ფობიები და სერჩ-ტერმები ეს ის თემებია, რომლებზეც თითქმის ყველა ბლოგერს აქვს დაწერილი მინიმუმ ერთი პოსტი. მეც წარმოგიდგენთ იმ საძებნ ფრაზებს რომელთა წაყლობითაც ბოლო პერიოდში ჩემს ბლოგზე ხვდებიან ხოლმე:
- Linguistuss – ამხელა ფილარმონია ბლოგი აქვს კაცს და ჩემთან ეძებენ?!
- რა არის შურისძიება? – აბა, რა გითხრათ, საკუთარი აუტანელი ხასითის მიუხედავად, შურისმაძიებელი ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ! ისე, არსებობს მოსაზრება რომ შურისძიება იჭმევა და თანაც ცივად! 😉
- “ცხვირსახოცები მოიმარჯვეთ” – ჰმ, ცხვირსახოცები და დროშების მინდა ეხლა?!
- რას მიჩვენებს ჩემი ქვეყნის ისტორია? – ამ საკითხზე არ მეხუმრება! იმას, რომ “ასეთები ვართ ჩვენ, სამშობლი ქვეყნის გამყიდველები, მოღალატეები და მარადი ქონდრისკაცები!”
- მოჩვენება, მოჩვენება სასამართლოში – არ მოგბეზრდათ?!
- სეკსები – უზრდელი ხარ, ვიღაცა ხარ!
ა ვაბშეტა, პოსტის დაწერა სრულიად სხვა საკითხზე მინდოდა! კერძოდ იმაზე, თუ რა ძნელია ზოგჯერ არჩევანის გაკეთება და კონკრეტულად რა არჩევანის გაკეთება მიწევს მე, მაგრამ, უვი, მეზარება! სხვა დროს დავწერ, თუ ძალიან არ გამიბრაზდებით!
კომენტარის დატოვება