მწარეს ბლოგი

chez moi

Be positive!

on სექტემბერი 18, 2009

ეს დღეები დიდად არც მჭირდება ამგვარი შეგონება, ისედაც საკმაოდ ხალისიან და ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ! მოხდა ის, რასაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდები, გუშინ საღამოს ჩემმა სასწორმა დააფიქსირა რომ მთელი 4 კგ დავიკელი! საერთო ჯამში ზღვაში წვეთია ეგ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რამდენიმეთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ პირველად დაფიქსირდა წონის კლება! ანუ ყინული დაიძრა! სტიმული მომეცა (ისე, ვატყობ, ჩემს ბლოგს სახელი უნდა შევუცვალო და დაკომპლექსებული მსუქანას ბლოგი დავარქვა ან რამე ეგეთი:))! ანალიზებშიც სასიკეთო ნიშნებია, თირეოტროპულმა ჰორმონმა კლება დაიწყო. ამის პარალელურად კი, გამომიკეთდა გუნება-განწყობილება, მომემატა ენერგია, ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამიქრა და თქვენ წარმოიდგინეთ, სახის გამომეტყველებაც კი შემეცვალა! ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა ყოველ დილით საგულდაგულოდ ვარჩევ ტანსაცმელს და აღარ ვიცვამ იმას, რაც პირველი ხელში მომხვდება! შედეგად, უფერული, ქმარ-შვილზე გადაყოლილი დიასახლისივით აღარ გამოვიყურები.

გარდა ამისა, ეს დღეები კიდევ რაღაც ცვლილებას ვამჩნევდი და ვერ ვხდებოდი, რას! ხოდა, დღეს თავში დამარტყა: ხმა! ხმა დამიბრუნდა! არ იფიქროთ, ნიჭიერი მეცო-სოპრანო ვიყო ან რამე ეგეთი, სიმღერის ნიჭი სულაც არ დამამადლა ღმერთმა, მაგრამ ეს სხვა ამბავია. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ისევ და ისევ ცნობილი პრობლემის გამო, ხმა მუდმუვად ჩახლეჩილი  მქონდა. ეს დღეები კი ისევ ჩემი ძველი ხმით ავლაპარაკდი! როგორ მიხარია!

ხო, ახლა კი სხვა ტალღაზე: ამ დღეებში წავიკითხე სტეფენი მეიერის სახელგანთქმული რომანი ” Twilight”. არ მქონდა წაკითხული და არც ფილმი მინახავს, ჩემს გარშემო ფილმის ახალი ნაწილის გამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ვიფიქრე ერთი გავიგო, რა ხილია-მეთქი. საკმაოდ სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ცხადია, იმიტომ, რომ წიგნში დასაფიქრებელი და ჩასაღრმავებელი არაფერია. ეს ბუნებრივიც იყო, სერიოზული წიაღსვლებს არც ველოდი. აი, მამიდაჩემი ყველა ზედაპირულ, არსერიოზულ წიგნს, ფილმს თუ გადაცემას “ტივნის გასამზეურებელს” ეძახის. (ტვინის გამზეურება მინდა, რამე მსუბუქი არაფერი გადის? ტვინს ვამზეურებ და იმიტომ ვკითხულობ და ა.შ.) ხოდა, ეგეც ტვინისგასამზეურებლების კატეგორიდანაა, რა, რომ წაიკითხავ, კითხვის პროცესში მოგწონს კიდეც, მაგრამ შემდეგ არაფერს გიტოვებს! მომდევნო ნაწილების წაკითხვას არ ვგეგმავ და ფილიმის ყურებას (თუ სერიალია?) ხომ საერთოდ.

Advertisements

7 responses to “Be positive!

  1. kikito ამბობს:

    mixaria karg ganwyobaze rom xar :*
    exla mtavaria sheinarchuno es ganwyoba da mase gaagrdzeloo 🙂

    twilights rac sheexeba yvela wigni ise chavikitxe ro gameebs vatenebdi, kinos vuyure jer da mere ro vicodi yvela gmiri rogor gamoiyureboda ufro didi interesit vkitxulobdi da seriali araa, ubralod emroe nawili unda gadaigon da mgoni 4ve wignze gegmaven magis gaketebas 🙂

  2. ბაბისა ამბობს:

    რა აკრგია სასიკეთო ცვლილებები და კარგი განწყობა ))) მოსალოცია მასეთი შედეგბი ანალიზებსა და გარეგნობაში და ხმაში კიდე :))) ჰოდა ფილმი ნახო ჯობს გამზეურებისთვის, ვიდრე დრო ხარჯო კითხვისას, მგონი რავიც ))

  3. Sophie Golden ამბობს:

    ძალიან მაგარია.
    4 კილო რა არისო??? ზღვა წვეთებისგან შედგება, რას ამბობ (დღეს ავიჩემე ეს ფრაზა). პირიქით ეგ ნორმალურია, უცებ 10 კილო რომ დაგეკლო, მაშინ ცოტა საშიში იქნებოდა.
    აი, ყინული დაიძრა და აბა, შენ იცი!!!
    დაკომპლექსებული მსუქანას კი არა, ძალიან გაბედული და გონიერი ადამიანის ბლოგი უნდა დაარქვა (შეიძლება ორიგინალური არ არის, მაგრამ მაინც). :hugs:

  4. nini ამბობს:

    მეც შევამჩნიე ხმა რომ დაგიბრუნდა, აი, ორი დღის წინ ტელეფონით რომ გელაპარაკებოდი. მიხარია! მწარე იზ ბექ! :*

  5. sali ამბობს:

    sophie goldens davetanxmebi! Dakompleksebuli ki ara dzalian kochagi da dzlieri xar

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: