მწარეს ბლოგი

chez moi

მოლოდინსა და კომპლექსებზედ

on სექტემბერი 10, 2009

მიზანმიმართულად არ ვეკარებოდი ბლოგს, რადგანაც საზიზღარ ხასიათზე ვარ და ვიცოდი, ემო ჩანაწერებით გავავსებდი აქაურობას! წინა პოსტსაც ეტყობა, დაუმთავრებელი, ნაძალადევი “რამდენი ხანია არ დამიწერია, რამეს მაინც დავწერს” ტიპის რომ იყო. მართალია, ვემხრობი პრინციპს, რომ ბლოგი ჩემია და რასაც მინდა დავწერ, მაგრამ მაინც არ მიყვარს ემო რაღაცეების პოსტვა, გარკვეული დროის შემდეგ რომ ვკითხულობ, ნერვები მეშლება! ფეისბუქზე ნასროლი ერთი-ორი რეპლიკაც სავსებით საკმარისად ჩავთვალე, თუმცა დღეს მაინც დავწერ ცოტას იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სკოლაში დავბრუნდი, რადგან ისევ თავიდან მიწევს რაღაცეების გავლა, რაც იმ პერიოდში მაწუხებდა. მაინც რა უბედურებაა, ყველა რომ თავს ვალდებულად თვლის, გასწავლოს როგორ უნდა გამოიყურებოდე და რა არის შენთვის კარგი?! სკოლის პერიოდისათვის ეს კიდევ ნორმალურია, მაგრამ ვითომ 24 წელი არაა საკმარისი, ადამიანს რომ საკუთარი თავი ებას?! არა, ბატონო, ქართულ საზოგადოებაში ყველამ შენზე კარგად იცის, რა გინდა (ნუ, არამარტო ქართულში, ალბათ)!

აი, ავიღოთ ერთი მაგალითი: ყველა ჩემი მკითხველისათვის ცნობილია ის პრობლემა, რომელიც ძალიან მთრგუნავს – ჭარბი წონა. ხოდა, ვერ ვხდები რა აუცილებელია, ყველამ ჩემს დანახვაზე შეიცხადოს, ეს რას დამსგავსებულხარო და მერე ტვინი მიბურღოს ათასგვარი რჩევებით ან სულელეური, უკბილი ხუმრობებით განწყობა გამიფუჭოს! არადა, ისეთი პონტია, შუბლზე აბრას ხომ არ დაიკრავ, იცით, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ასე იმიტომ გამოვიყურები და არა იმიტომ, რომ ერთ ძროხას ვჭამ ერთ ჭამაზე! არც მაქვს სურვილი, ყველას ანგარიში ვაბარო. ცოტა უხეშად თუ უთხარი ვინმეს რამე, აქეთ მოგამადლიან, შენთვის კარგი გვინდაო!  არადა, ჩემზე უკეთესად არც ერთმა არ იცის, რა არის კარგი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე! ასე რომ, ჭკუისდამრიგებლებო, მოწყალება მოიღეთ და თავი დამანებეთ! ისედაც საკმარისად მაქვს კომპლექსები, კიდევ თქვენ რომ არ დამიმატოთ! ერთხელაც გავრბაზდები და ყველას ერთ ადგილას გაგაზავნით! ხოდა, მერე იტყვით უზრდელიაო! 😛

საერთოდაც, ალბათ, ყველას ჰქონია ის მომენტი, რომ გარშემომყოფები მისგან რაღაცას ელიან, როცა რაღაც ვირტუალურ პორტრეტს ქმნიან და მოითხოვენ, მას შეესაბამებოდე! აი, მაგალითად, რა უნდა ჩემს გარშემო ხალხს:

დედაჩემს უნდა სულ კარგ განწყობაზე ვიყო და არ ვიგურზებოდე, პა მიმა ტავო, რომ გავხდე (დედისთვის ჩვეულებრივი სურვილია, ვერაფერს იტყვი);

მამიდაჩემს უნდა გამხდარი, მაღალი და სუპერლამაზი ვიყო; მზადაა დღეში სამჯერ ამწონოს და ამდენივეჯერ გრძელი ლექციები წამიკითხოს;

ბებიაჩემს უნდა მდიდარ და ლამაზ კაცს გავყვე ცოლად, სასურველია, თანამდებობის პირს ან ცნობილ ბიზნესმენს, სატრაბახო რომ ჰქონდეს;

ჩემს ურიცხვ სანათესავოს უნდა წარმატებული ვიყო, ყველა თვეში ახალ-ახალ თანამდებობაზე მნიშნავდნენ და ათიათასობით დოლარს მიხდიდნენ. უნდათ, ყველაფრის ფასად ზევით და ზევით მივდიოდე! მაგათ ტემპს თუ მივყვებით, ერთ წელიწადში პრეზიდენტობაზე უნდა ვიყარო კენჭი (ალბათ, ეს ხალხი მივაჩვიე, ბევრი რამ რომ გამომდიოდა და ახლა არაფერი აკმაყოფილებთ)!

მეგობრების აბსოლუტურ უმრავლესობას მხიარული და ხალისიანი მწარე უნდა, არაფერი რომ არ აწუხებს და მათ გუნება-განწყობილებაზეც ზრუნავს (სრულიად გასაგები სურვილია, არც მიკვირს!).

კოლეგებს მუდმივად ფორმაში მყოფი მწარე უნდათ (აქ იგულისხმება საქმის კეთების თვალსაზრისით ფორმაში მყოფი), თავის საქმესაც რომ აკეთებს და სხვისასაც წარმეტბით ითავსებს.

მამაჩემს, ჰმ, მე მგონი მამაჩემს არანაირი პრეტენზია არ წამოუყენებია აქამდე.

კიდევ რამდენიმე ადამიანი დარჩა, რომლებსაც უნდათ გავთხოვდე და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანო! პლუს ყველას უნდა, უფრო ლაითი ხასიათი მქონდეს და უკეთესად გამოვიყურებოდე!

საბოლოო ჯამში კი, არავინ დაფიქრებულა, რომ იქნებ, ამდენი არ შემიძლია ან უბრალოდ, არ მინდა! იქნებ, მე სხვაგვარი წარმოდგენა მაქვს საკუთარ ცხოვებასა და მომავალზე! რომ მაცალოთ, ვერა?! საერთოდაც, ამ ჩამონათვალის შემდეგ, არის ვინმე, ვინც ზუსტად ისეთს მღებულობს, როგორიც ვარ?!

Advertisements

10 responses to “მოლოდინსა და კომპლექსებზედ

  1. ბაბისა ამბობს:

    ”ერთხელაც გავრბაზდები და ყველას ერთ ადგილას გაგაზავნით! ხოდა, მერე იტყვით უზრდელიაო”– მგონი მართლა მუნდა გაუყენო თავის გზას , თქვან უზრდელიაო, ზატო თავს დაგანებებენ :))

    ისე კი ყველა რაღაცას მოელის და ’მოითხოვს’ ჩვენგან, ზოგი ფარულად, ზოგი ღიად, ჩვენც მათთვის სასურველი როლები გვაქვს ათვისებული, ეს ფსიქოლოგიურად ხდება, ხან ბავშვობიდან და ისე რო ვერ ვხვდებით, ხან შეძენილად და მაინც ვერ ვხვდებით და ხან ვხვდებით და ნევრები გვეშლება და რაღაც ეტაპზე აღარ გვინდა ”შევასრულოთ”. ალბათ ერთი გზაა, რომ ჯუსტ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რავიც :))

  2. elene ამბობს:

    მეც მქონდა ცხოვრებაში მომენტი, სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველ ორ წელში უაზროდ გავსუქდი, სხვათაშორის მეც ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ერთი კლასელი ბიჭი მყავდა, რამდენი შემხვდებოდა, უი რა მაგრად გასუქებულხარო. მიუხედავად იმისა რომ მანამდე კარგი ურთიერთობა მქონდა, მის დანახვაზე ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი, სმს-ებზე აღარ ვპასუხობდი და ასე ამოვაგდე ჩემი ცხოვრებიდან. დღესდღეობით კვლავ მაქვს მიდრეკილება, მაგრამ მოვახერხე ფორმაში ჩადგომა, ჩემი ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლით (თითქმის გავვეგეტარიანელდი) მაგრამ იმ ჩემი კლასელის ნახვის და მისი კომენტარების მოსმენის სურვილი საერთოდ არ მაქვს და არც მექნება. რაც შეეხება დედაჩემს, ის ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს რომ ცუდ ხასიათზე ვიყო და აშკარად ხელს უწყობდა ჩემს გასუქებას, გაურკვეველი მოვლენაა მაგრამ ასე იყო, მეჯიბრებოდასავით. შენ დედის დამოკიდებულებაში მაინც გაგიმართლა, მაგრამ ადამიანის ფსიქიკა ისეთი რამეა, რომ გეუბნებიან ასე მოიქეციო, საპირისპირო გინდება. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ გირჩევ ბინა იქირავო და მარტო გადახვიდე საცხოვრებლად, ანუ შენს თავს მხოლოდ შენ შეგიძლია უშველო ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. მე ასე მოვიქეცი. დედაჩემთან საკმარისია ერთი კვირა დავრჩე და 3 კილო აკიდებული მაქვს

    • unaamarga ამბობს:

      ცალკე ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ იმ მინიმალურ დროში, რასაც მათთან ვურთიერთობ, სისხლის მოწამვლას მაინც ასწრებენ. დედაჩემთან ყველაზე ნაკლებად მაქვს უსიამოვნება, უბრალოდ ზოგჯერ არ გვესმის ერთმანეთის, თუმცა ეს ნორმალურიცაა. პრობლემას სხვები მიქმნიან.

  3. ნატოშა ამბობს:

    დიახ მე მესმის თქვენი… “უიმე, როგორ გასუქებულხარ”, “ვაიმე, რამხელა ღიპი გადევს, ნეტავ რა გეშველება”(ბებიაჩემის favorite ფრაზაა), “როდის უნდა დაიწყო დაკლება, ა?” )))) გრრრრრ.. გეგონება, ამას რომ იტყვიან უცებ, ბრახ და 90/60/90 გავხდები..

    მოკლედ, ერთი ფრაზა წავიკითხე ადრე და ძალიან მომეწონა:
    “ნუ მასწავლით, რა ვაკეთო და მე არ გასწავლით, სად უნდა წახვიდეთ”

    😀

  4. kikito ამბობს:

    იცი მგონი ეგ ყველგან მასე, ყველას რაღაცას სთხოვენ და ელიან მისგან, მითუმეტეს მშობლები და ნათესაობა, ძველ თაობას ბევრი რამე ესმის სხვანაირად და არც ვამტყუნებ რადგან მე როგორც მესმის დღეს რაღაც საკითხი, 16 წლის ბავშვს სულ სხვანაირად ესმის და შეიძლება ეგ აზროვბნება გაყვეს, ანუ თაობებს არ ეცვლებათ აზროვნება და თავისას აწვებოიან ბოლომდე,
    ჩემთანაც რაღაც მაგდაგვარია,თუმცა ისე ვყვები მაგათ აზრს რო ხანდახნ ჩემი თავი რობოტი მგონია,ა ნუ იტყვიან რაღაცას და მე აუცილებლად გავაკეთებ.

    თუმცა მე ჩემთვის ერთი დადებითი მხარე მაქვს, რო ფეხებზე მკიდია ბევრი რამე,ბევრი რეპლიკა,სხვების აზრი ანუ შემომთავაზებენ რამეს თუ მომეწონება ვაკეთებ თუ არადა არა, მაგათთვის კიდე ეს დიდიიიი ნაკლია.
    თუმცა მე კომფორტულად ვგრძნობ თავს :ჩუფს:

  5. nini ამბობს:

    დაიკიდე ენდ მოგეშვება! პირველად გეუბნები, თუ?

  6. Leonard Shelby ამბობს:

    ეგ ყოველთვის ეგრე იქნება, მუდამ ვირაცას რაღაც ენდომება შენგან, უკმაყოფილი იქნება, გაგკიცხავს, რჩევებით აგავსებს შეეცდება თავის ჭკუაზე მოგაქციოს ისე საერთოდაც ამას მაგარი მუღამი აქვს. ასეთ დროს გრძნობ რომ ვიღაცას მართლა აინტერესებ, კი მოსაბეზრებელი და ნერვების ამშლელია, მაგრამ ჯობია იმ 5-10 წუთში ითხარო ნერვები ვიდრე საერთოდ არ იფიქროა სეთ რაღაცეებზე. ხშირად ბიძგის მომცემია მსგავსი შეგონებები, კარგისაკენ თუ ცუდისაკენ ეს უკვე ინდივიდუალურია.
    აგერ მე დავფიქრდი და ჩემით კმაყოფილი ერთი ადამიანიც ვერ გავიხსენე :დ

  7. Sophie Golden ამბობს:

    უნდა გააგზავნო ეგეთი ადამიანები, სადაც საჭიროა!
    მე ეგრე ვაკეთებ და იმიტომ.

    თუმცა, გასუქებაზე მქონდა შემთხვევა, ერთმა სწერვა გოგომ მითხრა, უი როგორ გასუქებულხარო და მერე სერიოზულად დავჯექი დიეტაზე. მერე მის დაბადების დღეზე მომიწია მისვლა და თვითონ იყო ახლა ძროხასავით. ბუნებრივია არაფერი მითქვამს, მაგრამ თვითონ ეტყობოდა იმას სახეზე ბოღმა :აეგრე:

    ამიტომ, შენც ჩათვალე, რომ ეს ნერვებისმომშლელებიც რაღაც სტიმულს გაძლევენ. არ გაბრაზდე, პირიქით, იხალისე და ღიმილ-ღიმილით გააგზავნე კუდა პადალშე 😉

  8. sophya ამბობს:

    ისე თუ მარტო ცხოვრობ ეგ ცოტას გიშველის, თორე მშობლებთან და ა.შ. გარემოში ეგ უფრო მწვავეა საერთოდ…
    ძალიან გამაღიზიანებელია და ეს ყველაფერი ერთი გეეემრიელი პოსტის დაწერისკენ მეც მიბიძგებს. ამ დღეებში შევეცდები ჩემი აზრი უფრო ვრცლად გამოვხატო.
    ისე გუშინ მეც მივიღე ძალიან ‘საყვარელი’ კომპლიმენტი წონასთან დაკავშირებით 😀 ბავშვის გაჩენის მერე მეც მწვავედ და სამართლიანად განვიცდი მაგ ამბავს… 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: