მწარეს ბლოგი

chez moi

დამიბრუნეთ “მე”!!!

on სექტემბერი 11, 2009

ისევ სამსახურიდან ვპოსტავ. გამწარებული ვამზადებდი უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ პრაქტიკის ანალიზს და უცებ რაღაცამ წამომიარა, რაღაც უცნაურმა ნოსტალგიამ – საკუთარი თავის ნოსტალგიამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. უბრალოდ, მუშაობისას, რაღაც მომენტში ფიქრები გამექცა. ნელ-ნელა კი იქამდე მივედი, რომ გამახსენდა როგორი ვიყავი რამდენიმე წლის წინ. ხოდა, არანორმალურად მომინდა იმ გულუბრყვილო ბავშვის უკან დაბრუნება. დამიბრუნეთ ჩემი გულჩვილი მწარე, რომელსაც არაერთხელ უტირია წიგნის ან ფილმის ფინალის გამო! ჩემი პუტკუნა, სათვალიანი და წითელბერეტიანი მწარე, ერთ ცნობილ ნახატს რომ ადარებდნენ სამხატვრო სკოლაში! მწარე (მაშინ მწარე სულაც არ იყო), რომელიც წვიმაში სეირნობდა და ვალერი მელაძეს უსმენდა ღრმა ბავშვობაში! სიცოცხლე რომ არ ეზარებოდა! ნებისმიერ ამინდში კარგ ხასიათზე რომ იყო! თავისი ასაკისათვის სერიოზულ წიგნებს კითხულობდა და ასევე შეუფერებლად “დიდურად” წერდა (როგორც ქართულის მასწავლებელი ამბობდა)! ლექსებს რომ წერდა და ხატავდა აი, ის მეოცნებე გოგო დამიბრუნეთ ვინმემ! სპექტაკლში რომ ითამაშა ნამდვილი მსახიობების გვერდით და მერე დიდხანს, გულის შორეულ კუნჭულში მსახიობობაზე ოცნებას ატარებდა, თუმცა კი არაფერი გააკეთა მის ასახდენად, რადგან საკუთარი შესაძლებლობების არ სჯეროდა! ადამიანების რომ სწამდა! რომ არ თამაშობდა! საკუთარი აზრების გამოთქმის არ ეშინოდა! ლამაზი, კეთილი ჩანახატები რომ ჰქონდა ბუნებაზე და ღრუბლებზე! ისტორიებს რომ თხზავდა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს გადახდენია! თაყვანისმცემლებს რომ იგონებდა თინეიჯერობის პერიოდში, რომლებიც არ არსებობდნენ!

დრო გადის და ყველა ვიცვლებით. წლების წინ, როდესაც საკუთარი მომავალი, ცხოვრების წესი და გასავლელი გზა ავირჩიე, ამ ბუთხუზა გოგოს ზურგი ვაქციე. მას შემდეგ ნელ-ნელა ვკლავდი მას ჩემში. დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლომდე მოვკალი და ცუდად ვარ!

Advertisements

12 responses to “დამიბრუნეთ “მე”!!!

  1. ბაბისა ამბობს:

    ar ginda :no: ar daibruno, ase jobs, tore mere isev mixvdebodi da tavidan mokvla mogiwevda da xo ici eg mkvleloba arasasiamovno procesia , hoda kaia ro chavlilia, mara ro genatreba eg bunebrivia :))))))))

  2. elene ამბობს:

    nichieri adamiani xar da eg unda icode, sakutari shesazleblobebis sworad da obieqturad dafasebas da gamokenebas tu shezleb, mixvdebi rom arc ise cudia iko mozrdili adamiani. me chemi zveli me ar menatreba, imitom rom isic me vikavi da esec me var

  3. Lalena ამბობს:

    არ მოკლა შენში გყავდეს, თუნდაც ცოტა ხნით, თუნდაც ხანდახან, ოღონდაც გააცოცხლე და შენში გყავდეს 🙂

  4. Sophie Golden ამბობს:

    აუ, წარმომიდგენია, შენს ადგილზე მეც ასე ვიზამდი 😐 მეც მაქვს ხოლმე მსგავსი აზრები, мама, забери меня обратно-მეთქი, მაგრამ რაც იყო, იყო. შენ ხომ არ იცი, წინ რა საინტერესო ცხოვრება გელოდება… ჰოდა, შენ თვითონ ნახავ, მე რა უნდა გითხრა :ლოლ:
    მიყვარს შენი ბლოგი ძალიან ძალიან!

  5. marieeeeeeeee ამბობს:

    მეც ვკლავ ეხლა ერთ ეგეთს… როგორ მეწინააღმდეგება, მაგრამ…

  6. sophya ამბობს:

    მე რამდენიმე წლის წინ ჩავიდინე მსგავსი ‘მკვლელობა’ საკუთარი მე-სი და ახლა მგონი იმ მეორესაც ვკლავ.
    სერიული მკვლელი ვარ მგონი 😀 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: