მწარეს ბლოგი

chez moi

Movies Watched

on ნოემბერი 15, 2009

დიდი ხანია, ბლოგი ასე უპატრონოდ არ მიმიტოვებია, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, გამოწურული ლიმონივით ვარ, არაფერი სასიკეთო თავში არ მომდის, ამიტომ, მოდით, უბრალოდ იმ რამდენიმე ფილმს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვუყურე:

Scusa ma ti chiamo amore (მაპატიე სიყვარულისათვის)

scusa-ma-ti-chiamo-amore-poster-wallpaper-locandina

მხოლოდ 17 წლის ასაკშია ყველაფერი ისე, როგორც სიმღერაში? 20-წლიანი სხვაობა ბევრია სიყვარულისათვის? არა! საკმაოდ სასიამოვნო რომანტიული კომედიაა, სადაც ძველი იტალიური სიმღერები ჟღერს და პლუს, ზესიმპატიური რაულ ბოვა ბონუსად!

Little Ashes (მცირე ფერფლი)

little_ashes_movie_poster

ფილმი სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას ურთიერთობას ეხება. საკმაოდ კარგი საყურებელია. კსტატი, „Twilight“-ის ფანებს რობერტ პატინსონის ცნობა არ გაგიჭირდებათ. დალის როლს სწორედ ის ასრულებს! ფილმის ყურება რომ დავიწყე, მეგონა სალვადორ დალი კი არა, გადაცმული ედვარდ ქალენი დადიოდა, იმიტომ, რომ ბატონი რობი ერთ სტილში ასრულებს ორივე პერსონაჟს, თუმცა სადღაც 1/3-ის შემდეგ მართლა ახერხებს გარდასახვას და საინტერესო სახეს ქმნის, ჩემი აზრით. მოკლედ, თუ მამაკაცებს შორის სიყვარულის იდეა გულს არ გირევთ და არც შიშველი პატინსოსნის ხილვის პერსპექტივა გაშინებთ, აუცილებლად უყურეთ!

The Blue State

bluestate

ფილმი ახალგაზრდა ბლოგერზეა, რომელსაც იმდენად ეზიზღება ჯორჯ ბუში, რომ არ უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მას პრეზიდენტად ირჩევენ და კანადაში გარბის, ქალთან ერთად, რომელიც, როგორც შემდეგ ირკვევა, დეზერტირია. ფილმის ყურების პარალელურად ათას სხვა რამეს ვაკეთებდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დამაინტერესა, თუმცა ერთი-ორი დასაფიქრებელი მომენტი ნამდვილად იყო.

Blades of Glory

blades_of_glory_ver3

ორი მოციგურავე მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, დისკვალიფიკაციის შემდეგ ერთიანდებიან და როგორც წყვილი ისე იწყებენ გამოსვლას. მამაკაცების წყვილს ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ, ძველი მტრობის, საზოგადოების უნდობლობის, კონკურენტების ხრიკების და ა.შ, თუმცა, საბოლოოდ, აღიარებას მაინც აღწევენ. ზედაპირული ფილმია, ყოვლად უაზრო დასასრულით, თუმცა თავად ყინულზე სრიალის სცენები მომწონს, განსაკუთრებით ბოლოს, ჩემპიონატზე გამოსვლაა შთამბეჭდავი!

Advertisements

5 responses to “Movies Watched

  1. fsiQe ამბობს:

    რაულ ბოვა არ მომწონს :დ
    ის გოგო კი მომეწონა, ფილმი ნაკლებად
    ასაკში განსხვავების “პრობლემა” რომ არის მომწონს, არ ვთვლი რომ 20 წლიანი სხვაობა ბევრია სიყვარულისთვის, საერთოდ არ ვთვლი, რომ სხვაობა არსებობს სიყვარულში :პ

  2. nini ამბობს:

    me Blades of Glory momcons da is Little Ashes kidev ar momecona, mdzimeT sayurebelia, Tumca Pattinson rules!!!

  3. Sophie Golden ამბობს:

    აქედან ნანახი მაქვს რაულ ბოვას ფილმი, სადაც ნერვები მეშლებოდა იმ პატარა გოგოშკაზე 😀 იმიტომ, რომ ბოვა აშკარად გაწონასწორებული ტიპია და ეს გოგო კიდევ :ბლახ: მაგრამ ბოლოს რაღაც ძალიან დიდურად იქცევა. მოკლედ, დებილობა ფილმია, სიმღერები ჯობია მთელ ფილმ-სცენარ-რეჟისურას, განსაკუთრებით ბიაჯო ანტონაჩის სიმღერები… http://www.youtube.com/watch?v=kRNsRjFdBhA

    “ლურჯი შტატი” მეც ზუსტად ასე ვნახე, გადართვა-გადმორთვით, ერთადერთი მომეწონა, რომ ბლოგერი იყო და თანაც ბლოგსპოტზე პოსტავდა 😀

    პატინსონს ვერ აღვიქვამ სერიოზულ მსახიობად და ფილმიც არ მაინტერესებს. პირადი ცხოვრების ფილმებზე დიდად არ ვგიჟდები.

    კარგი იყო მიმოხილვა, danke schön! 1,5 თვეა ტელევიზორი არ მინახავს და არც ფილმები, ახლა ვხვდები რა ბედნიერი ვარ =))

    • unaamarga ამბობს:

      lol: მართლა ბედნიერი ხარ ტელევიზორის გარეშე! 😉
      ანტონაჩის სიმღერები მართლა მაგარია, ამ ფილმის მერე ფაქტიურად “შევჯექი” მათზე :). პატინსოსნ რაც შეეხება, ორად-ორ ფილმში მყავს ნანახი, ბინდში და აქ, ხოდა ბინდზე უკეთესად კი გამოიყურება, თუმცა სერიოზულ მსახიობობამდე ბევრი აკლია, რა თქმა უნდა.

  4. sophie ამბობს:

    pirveli 2 filmi nanaxi maqvs da momwons kidec…ai danarchenebze verafers ver vityvi 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: