მწარეს ბლოგი

chez moi

დაპირებული პოსტი

on ოქტომბერი 4, 2009

მოკლედ ასე, გუშინ სამოქალაქო პალატის რამდენიმე თანამშრომელი და ოთხი მოსამართლე კახეთში ვიყავით. მოვილოცეთ დავითგარეჯი და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი, ბოლოს კი სიღნაღში შევიარეთ. დავითგარეჯზე ვრცლად აღარ შევჩერდები, ცალკე პოსტი მაქვს ამაზე დაწერილი, მარტო იმას ვიტყვი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვესტუმრო, ამ ადგილების სილამაზე ყოველთვის გამაკვირვებს და მომხიბლავს! ჰო, კიდევ ის, რომ ამჯერად, წინა ვიზიტისაგან განსხვავბით, ზემოთ ასვლა შევძელი, ღმერთმა მომცა ამის ძალა! არც თავბრუ დამხვევია და არც გული ამომვარდნია!

ასევე ულამაზესია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ეზო არის საოცრად მოვლილი და სუფთა. აი, ასეთი:

03102009346

ეს თავად მონასტრის ერთი კედელი:

03102009347

აქ თავად წმინდა ნინოა დაკრძალული. ძნელი გადმოსაცემია სიტყვიერად, რას ვგრძნობდი ამ წმინდა ადგილების მოლოცვისას. არც შევეცდები! ვისაც გწამთ, ისედაც მიმიხვდებით!

ალბათ, უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ამ მონასტერში წმინდა ნინოს წყაროა, რომელიც ჰკურნავს, თუ მასში რწმენით შეხვალ. იცით, რომ რწმენა დიდი ძალაა და თუ ადამიანს სწამს განკურნების, ონკანის წყალიც რომ დაალევინო, ისიც უშველის. “პლაცებოს ეფექტი” ზუსტად ამას ემყარება, ხომ მართალია? თუმცა, დავანებოთ თავი ამ ფენომენის შემდგომ განვრცობას და თემას დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ, ჩვენ წყალში არ ჩავსულვართ, რადგანაც, იმხელა რიგი იყო, ძალინ დაგვიგვიანდებოდა. გული დამწყდა!

მონასტერთან ახლოს, ტყეში არის სპეციალურად მაგიდები ექსკურსანტებისათვის, სადაც სადილობაა შესაძლებელი. ყველაფერი საკმაოდ სუფთაა და სასიამოვნო გარემოა! იქ ერთი მონაზონი მოვიდა ჩვენთან, თუმცა შეიძლება მონაზონი არც იყო, მათი სამოსი არ ეცვა, კარგად ვერ ვერკვევი ამაში. გვითხრა, რომ მონასტრის წინამძღვრისაგან ჰქონდა კურთხევა, რომ აქ მოსული არც ერთი მოტრაპეზე არ გაეშვა წმინდა ნინოსა და თავად მონასტრის ისტორიის მოყოლის გარეშე. ჩვენც გვიამბო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაქრისიტიანების ამბავი კარგად იყო ჩემთვის ცნობილი, ისე ემოციურად ჰყვებოდა, ცრემლები წამომივიდა!

ბოდბიდან სიღნაღში წავედით. აქ პირველად არ ვყოფილვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვიხიბლე! მართლა ძალიან ლამაზადაა გაკეთებული!

ასე ჩანს ალაზნის ველი სიღნაღის გალავნიდან. უკაცრავად ხარისხისათვის, წესიერი ფოტოაპარატი საკუთარ თავს ვერ ვაღირსე!

03102009359

ესეც ჩემი კოლეგები გალავანზე. მათი თანხმობის გარეშე კი არ მქონდა ფოტოს დადების უფლება, მაგრამ, იმედია, მაპატიებენ 🙂

03102009363

კიდევ ხედი:

03102009365

რასაკვირველია, მთელ ამ პროცესს ახლდა უამრავი ხუმრობა და მხიარულება, თუმცა იმას, თუ რაზე ვხუმრობდით მოსამართლეებთან ერთად და როგორ გავერთეთ, აქ არ დავწერ! 😉

სახლში ისეთი დაღლილი და ემოციებით აღსავსე დავბრუნდი, გათიშულს დამეძინა სადღაც ათ საათზე. ასეთი პრეცენდენტი ისტორიას დიდი ხანია აღარ ახსოვს! 🙂 ახლო მომავალში ალავერდში ვგეგმავთ წასვლას. წინასწარ მიხარია!

Advertisements

7 responses to “დაპირებული პოსტი

  1. Katten Försvann ამბობს:

    იფ იფ, რა კარგი სურათები ბდა რა აკრგი ხედებიაა 🙂

  2. ბაბისა ამბობს:

    lamazi adgilebia, bodbec momenatra da raxania garejshi minda wasvla da evr movabi tavi 🙂

  3. Lalena ამბობს:

    აუ რა მააგარია, მომენატრა თანამშრომლებთან ერთად სადმე წასვლა, მაგრამ სანამ ისევ არ დავიწყებ სამსახურს მგონი ადრეა ამაზე :)))))))))))

  4. Sophie Golden ამბობს:

    ჩემი ლამაზი საქართველო!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: