მწარეს ბლოგი

chez moi

How to Choose?

on ოქტომბერი 20, 2009

თითოეულ ადამიანს მილიონობით არჩევანის გაკეთება გვიწევს ამ ცხოვრებაში. ყოველდღიურად ბევრ რამეს ვირჩევთ, წვრილმანს ან მსხვილმანს და მე მჯერა, რომ ყველა ჩვენი არჩევანი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ყველაზე უმნიშვნელოც კი! თითოეული ჩვენგანი დაბადებულია ამ უნიკალური უნარით – არჩევანის უნარით! ყველგან, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული ვარიანტი – კარგი ან ცუდი, ნუ, ესეც შეფასებითი კატეგორიაა, მაგრამ მაინც. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ამ უნარს არ ვიყენებთ, ვიღაცის აზრის, რაღაც კლიშეების, საკუთარი უუნარობის და ა.შ გამო, ვთრგუნავთ, ჩვენს თავში ვკლავთ ყველაზე უნიკალურ თვისებას, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა! თუმცა მოდით ეს ზოგადი საუბრები გვერდზე გადავდოთ! დღეს მინდა საკუთარი არჩევანის გაკეთების პრინციპის შესახებ გიამბოთ!

ცოტა ხნით წარსულს დავუბრუნდეთ! რამდენიმე წლის წინ ძალიან გამიჭირდა მომავალი პროფესიის არჩევა. მეტისმეტად ბევრი რამ მაინტერესებდა და, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბევრიც გამომდიოდა. არ მქონია ერთი კონკრეტული მოწოდება ან ერთი, მკვეთრად გამოხატული ნიჭი, რომელიც უნდა განმევითარებინა (მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო ვიყავი ყველაფერში და არაფერში მართლა ნიჭიერი)! თუ ჩემს ბლოგს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ ძველი დღიურების გადაკითხვა დავიწყე. ხოდა, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ დაახლოებით მე-9-მე-10 კლასებში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ერთადერთი მიუღებელი პროფესია ჩემთვის იურისტობა იყო! ვწერდი, რომ თუ იურისტი გავხდებოდი, სული დამიმახინჯდებოდა და ჩემში ყველაფერ საუკეთესოს მოვკლავდი! უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ვერსად ვიპოვე ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რატომ გადავწყვიტე იურიდიულზე ჩაბარება. ერთი ფაქტია, ეს არ იყო ჩემი მშობლების ან ვინმე სხვისი არჩევანი, მათ ჩემი იურისტობა არ უნდოდათ. ეს იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ რატომ?! რეალურად ეს ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო და არ მახსოვს არავითარი კონკრეტული მოტივები. ასეა თუ ისე, ვთვლი, რომ არჩევანმა გამიმართლა!

ერთი სიტყვით, საკუთარ ცხოვრებას რომ გადავავლე თვალი, ყველა მნიშვნელოვანი არჩევანი ასე სპონტანურად მაქვს გაკეთებული, მაშინ, როდესაც ბევრს ვყოყმანობ და ვწონი წვრილმანებს! სპონტანურად, წამიერად ავირჩიე პროფესია, ასევე დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება ჩემი პირველი სამსახურის შესახებ, ისევე როგორც მოგვიანებით ამჟამინდელ სამსახურში გადმოსვლა გადავწყვიტე, არადა, მანამდე რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაზე ვთქი უარი და ა.შ. ყველა გადაწყვეტილებას აქ არ ჩამოვთლი, უბრალოდ, სიტყვაზე მენდეთ, რომ ყველა მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება წამიერადაა მიღებული! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს მინანია ეს გადაწყვეტილება შემდგომში, მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრის და განსჯის შედეგად ხშირად ვუშვებ შეცდომას. არ ვიცი, ამ დროს რა არის განმსაზღვრელი ფაქტორი, ინტუიცია, მეექვსე გრძნობა, თუ მფარველი ანგელოზი მკარნახობს სწორ გზას, მაგრამ ფაქტი ერთია – ყველა წამიერი, იმპულსური არჩევანი სწორი აღმოჩნდა! თავიდან რომ თითქოს არაფერი, საბოლოო ჯამში, ისეთმა გადაწყვეტილებებმაც კი ჩემთვის სასიკეთო შედეგამდე მიმყვანა. ხოდა, იბადება კითხვა, ხომ არ გავუშვა ლოგიკა და ჭკუა (თუკი მაქვს) პენსიაზე და მთლიანად ინტუიციის იმედად ხომ არ ვიყო?

Advertisements

7 responses to “How to Choose?

  1. Sophie Golden ამბობს:

    მე გეტყვი, რომ ყველაზე სწორი სპონტანური გადაწყვეტილებებია 🙂 რაც უფრო მეტს ფიქრობ, გონება გერევა, აზრები გეკლაკნ-გეხლართება თავში და სწორი არჩევანის გაკეთება უფრო ძნელდება.
    You’re cool & you know it!

  2. Lalena ამბობს:

    wow მთელი ბავშვობა ვიძახდიი: რა რაა დაიურისტი ნამდვილად არ გამოვალთქო და პირველ კურსზე პირველ ლექციაზე, რომ დავჯექი გავიფიქრე ნამდვილად იქ ვარ სადაც უნდა ვიყოთქო…
    მეც რაც უფრო ნაკლებს ვფიქრობ მით უფრო სწრაფად და სწორად ვწყვეტ… ვაბრალებ არ ვიცი რას, ყველაზე ადვილი დასაბრალებელი ჰოროსკოპია და… თევზები ვარ 🙂

    • unaamarga ამბობს:

      ხო, ჰოროსკოპის მიხედვით ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა, მორიელებს კარგად განვიტარებული ინტუიცია აქვთო, ნათქვამია!

  3. ჰიუსტონ ამბობს:

    იურისტობა კარგია :>

  4. Lilu ამბობს:

    მე მუადმ სპონტანურ გადადწყვეტილებებს ვიღებ, თუ არ ჩავთვლით პროფესიას 🙂 რავიცი ჯერჯერობით მიმართლებს. ალბათ ასეც უნდა იყოს, მოულოდნელი ყველაფერი კარგია 😉

  5. ბაბისა ამბობს:

    mm
    me mainc mgonia, rom yvelafers erti targi ar ergeba- anu
    aris ragaceebi rashic spontanuroba zalian sachiroa
    da aris ragaceebi, rac zalian seiozulia da spontanuroba, sheizleba inano da kargad rom dafiqrebuliyavi, shesazloa sxvanairadac geqna
    hoda ai is rom gansazgvro sad girs fiqri da sad ara – esaa mtavari ! vot
    :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: