მწარეს ბლოგი

chez moi

ისევ ემო

on ნოემბერი 16, 2009

არა, არ მიყვარს ბლოგზე ემო რაღაცეების წერა! პირველ რიგში, იმიტომ, რომ ზოგადად საკუთარი ნეგატიური განწყობის სხვებისთვის თავს მოხვევა არ მიყვარს და მეორეც იმიტომ, რომ ბლოგი არაა პირადი დღიური. მოკლედ, ჩემი რჩევაა, გამოტოვეთ ეს პოსტი! ამას ჩემთვის ვწერ, მე მჭირდება და თქვენ მისი წაკითხვა არაფერს მოგცემთ!

ამ წუთას სერიოზულად მიჭირს! თითქოს ახალი არ უნდა ყოფილიყო, ის რაც მოხდა. ჯერ კიდევ სექტემბერში ვიცოდი, რომ ეს ამ პერიოდისათვის დაიწყებოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი პანიკამ მომიცვა! ვიხრჩობი! 8-თვიანი კოშმარი იწყება ჩემს ცხოვრებაში და მე ამისთვის მზად არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად! არ ვიცი, რას ემსახურება ეს 8 თვე და მართლა მჭირდება თუ არა. არც ის ვიცი, ჩემთვის სასიკეთო შედეგი თუ დადგება! მოკლედ, ბრმად დავდივარ სიბნელეში და დიდი იმედი მაქვს, კისერს არსად მოვიტეხ.

ზოგადად, ჩემი თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ იმდენად შევიცვალე ამ ბოლო დროს, რომ აღარც ეგ შეეფერება სინამდვილეს! ერთადერთი რაც ამ წუთას მინდა, ესაა ადამიანი, რომელიც ჩემთან იქნება სანამ ცუდად ვარ, ჭკუას არ დამარიგებს, უბრალოდ ჩამეხუტება ვიდრე თავს უკეთესად ვიგრძნობდე, ან არც ჩახუტება მინდა, უბრალოდ ჩემს გვერდით იჯდება და მეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ყოველთვის, ახლაც, ასეთი ადამიანი არ მყავს! ყოველთვის, ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი და თუ ოდესმე იქამდე მივალ, რომ თავს მოვიკლავ, ეს ზუსტად ამის ბრალი იქნება!

ჩემი “პირადი ფსიქოლოგი” მენატრება, რომელთანაც უკვე მრავალი თვეა არც კი მილაპარაკია! ეგოისტი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი, არასოდეს მიფიქრია, მისთვის რამდენად ასატანი იყო, ჩემი „გაჭედვები“, არც ახლა ვფიქრობ, უბრალოდ, მასთან საუბარი მამშვიდებდა ხოლმე, მახსოსვს! ცუდად ვარ, დემნ ით! ნუ იფიქრებთ, ადვილი იყოს ჩემთვის საკუთარი სისუტის საჯაროდ აღიარება, მაგრამ, უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო! სადმე, უკაცრიელ ადგილას მინდა ვიყო, რომ ბოლო ხმაზე ვიკივლო, ხმის ჩაწყვეტამდე, ყელის ჩახევამდე და ფილტვების გახეთქვამდე (თუ როგორცაა), რომ ეს დაგროვილი ემოციები ბოლომდე ამოვიღო. არც ეს შეიძლება! ყველაზე დიდი საშინელება კი იმის დაფიქსირებაა, როგორ ვიცვლები, უფრო სწორად, როგორ მცვლის ჩემში ჩასახლებული ეს  უბედურება!

Advertisements

12 responses to “ისევ ემო

  1. ♥ Malvina ♥ ამბობს:

    არაფერი არ არის სანერვილო, ასეთი სიტუაცია და პერიოდები ყველას ჰქონია ცხოვრებაში, დრო გავა და ყველაფერი დაწყანრდებ დამიჯერე : )

    ერთდაერთი რაც გესაჭიროება რამე სიახლეა : ) რამე ახალი და განსხვავებული შემოიტანე შენს ცხოვრებაში, ან ვინმე ადამიანს გული გადაუშალე, უბრალოდ ყველაფერი მოუყევი და უარყოფითი ემოციებისაგან დაიცალე : D

    თუ რამითი შემიძლია დახმარება აქ ვარ : )

    • unaamarga ამბობს:

      დიდი მადლობა გამხნევებისთვის, ეს ისეთი სიტუაციაა, ვერავინ დამეხმრება, ჩემი გასაძლებია და გადასატანია ეს ყველაფერი!

  2. თიკუნა ამბობს:

    ყველაფერი კარგად იქნება………. ჭექა ქუხის აუცილებლად მზიანი ამინდი მოყვება……..

  3. Sophie Golden ამბობს:

    ვაიმე!
    ფეხმძიმედ ხარ? :ლოლ:
    ნუ ნერვიულობ, მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს ადამიანი და არაფერია ამ ცხოვრებაში ისეთი, რასაც ვერ გადალახავ. თანაც შენ ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანი ხარ. ჰოდა, ემო პოსტებისთვის ბოდიშს ნუ იხდი, როცა გეწერინება, რასაც გინდა იმას დაწერ შენს ბლოგზე და მე კიდევ არ გამოვტოვებ, იმიტომ, რომ თუ ბლოგი გიყვარს, ემო-პოსტებიც უნდა გიყვარდეს.

    Remember, you are not alone – even if everyone leaves you – there is always G-d above to hold on!!!!
    SUNNY HUGS FROM ME!!!

    • unaamarga ამბობს:

      “მთავარია ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს ადამიანი” -that’s exactly the point! 😦 მართალი ხარ, ვიცი, რომ ღმერთი ჩემთანაა და რომ არავინ ატარებს იმაზე მძიმე ჯვარს, ვიდრე ზიდვა შეუძლია, მაგრამ მე უბრალო ადამიანი ვარ და ზოგჯერ სისუსტე მიპყრობს.

  4. kikito ამბობს:

    khatushku yvelaferi ise ikneba yoveltvis rogorc shen ginda rom iyos, mtavaria amas mixvde da gamoiyeno :*

  5. nini ამბობს:

    adamiani ar yavs Turme qalbaton gverdiT! ranairad unda gyavdes? eubnebi vinmes rom gichirs?! gvadzlev sashualebas rom shens gverdiT vikoT?! usmen vinmes rchevas, ro?

  6. Lalena ამბობს:

    შენითვის, რომაა იმიტომ უნდა დაწერო, შენი ბლოგია 🙂

  7. nastasia ამბობს:

    e,zogjer martla ggonia ro gamouval situaiahsi xar da vsio,magram ar arsebobs egeti situaciebi,yoveltvis is xdeba,rac sachiroa,da sheizleb axla gichirs,rtulia da ar ginda,magram, eg gancyoba 8 tvese ufro male gagivlis. . .

    ubralod sheecade xolme sarkesi shen tavs gaugime da dilas case mze ezebo :)))))))

  8. g.khubuluri ამბობს:

    “ჩავარდნები” ყოველთვის სასარგებლოა,მერე გაცილებით ბევრ რამეს კარგად აანალიზებ და არც თუ ისე იშვიათად სწორი დასკვნები გამოგაქვს.ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ,ასეთი მდგომარეობა ჩვევაში არ უნდა გადავიდეს.ძალიან ბანალურად კი გამომივა ბოლოს,მაგრამ მაინც …”არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი.მაშინაც კი,როცა სევდიან განწყობაზე ხარ.ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს.” – გარსია მარკესი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: