მწარეს ბლოგი

chez moi

ქალბატონო, საიდან შეგაქანათ?!

on სექტემბერი 8, 2009

სახლში რამდენიმე დღე ინტერნეტის გარეშე მომიწევს ყოფნა, ამიტომ ახლა, გაგანია სამუშაო დროს უნდა გამოვაცხო პოსტი, მით უფრო, რომ ხელები მექავება საწერად. შაბათ-კვირამ ძალიან დადებითად დამმუხტა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სახლიდან, პრაქტიკულად, არ გავდიოდი. ნუ, საქმეებზე სიარული არ ითვლება. ამჯერად კი, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე. შაბათს ჩემს საუკეთესო მეგობარს ვეწვიე. როდესაც მთელი საქართველო კალაძის გმირობით ტკბებოდა, ჩვენ ბედნიერად ვიხსენებდით ბავშვობას და ვჭორაობდით ყველაზე და ყველაფერზე! ასევე, მოვინახულე ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი და მისი პატარა, რომელიც ერთ თვეზე ნაკლები დროის წინ მოევლინა ქვეყნიერებას. უსაყვარლსი ბავშვია, სიტყვაზე მენდეთ! 😉

კვირას ასევე ლილუს დაბადების დღეზე ვიყავი. უფრო სწორად, დაბადების დღის გენერალური რეპეტიცია იყო, თუ რაღაც ამდგავარი, იმიტომ, რომ “ნამდვილი” დაბადების დღე გუშინ ჰქონდა! 😀 მშვენიერი დრო გავატარე.

სამუშაო რეჟიმსაც ვეგუები დასვენების შემდეგ. ჯერ კი მაინც ზატიშიე გვაქვს აქ, მაგრამ ნელ-ნელა მოგვაწვება საქმეები. ხო და კიდევ, გუშინ, ღამით საქართველო მიწისძვრამ შეაქანა.  ეპიცენტრი რაჭაში ყოფილა, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ 6 ბალი შეადგინა, თბილისში – 5. აი, ბატონო, წყაროც! ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩემი მეზობლები ლამის მთელი ღამე ეზოში იყვნენ გამოფენილები. დილიდან კი, ყველა მირეკავს და მეკითხება, თუ გაიგეთ და ხომ კარგად ხართო. მე, რაღაცნაირად, ეს პანიკის შემოტევები არ მქონია. მაგ მომენტში გამეღვიძა, გავიაზრე, რაც ხდებოდა და ცოტა ხანში ისევ დავიძინე. გარეთ არ გავქცეულვარ, იმტომ, რომ ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს იდგე ეზოში, როცა შენს ირგვლივ შენობებია და თუ ისინი ჩამოინგრევა, მაინც ვერ აგცდება. არც მოგონებები ამშლია, მაინცდამაინც. თუმცა კი, დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს  არ გაიმეორებს, იმიტომ, რომ მიწისძვრა 6-სართულიან, დაახლოებით 110 წლის შენობაში, ეს არ იცით რა იქნება! ბრრრრრ!

Advertisements

One response to “ქალბატონო, საიდან შეგაქანათ?!

  1. Sophie Golden ამბობს:

    მეც კარგად შემაქანა :ლოლ: ოღონდ პრიკოლი ისაა, რომ ჩემს ზემო სართულზე ცხოვრობს “ველურების” წყვილი, რომლებიც შუაღამისას დოღის ცხენებივით დარბიან ხოლმე და ხშირად გამღვიძებია იმათ ხმაურზე. ახლაც ეგ ვიფიქრე და ძილი უნდა გამეგრძელებინა, რომ ჩემი საწოლი ისე შეირყა, მეზობლებს აგარ ჰგავდა უკვე 😀

    მადლობა ღმერთს, თბილისში სერიოზული არაფერი მოხდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: