მოკლედ ასე, 8 ნოემბერი ოფიციალურად უკვე დადგა. რომ გითხართ, კომპთან ჩასაფრებული ვიჯექი, პოსტი რომ დამეფაბლიშებინა ამ დროს-მეთქი, ნამდვილად ტყუილი იქნება, მაგრამ რადგან ისე გამოვიდა, რომ მაინც აქ ვარ, ერთ-ორ სიტყვასაც ვიტყვი, კიარადა დავწერ.
ესეიგი, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, 1984 წლის 8 ნოემბერს, გათენებისას (კვირის რომელი დღე იყო ზუსტად არავის ახსოვს) დავბადებულვარ თურმე მე. წვიმდაო, ასე მიყვებიან. დავიბადე, თორემ ეხლა რა, მეც დიდი ვინმე არ ვიყო! დედამიწას კიდევ ერთი მდედრობითი სქესის მტირალა პარაზიტი შეემატა ჩემი სახით, რომელიც თავის თავს რატომღაც ადამინს უწოდებს! თუმცა, მოდით, არ გვინდა ეს სევდიანი დეტალები! წესით, დაბადების დღე უხარიათ ხოლმე, მეც მიხარია და რა მაბუზღუნებს, მაინც ვერ ვხვდები! უძილობის ბრალია, ალბათ!
სურათი მაინც დავდო, თორემ ტორტს ვინ მიმაკარებს ისე! 😉
ბევრი რომ არ ვიბოდიალო, 25 წლის გავხდი! დიდი დროა, მეოთხედი საუკუნე, არც მეტი და არც ნაკლები! რომ გადავხედოთ ამ წლებს, საკმაოდ ბევრი მაქვს გასახსენებელი, კარგიც და ცუდიც, ბევრიც მიცნია და ბევრიც მიტირია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვცხოვრობდი! არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი მექნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 25-ზე ნაკლებად საინტერესო არ იქნება. სურვილების ასრულებას ვუსურვებ საკუთარ თავს (ლოლ, მაგარი წინადადებაა ეს), კონკრეტულად კი, იმ ერთი პაწუკა, მაგრამ მნიშვნელოვანი სურვილის, რომელზე მუშაობაშიც თავს დამათენდება სავარაუდოდ!
happy birthday to you 🙂 🙂 🙂
Gilotsav 🙂 mravals daescari 🙂
გილოცააააააააააააააააააააააააააავ :*
happy birthday 🙂
gilocav ^^
მეც გილოცავ!!! 🙂
diidu uuje didi qali yofilxar vejo da droa ganstxovebisa 🙂 gilocav yvelafers kargs gisurveb gulit :*
გილოცავ გენაცვალეე!!!!!!!!!!!! დანარჩენს მერე პირადად გეტყვი :*:*:*
ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის! ლავ იუ!
მეც გილოცავ დაგვიანებით!!! 8-ში კომპიუტერი არ ხელმეწიფებოდა და ვერ მოგილოცე. ALL THE BEST TO YOU!!!!!
მალე დაგეწევი მეც 25-ში 😉
madloba, Cemo kargo!
გილოცააააააააააავ 🙂