მწარეს ბლოგი

chez moi

ოცნება თუ სურვილი?

on ოქტომბერი 8, 2009

პიკასოს დაწყებულმა ახალმა ტეგ-თამაშმა კიკიტოს მეშვეობით ჩემამდეც მოაღწია, რაც იმიას ნიშნავს, რომ   ოცნებების შესახებ უნდა გიამბოთ, თანაც ილუსტრირებულად.

ჰმ, ოცნება! ყოველთვის მდიდარი წარმოსახვა მქონდა! ძალიან, ძალიან ხშირად მითქვამს ან მიფიქრია „გმადლობ, ღმერთო, რომ არ მაძლევ ყველაფერს, რასაც ვნატრობ!“ მეტისმეტად მავნე სურათებს მიხატავს ხოლმე, ზოგჯერ, ჩემი ფანტაზია!

საკმაოდ მეოცნებე ბავშვი ვიყავი, რამდენადაც მახსოვს! ყველაფერი იყო ჩემს ოცნებებში, ზღაპრული უფლისწულებიც, სასახლეებიც, ცნობილი ადამიანები, წიგნის გმირები და მეც, სხვადასხვა სახით თუ სტატუსით. საერთოდ, ოცნება ჩემთვის ყოველთვის რაღაც არარეალურთან ასოცირდებოდა, რაღაც ისეთთან, რისი მიღწევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, არასოდეს მოიცნებია (ჩემი გაგებით) რაღაც ნივთებზე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ნივთი მიღებადია. ამ ეტაპზე კი, შეიძლება ითქვას, ოცნებები აღარ მაქვს. ყველაფერი, რასაც ქვევით ჩამოვწერ, ჩემეული განსაზღვრებიდან, სურვილებია, რადგანაც, არც ერთი მათგანი არაა წარმოუდგენელი და აუხდენელი. ერთადერთი ოცნება, მართლა ოცნება, რომელიც ამჟამად მაქვს, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა, ყოველგვარი შიდა და გარე საფრთხეების გარეშე! თუმცა, ამ საკითხს აღარ შევეხები, პირად ოცნება-სურვილებზე გადავალ.

მაშ ასე, ჩემი პირველი სურვილი:

76317811.CSY08xgr.IMG_0005Ah_V6.jpg

პაწაწინა სახლი მინდა, წინ ბაღით და ბევრზე ბევრი ყვავილებით. ზუსტად ასეთი არა, მაგრამ, ესეც გამოდგება!

ჩემი შემდეგი სურვილი:

302984_D013_00164_S_CROP

გეცნობათ, არა? ძაღლის ყოლა მინდა, განსაკუთრებით კი სენბერნარის! ამ ეტაპზე არც საცხოვრებელი ფართი და არც ცხოვრების წესი ამის საშუალებას არ მაძლევს. პირველი სურვილის ასრულების შემთხვევაში, ესეც განხორციელდება!

დალშე:

world_map_IHO

მოგზაურობა! მინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანას ვესტუმრო და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცნო!

მეოთხე სურვილი, ჰმ, ამას ფოტოთი ვერ გამოვხატავ! მინდა ჩემი ცხოვრება რაც შეიძლება საინტერესო და სისხლსავსე იყოს, უჩვეულო და მრავალფეროვანი! ჩემზეა დამოკიდებული, ალბათ, არა?!

და ბოლოს, ყველაზე ამბიციური სურვილი! ეს მართლა ჰგავს ოცნებას, იმიტომ რომ ასრულების უმნიშვნელო შანსები არსებობს:

3970_l

ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა. დიდი სურვილი მაქვს ოდესმე, მრავალი წლის შემდეგ აქ მოსამართლე ვიყო!

მოკლედ, სულ ესაა! ყველას გისურვებთ თქვენი ოცნება-სურვილების ახდენას, ოღონდ ისეთების, რომლებიც მართლა გინდათ და გჭირდებათ! ჩემის მხრივ კი ვთაგავ:

  1. ჰიუსტონს;
  2. ლილუს;
  3. დალიელას;
  4. ლალენას;
  5. ქართველს.

Advertisements

5 responses to “ოცნება თუ სურვილი?

  1. cartveli ამბობს:

    თაგ-ობანა რა ყოფილა ახლა გავიგე შენგან.
    მადლობა.
    შენს და-თაგ-ულებს ჩამოვყევი.
    საინტერესო კომპანიაში მოვხვდარვარ.
    ინტერესით დაველოდები მათ წერილებს.
    თუმცა ჩემს დასაწერზე ახლა რაც წარმომიდგა ალბათ:
    1. დროს და მუზას დაველოდები
    2. გავითვალისწინებ, რომ შენს კომპანიაში ერთი ვარ კაცი.
    3. შევეცდები გვერდზე გადავდო მთავარი სურვილი, რაც ყველას საერთო გვაქვს – საქართველო.

  2. indefinite ამბობს:

    ise wer shua gzashi rom ver gaagdeb kitxvas, sheni texstebi arc ase wagakitxebs tavs rasac qvia an mxolod dasawyis, an shua nawils an dasasrulis kitxva zedapirulad… ise, dasasruli arcertshi chans ……

  3. Lilu ამბობს:

    ჩემო კარგო, ბოლო სურვილის ასრულებას გისურვებ მთელი გულით და სულით და ვფიქრობ ამ სურვილის ასრულებას სხვა დანარჩენის ასრულება მოყვება უპრობლემოდ 😉

  4. daliela ამბობს:

    მაგ პოსტსაც დავწერ! :yes:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: