მწარეს ბლოგი

chez moi

დიზაინი და მხარეები

on ივლისი 16, 2009

ესეც ასე, გადავწყვიტე გავმწვანდე. ბევრი ვიფიქრე დიზაინის შერჩევისას, ბევრი ვებ-გვერდიც მოვინახულე, მაგრამ მერე ისევ მშობლიური ვორდპრესის თემპლეითებიდან ამოვარჩიე. ჯერ ერთი, სხვა გვერდებზე რაც ვნახე, ვორდპრესზე მორგებული თემებიდან დიდად არც ერთი მომეწონა და რაც მთვარია, იმათი დაყენების პროცედურა დროსა და ნერვებს მოითხოვდა, რომლებიც მე ფრიად შეზღუდული ოდენობით გამაჩნია 🙂

გარდა ახალი დიზაინისა, როგორც ჩემი პატიცემული კოლეგა იტყოდა, გაუწყებთ, რომ ჩემი მკურნალობა სასიკეთო მიმართულებით მიდის. სულ რამდენიმე დღეა, რაც წამლებს ვიღებ და უკვე აშკარად ვგრძნობ ენერგიის მატებას, დანარჩენი კი, უფრო ხანდგრძლივი პროცესია. წამლების გარდა, ექიმმა დიეტაც დამინიშნა, რომელიც არცთუ რთული დასაცავია და სრულებითაც არ ითვალისწინებს შიმშილობას. დიეტა მთლიანადაა მორგებული ჩემი ორგანიზმის თავისებურებებსა და რეჟიმზე. საბოლოოდ აუცილებლად დავდებ დო ი პოსლე სურათებს.

სამსახურიდან სახლში რომ მივდივარ, დედაჩემს ყოველთვის უკვირს, რატომ ხარ გამოწურული ლიმონივითო. ამის მიზეზების გამოსარკვევად (ნუ, ცხადია, ერთ-ერთი ფაქტორი, ცნობილი ჯანმრთელობის პრობელმაა), სამუშაო პროცესს არ აღვწერ, მაგრა მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებთანაც ყოველდღიურად მაქვს  შეხება.

ესეიგი, გარდა სტრანნი და შიგადაშიგ ნორმალური ქართველი და უცხოელი კოლეგებისა, სამუშაო დღის მანძილზე, შეხება მაქვს მხარეებთან, ანუ პროცესში მონაწილე პირებთან და მათ წარმომადგემლებთან. თუ გავითვალისწინებთ უზენაესი სასამართლოს სპეციფიკას, რაც საქმეების უმეტესობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაში გამოიხატება, მოსამართლის თანაშემწე ერთადერთი პირია, ვისთანაც მათ ურთიერთობა უწევთ და ვისი მეშვეობითაც გებულობენ რა ხდება მათი საქმის ირგვლივ. ეს მხარეები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  • მშვიდი მხარეები – ესაა პირები, რომლებიც მშვიდად, თავაზიანად კითხულობენ ამბავს და ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასევე თავაზიანად მემშვიდობებიან. მათ უმეტესობას მშვენივრად ესმის რას ითვალისწინებს კანონი (ვგულისხმობ საპროცესო კანონს, რომელიც საქმის განხილვსი პროცედურას ადგენს) ან თუ არ იციან, როცა აუხსნი, იგებენ და იჯერებენ. ასეთები ხშირად არ გვხვდება.
  • ეჭვიანი მხარეები – ამ კატეგორიას ეჭვი შეაქვს აბსოლუტურად ყველა სიტყვაში და ყველგან ჩაწყობა ელანდებათ. იმის ახსნას, რომ რაც ხდება, კანონითაა გათვალისწინებული, აზრი არ აქვს, მაინც არ გიჯერებენ (ჰო, კომენტარებში ნუ დამიწერთ, რა გასაკვირიაო, დღეს ხომ სასამართლო არ არსებობსო და ეგეთებს. ამ საკითხზე ცალკე პოსტს დავწერ აუცილებლად. ეჭვების გასაფანტად კი აღვნიშნავ, რომ მე სამოქალაქო პალატაში ვარ, სამოქალაქო დავებზე კი სახელმწიფოს არანაირი დაინტერესება არ აქვს).
  • მოჩხუბარი მხარეები – ეს ზედა კატეგორიის გაუარესებული ვარიანტია. გარდა იმისა, რომ ყველგან ჩაგვრა და უსამართლობა ელანდებათ, გამოირჩევიან აგრესიულობით, შეუბრალებლად გვლანძღავენ და თუნდაც მათი სასრგებლო შედეგი დადგეს, უმეტესად,  კმაყოფილები მაინც არ არიან. ნუ, აქ უნდა დავაზუსტო, რომ ამ ორ კატეგორიაში მხოლოდ მოქალაქეები ხვდებიან. რაც შეეხება დაწესებულებებს, ანუ, ჩვენებურად, იურიდულ პირებს, ისინი პირველ კატეგორაში ექცევიან. ამ მოჩხუბარ კატეგორიაში ისინიც ხვდებიან, ვისაც სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვთ, მაგრამ მაინც ჩხუბობენ. არც მიკვირს, იმიტომ, რომ ადამიანი რომელიც სამ ინსტანციას გაივლის, მშვიდი და გაწონასწორებული ვეღარ იქნება!
  • არაკომპეტენტური ადვოკატები – ეს კატეგორია ჩემი ტკივილია! გარდა იმისა, რომ თავისი უვიცობით ზოგჯერ იმათაც ღუპავენ, ვის ინტერესსაც იცავენ, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვთ, რა როგორ ხდება სასამართლოში (განცხადება როგორ დაწერონ, სააღსრულებო ფურცელი ვისგან მოითხოვონ და სად წარადგინონ და ა.შ.), ამიტომ ფაქტიურად, კონსულტაციებს ვუწევ ხოლმე. არ იფიქროთ, ასეთები მარტო დამწყები ადვოკატები არიან. ზოგიერთს 20-წლიანი გამოცდილება აქვს და უარესი, ზოგიერთი მათგანი ყოფილი მოსამართლეა!
  • “ძერსკი” ადვოკატები – ძირითადად, პრესიტჟულ ადვოკატებად არიან მიჩნეული და მათი მომსახურება ცეცხლის ფასი ღირს! ბუნებრივია, თავისი საქმე იციან, თუმცა მათ შორის ისეთებიც გვხდება, რომლებიც დიდი ვერაფერი იურისტები არიან და სახელი სკანდალებით ან ტელევიზიით სასამართლოს ლანძღვით გაითქვეს. თავში აქვთ ავარდნილი ეს მდგომარეობა, ამიტომ სასწაული მოთხოვნები აქვთ, ისეთი უჭირავთ, თითქოს თავად არიან სამყაროს ცენტრი და მთელი სასამართლო მათი ქვეშევრდომია. ძირითადად მხსვილ კომპანიებს წარმოადგენენ ან ძალიან ფულიან მოქალაქეებს. ამათ ყოველთვის ძალიან მკაცრად და ცივად ველაპარაკები.
  • კარგი ადვოკატები – ბევრი მათგანი არანაკლებ პრესტიჟულია, ვიდრე ზემოთდასახელებული კატეგორია. შესანიშნავად იციან თავისი საქმე, ისიც იციან, რა შემთხვევაშია მათი მხარე მართალი და რა შემთხვევაში არა, ამიტომ ეჭვქვეშ არ აყენებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე ვიტყოდი, რომ საუკეთესო კატეგორიაა.
  • მადლიერი მხარეები – ესაა იშვიათი კატეგორია, რომელიც ხვდება, რა გააკეთა მოსამართლემ სამართლიანობის აღსადგენად. მადლობას გვიხდიან, გვლოცავენ და ზოგჯერ, ლოცვაში მოხსენიებასაც მპირდებიან. მათთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნოა. არასოდეს დამავიწყდება, ერთხელ როგორ დამირეკა ჟურნალისტმა ქალბატონმა, რომელიც პროცესიდან გამოვიდა და მომახარა: “‘თქვენმა მოსამართლემ მე დღეს სამართალი დამანახა!”
  • სუპერუმადური მხარეები – მდა, ესენი უბრალოდ მაგიჟებენ! ეს ის კატეგორიაა, რომელთა სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც უკმაყოფილო არიან, ან დიდი დრო რატომ დაგჭირდათო, ან თავად შედეგით, მეტი გვეკუთვნოდაო!
  • და ბოლოს, ცალკე კატეგორიად უნდა გამოვყო ქალბატონი ჭანტურია. სასამართლო სისტემის 9-წლიანი თავისტკივილი!რამდენიმე დავას აწარმოებს სხვადასხვა სასამართლოში და ყველგან თავი გამოიჩინა წრეგადასული აგრესიულობით! საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის დახრჩობას ცდილობდა, ჩვენთან კი დაცვას უკბინა, როცა თავმჯომარესთან არ აუშვეს. დღეში შვიდასჯერ მდებს კუბოში და ამდენივეჯერ უკან მთხრის!
  • კიდევ არის რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც საჩივრების წერა პროფესიად აქვთ გახდილი! მათ არ აინტერესებთ არც შედეგი, არც არაფერი, წერენ საჩივარს ყველაფერზე, რაც საჩივრდება და რაც არ საჩივრდება და უბრალოდ, ამით ცხოვრობენ.

მოკლედ, ყველა კატეგორია დავახასიათე. ამათი გადამკიდე, რა გასკვირია, ენაგადმოგდებული რომ მივდივარ ხოლმე სახლში, მითუფრო, რომ ეს ჩემი ერთადერთი მოვალეობა არაა!

Advertisements

14 responses to “დიზაინი და მხარეები

  1. Lalena ამბობს:

    wow! მაგარი იყო, განსაკუთრებით ქალბტონი ჭანტურია… და ისა, ამ პოსტის მერე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მიყვარს ეს საქმე და ზუსტად ავირჩიე მომავალი პროფესია 🙂 გაიხარე შენ უზენაესი პოსტი იყო :))))

  2. Sophie Golden ამბობს:

    პირველ რიგში, ძალიან მომწონს შენი ბლოგის ახალი დიზაინი, წარმატებას გისურვებ და ბევრ ბევრ ჰიტს ახალსახიან ბლოგზე!
    მეორე – არ შემიძლია არ დავწერო, რა ვქნა, არ ვენდობი იურისტებს 😐 ტო ესტ, ადვოკატებს, მგონია, რომ სულ იტყუებიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გამოგღლიტონ (რა ღლტ სიტყვაა 😀 ). თუ დამჭირდა ოდესმე, შენ მოგმართავ აუცილებლად.
    P.S. ისე, ფეისბუქზე არ ხარ? იქ თითქმის ყველა ბლოგერი ვართ შეკრებილი და უკეთესად ვურთიერთობთ, პლუს ბლოგის რეკლამირების ფართო საშუალებაა. Think about it, darlin’ :))

    • unaamarga ამბობს:

      ხო, კარგი ადვოკატი და თანაც სანდო, სანთლითაა საძებნი! ღმერთმა ნუ დაგაჭირვოს, მაგრამ ისე კი მზად ვარ ამ სფეროში რჩევებისათვის ;)! კი, ვარ ფესიბუქზე და დღეს, ბოლოსდაბოლოს, ქართველ ბლოგერების ჯგუფსაც შემოვუერთდი.

  3. polkovniki ამბობს:

    ბლოგის ახალი დიზაინი მეც მომწონს, მაგრამ არც წინა არ იყო ცუდი.

    “მე სამოქალაქო პალატაში ვარ, სამოქალაქო დავებზე კი სახელმწიფოს არანაირი დაინტერესება არ აქვს”

    ეს კი ბატონო. მართლა ასეა. ბევრ სერიოზულ იურისტთან მისაუბრია და მიკითხავს, მართლა ასეთი ჯიბის სასამართლო გვაქვს მეთქი და მპასუხობენ სამოქალაქო საქმეებში არ ერევიან, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეებზე ცამდე მართალი რომ იყო, მაინც წაგებული გაქვსო.

    საინტერესო პროფესიაა ნამდვილად. გამიხარდება თუ ასეთი ტიპის პოსტებს ვიხილავ ხოლმე აქ.

  4. polkovniki ამბობს:

    უი გამომრჩა, ეს ქალბატონი ჭანტურია ვინ არის???? :)))))

    • unaamarga ამბობს:

      ოო, ქალბატონი ჭანტურთ-ერთი მხარეა, რომელიც მე-9 წელია დავას აწარმოებს. სამეგრელოში ნახევარ სოფელს უჩივის, ზოგმა სიმინდი გამითელაო და ზოგმა კიდევ რაღაც.

  5. kikito ამბობს:

    dzalian lamazi templatea, magrad momewona
    da rac sheexeba samsaxurs maladec shen da shen nervebs kide 😀 amdenis motmenit namdvil jildos imsaxureb 😀

  6. ნინო ამბობს:

    ჩემი ახლობელია მოსამართლის თანაშემწე და რადგანაც მისი დამქანცველი სამსახურის პოსტ-შემდგომი სახე მინახავს, ამიტომ მთელი არსებით მესმის შენი.

  7. nini ამბობს:

    dideba Sens moTminebas! arada me mainc xom momismenia amaT rogor elaparakebi! piradi psiqologi xar, ra! eeeh, Seni moTminebis naxevari momca! 😦

  8. hexe ამბობს:

    ძალიან კარი დაყოფა იყო.
    არაკვალიფიციური ადვოკატი საშინელებაა მაგრამ ასეთებს კიდე ეშველებათ
    ამ ჩამონათვალში ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას იწვევს “ძერსკი” ადვოკატები
    სახელი სატლევიზო შოუებით რომ აქვთ განთქმული 🙂

    ჭანტურია რომ დავინახე გულწრფელად გამეცინა ეგ ჯერ კიდევ ჩემს დროს უშრობდა ქეთის სისხლს

    • unaamarga ამბობს:

      ეგ ხო მოუშორებელი ჭირია, მაგის საქმეში ორი მოპასუხე გარდაიცვალა და შევაჩერეთ ერთი წლით უფლებამონაცვლის დადგენამდე, ეხლა კიდევ გავიგეთ, რომ მესამეც კვდება და მთელი პალატა ვლოცულობთ, რომ გადარჩეს, თორემ კიდევ მინიმუმ 6 თვით შეჩერდება წარმოება და გვინდა ეს ჩვენ?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: