტე მექნება და აღარც უმიზეზო დეპრესიები და ემოციური აფეთქებები (ნუ, მოკლედ, ესაა ადამიანურ ენაზე ის აზრი, რომელიც მე გამოვიტანე ჩემი ექიმის 45-წუთიანი რეჩიდან)! აფიგეწ! როგორც იქნა, ვებრძვით მიზეზს და არა შედეგს! ვინღა დარდობს ჩემს დაჩხვლეტილ ვენებს და ერთ უჯრა წამლებს, რომლებიც სულ არ მჭირდებოდა, თურმე! ვფიქრობ, ამ ჩემს გიჟურ პოსტს ის დააფასებს, ვისაც მოსწევია დიდი ხნის მანძილზე გაურკვევლობაში და უიმედობაში ყოფნა, მერე კი, უცბათ, გვირაბის ბოლოს შუქი დაუნახავს!

ბოლოს კი ცოტა უნდა წავუფილოსოფოსო:  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავწვალდი, სულ არ ვნანობ ჯანმრთელობის პრობლემები რომ შემექმნა! ავად გახდომა ზოგჯერ აუცილებელია, რათა მივხვდეთ, რა ბედნიერები ვართ, როცა არაფერი გვაწუხებს!

ხო, და კიდევ, ისა, მომიტევეთ ასეთი აბდა-უბდა ნაწერისათვის! ბოლოს კი, ამ მშვენიერ სიმღერას გთავაზობთ! თუ ფრანგული იცით, მუსიკასთან ერთად ტექსტითაც დატკბით!

Advertisements

9 responses to “შუქი გვირაბის ბოლოს

  1. Leonard Shelby ამბობს:

    ძალიან მაგარი შეგრძნებაა როდესაც კონკრეტულ მიზეზს იგებ ამა თუ იმ პრობლემისა რომელიც დიდხანს გაწვალებდა, მე მქონდა დაახლოებით ეგეთი შემთხვევა ერთი წლის წინ, როდესაც არაწორი დიაგნოზი დამისვეს თავიდან შემდეგ კი ყველაფრის გამოაშკარავებამ ჩემი გვირასის ბოლოს მაჩვენა სინათლე 🙂

  2. daliela ამბობს:

    დიდებულია! ახლა ყველაფერი მოგიგვარდება და უფრო გაყოჩაღდები 🙂 ვინ იცის კიდევ რამდენ დიაცს აქვს ანალოგიური სიტუაცია მარა მაინც გერკულესის ჭამით მოიკლავენ თავს და აზრადაც არ მოუვათ ექიმთან მისვლა

  3. kikito ამბობს:

    რა კაიაა რო გაარკვიე, მეც ეგ ყველაფერი მჭირს რაც ჩამოთვალე,ა რადა ექიმთან წასვლა არ მინდა,გამოკლვლევები და სამედიცინო პროცედურები უარეს დღეში ჩამაგდებენ მგონია, არადა საჭიროა, მგონი მომიწევს მეც, და შენმიბიძგე ეხლა მაგისკენ :)))

  4. skarabush ამბობს:

    სამწუხაროდ ჩვენს ცხოვრებაში არცთუ იშვიათი შეცდომა, როცა ვებრძვით მიზეზს და არა შედეგს… შენ კიდევ დროზე უშველე თავს და მე ვიცი ადამიანები, ჭარბწონიანობას გერკულესით და ჭარბთმიანობას ეპილაციით რომ ებრძოდნენ, შედეგი კი უშვილობა იყო:((( ჰორმონალური დარღვევა საკმაოდ რთული “დაავადებაა”

  5. Sophie Golden ამბობს:

    კარგია, რომ გაარკვიე და ახლა უკვე იცი, როგორ ებრძოლო ყველა “ბედსტვიას”, როგორც თქვი. წარმატებები! ჯანმრთელობას მართლა არაფერი ჯობია, მაგრამ მართლა საჭიროა ზოგჯერ, რომ მერე კარგად ყოფნა დააფასო; ამასობაში, ავად და ცუდ ხასიათზე ყოფნისას გაქვს დრო, რაღაცებზე იფიქრო, გადააფასო. Все хорошо, что хорошо кончается =))

  6. unaamarga ამბობს:

    მოვუწოდებ ყველას! დროზე მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას და პირველივე საეჭვო სიმპტომისთანავე გაქანდით ექმითან, ოღონდ, სანამ წახვალთ, კარგად გაარკვიეთ, ვინაა შესაბამისი სფეროს კარგი სპეციალისტი, ვაი-მკურნალებს რომ არ ჩაუვარდეთ ხელში!

  7. Katten Försvann ამბობს:

    უბრალოდ ჰორმონი და რამხელა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში.
    ძალიან კარგია რომ გაარკვიე!

  8. ხატია ამბობს:

    მალე გამოჯამრთელდი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: