მწარეს ბლოგი

chez moi

ჩემი პირველი სამართალდარღვევა, ანუ სადაა იღბალი?!

on სექტემბერი 23, 2009

ახლა მოგიყვებით, როგორ ჩავიდინე პირველი კანონდარღვევა (დიდი იმედი მაქვს უკანასკნელიც)! მოკლედ ასე, გუშინ სამსახურიდან გამოვგოგმანდი, დაღმართზე ჩამოვგოგმანდი და ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ყვითელ ავტობუსს მივაშურე. რასაკვირველია პატიოსნად საფულეს დავუწყე ძებნა ბილეთი რომ ამეღო, მაგრამ სადაა საფულე?! მცირე შეშფოთების შემდეგ გამახენდა, რომ მას შემდეგ რაც ჩემს კოლეგას 20-ლარიანი დავუხურდავე, საფულე როგორც დავაგდე მაგიდაზე, ისევე დავტოვე. რა მექნა? ადრე რომ შემემჩნია ცოცხალი თავით არ ავიდოდი ტრანსპორტის ზემოთდასახელებულ სახეობაში (მართლა, მართლა), მაგრამ უკვე იქ ვიყავი, ხოდა, მორალურად მოვამზადე საკუთარი თავი უბილეთოდ მგზავრობისათვის (ხუმრობა იქით იყოს და ჩემთვის ეს სეიორზული ამბავია. ავადმყოფობამდე კანონმორჩილი ვარ, სხვანაირად ფიზიკურად არ შემიძლია)! ნუ, მოკლედ, თავი დავიმშვიდე, ეს მეტად არ განმეორედება, ერთხელ რა უშავს, ვის არ მოსვლია-მეთქი და ა.შ.

ის ის იყო ჩამოვგოგმანდი ჩემს გაჩერებაზე, რომ ვითარცა წიწილას ძერა, კონტროლიორი კისერში მწვდა, აბა ბილეთიო! გულში საკუთარ იღბალს 5 ენაზე შევაგინე და მშვიდად ვაღიარე, რომ ბილეთი არ ამიღია! ამ მომენტში პირველ კონტროლიორს ორი სხვა შემოუერთდა, ერთი ახალგაზრდა და მეორე უფრო ვ ვოზრასტე. ახალგაზრდამ კატეგორიულად მომთხოვა პირადობის მოწმობის წარდგენა. ნუ, აქ კიდევ ერთხელ შევიგინე გულში, იმიტომ, რომ პირადობის მოწმობაც და სხვა ყველაფერიც იმ წყეულ საფულეში იდო! სამსახურის მოწმობა მქონდა თან, რომელიც შენობიდან გამოსვლისას ჯიბეში ჩავიტენე სასწრაფოდ. ასეც ვუთხარი და მიზეზიც ავუხსენი. ისევ იმ ახალგაზრდამ კატეგორიულად გამომიცხადა, რომ პირადობის მოწმობა სჭირდებოდა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განყოფილებაში გადამიყვანდა. რა მექნა, იგივე გავიმეორე და მოწმობა მაინც მივაწოდე. ახალგაზრდამ შეისწავლა, მაგრამ ტონი არ შეურბილებია. მე კი ამ წუთას კარგადნაცნობ სპაზმს ვგრძნობდი ყელში, რომელიც ნევრიულობისას მსტუმრობს. შიში და სხვა რამე კი არა, არანორმალურად შემრცხვა! როგორია? საკმაოდ ხმამაღალი სამსახურის წარმომადგენელს, არცთუ თინეიჯერულ ასაკში, იჭერენ ავტობუსით უბილეთოთ მგზავრობის ფაქტზე!!! ბლიაჰ! სულ ფერები გადამდიოდა, მაგრამ ბნელოდა და არ ჩანდა. ამის შემდეგ იყო ჩემი რეჩი, რომ საშინლად მრცხვენია, თვითონ სამართალდამცავმა კანონი რომ დავარღვიე, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ა.შ. ამაზე ასაკოვანი კონტროლიორი აღფრთოვანდა, ნახე რა ვაჟკაცი გოგოაო, ახალგაზრდას უთხრა და სად ცხოვრობო მკითხა. ახალგაზრდამ გაატარა და მირჩია პირადობის მოწმობა მომეძებნა. რაც არ მქონდა, რას მოვძებნიდი? ვუთხარი, პასპორტს ჩამოგიტან სახლიდან, სხვა არეფერი შემიძლია-მეთქი. მგონი, გაუკვირდათ, რომ არ დავიწყე, აი, ხომ ხედავთ, მეც კოლეგა ვარ, დავივიწყოთ ეს ამბავი და მისთანები. წადი და მოიტანეო, თან სამსახურის მოწმობა დაიტოვა. 5 ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული მომბრუნეს. ასაკოვანმა ისევ მითხრა, ვაჟკაცი გოგო ხარო და ღმერთმა გაგიმარჯოსო, ახალგაზრდას კი ფლირტის უნიჭო მცდელობა ჰქონდა, რომ არ გაგიშვა, ქმარი გაგიბრაზდებაო, მეც ინსტინქტურად წამოვროშე, არ ვარ გათხოვილი-მეთქი. იმანაც, რა კარგი გოგო ხარო, რას ელოდებიო, რამდენი წლის ხარო. მერე ბლოკნოტი გადაშალა, არა ნომრის გამორთმევას ვერ შემოგბედავ, თორემ ისე კი შეგხვდებოდი მერეცო. სახეზე ეწერა იმედი, რომ ჩემით ვეტყოდი, მადლიერების ნიშნად, მაგრამ მე მარტო გავუღიმე და წამოვედი. რა უმადური ვარ, ღმერთო ჩემო!

დასკვა ინციდენტიდან:

  1. მტერი დადგა ჩემი იღბლის იმედად;
  2. არც ისეთი მახინჯი ვარ, მე რომ მგონია!

ჩვენს შორის დარჩეს და  სულ არ მემხიარულებოდა! ახლაც, რომ ვწერ, თუ დამიჯერებთ, გავწითლდი! ეს ერთ-ერთი იმ მოგონებათაგანი იქნება, უცბათ თავს რომ წამოყოფს ხოლმე და სასწრაფოდ მეხსიერების კუნჭულში გადავმალავთ, უხერხულობისა და უსიამოვნებისაგან! საზიზღარი გრძნობაა!ვიღაცას შეიძლება სასაცილოდაც არ ეყოს, ნუ რა მოხდა მერე, მთავარია, ხომ გამოძვერიო?! არა, ბატონო! ჯერ ერთი, უკვე აღვნიშნე, ავამდყოფობამდე კანონმორჩილი ვარ! დილაადრიან, მანქანის ჭაჭანებაც რომ არაა, მაშინაც კი არასოდეს გადავსულვარ წითელზე! მართლა! მეორეც კიდე, მთელი ცხოვრება ხმისჩახლეჩამდე ვყვირი, კანონი ყველსათვის კანონი უნდა იყოს, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი საკუთარ საქციელზე-მეთქი და უცბათ თავად აღმოვჩნდი ჩემს სამსახურს ამოფარებული! განგებ კი არ მიქნია, მაგრამ მაინც. თავს ვიმშვიდებ, რომ უფრო სიმპათიამ გაჭრა, ვიდრე სხვა ამ პლასტიკის ნაჭერმა! ბლინ! დიდი სტრესი იყო, რა!

Advertisements

13 responses to “ჩემი პირველი სამართალდარღვევა, ანუ სადაა იღბალი?!

  1. ბაბისა ამბობს:

    vah, mec mqonda egeti shemtxveva, fuli ki mqonda, magram ara xurdebi,hoda ver avige bileti, mere amovidnen kontroliorebi da huh…. ar damajarimes, mec agdavrchi simpatiebis wyalobit 😀 :))

  2. Leonard Shelby ამბობს:

    3-ჯერ ვიმგზავრე სულ უბილეთოდ და სამივეჯერ გადავრჩი. :დ პირადობა არასოდეს არ დამაქვს თან და განყოფილება გარანტირებული მაქვს თუ უბილეთოთ ვიმგზავრე. :დ

  3. fsiQe ამბობს:

    მე ერთხელ ვიყავი უბილეთოდ და კონტროლიორები რომ ამოვიდნენ მითხრეს რატომ არ იღებ ბილეთს მაგას ხომმმაინც ფული არ უნდა უფასოაო. 😐
    მოსწავლე ვეგონე და გავბრაზდი, მაგრამ რას ვეტყოდი 😐
    სხვა დანარჩენი სამართალდარღვევები ძირითადად გზაზე გადასვლით შემოიფარგლება, თუმცა როცა შუქნიშანია იქ მართლა საათობით ველოდები როდის აინთება. აი მე5 კორპუსთან კიდევ 2-ჯერ მამხილა პატრულმა, მაგრამ ორჯერვე გამიშვა : D

  4. Sophie Golden ამბობს:

    :ლოლ:
    არადა რომ იკითხო, უბილეთოდ არავინ დადის 😀 კომენტარებში გამოჩნდა, რომ ძალიანაც დადიან 😀 ჰეჰეჰე
    აი, ხომ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარე 😀 все к лучшему!

  5. ნატოშა ამბობს:

    მე ერთადერთხელ ვიმგზავრე “უბილეთოდ” და მაშინაც ნერვები მიმაწყდა. ოღონდ მართლა სანერვიულო იყო. ლონდონში ვიყავი იქ კი იმხელა ჯარიმებია, მაგის გადამხდელი არ ვიყავი. არადა, იმ დილით დამიმთავრდა “ბარათზე” თანხა და დასატენად ავტობუსით უნდა წავსულიყავი… 😀 მოკლედ, რაც მე მანდ ნერვები ვიწყვიტეეეეე ) მაგრამ გადავრჩი.

  6. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    ისე გურწფელად მოყევი რომ დავიჯერე – ნამდვილად გაწითლდებოდი. თან მეც არ მიყვარს კანონის დარღვევა და მსგავს უხერხულ სიტუაციებში თავის ამოყოფა, ამიტომ კარგად მესმის შენი. ისე მე 5 ენა სულ არ ვიცი, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ნამდვილად ათ ენაზე მაინც შევუკურთხებდი საკუთარ იღბალს. 🙂

  7. polkovniki ამბობს:

    კონტროლიორების საქციელი მომეწონა (ბოლოს) კარგია, რომ გულისხმიერება გამოიჩინეს. თუმცა მე რაც შემიმჩნევია უბილეთო ქალებს უფრო ემტერებიან ვიდრე კაცებს.

    უბილეთოდ არასოდეს მიმგზავრია, მაგრამ ერთხელ მე და ჩემ მეგობარს ავტობუსში მხოლოდ 20 თეთრი გვქონდა ხურდებით და 10 თეთრიანი ბილეთები აიღო ორივესთვის. მთელი გზა ვებუზღუნებოდი კანონი რად დამარღვევინე მეთქი 🙂 მაგრამ იღბლად გადავრჩით 🙂

  8. nini ამბობს:

    TviTon ambavze Zalian bevri vicine, magram am bolo abzacma momiSala nervebi. ra aris, ra ici xolme yvelafrisgan tragediis Seqmna, uf?!

  9. unaamarga ამბობს:

    შენ მაგას ვერ გაიგებ! 😛

  10. nastasia ამბობს:

    auu,eg kide ar aris iseti koshmari (nu,tu sheni kanonmorchilobidan gamomdire uxerxulobas ar chavtlit),magram me avrtiashi 2 evroiani biletis ar qonis gamo ro 100 evro gadamaxdevines da manamde kide policiis ganyofilebashi camiyvanes,eg iyo koshmari 😛

    • unaamarga ამბობს:

      ოოო, ეგ სერიოზული ამბავია, ჩემი მაგასთან ვერ მოვა სიმძიმით! უბრალოდ მე სხვა მომენტი მქონდა რა, იმდენად მყვირალა სამსახურებრივი სტატუსი მაქვს, ძაან ტეხავს უბილეთოდ მგზავრობაზე რომ დაგიჭერენ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: