მწარეს ბლოგი

chez moi

დეკემბერი და ვამპირები

on დეკემბერი 3, 2009

დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი, კიარადა საგრძნობლად გამომიკეთდა გუნება-განწყობა! აღარ ვპანიკობ და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში ვარ. მიყვარს ეს თვე! როცა ზამთარი ნელ-ნელა გავლებს კბილებს! როცა ამდენი დღესასწაულია წინ! თუმცა მერე, როცა ეს ყველაფერი ჩავლის და ცივი დღეები უსაშველოდ გაიწელება, ატანა აღარ მაქვს ხოლმე. თუმცა წუწუნი შემდეგისთვის გადავდოთ, ახალი კი თოვლი მინდა ბევრი, ბევრი თოვლი და უფრო მეტი პოზიტივი!

აი, დაახლოებით ამდენი თოვლი მინდა, და ასეთივე სახლში მინდა ცოტა ხნით დარჩენა. ოღონდ არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, არც შუქი, არაფერი რომ არ იყოს! სამაგიეროდ ბუხარი ენთოს!

თბილისის ქუჩები უკვე გაალამაზეს. ყოველ საღამოს სამსახურიდან რომ მოვდივარ და განათებულ რუსთაველს მოვუყვები თავისუფლების მოედნამდე, სიხარულით ვივსები. ბავშვობიდან მომყვება ახალი წლის და ბრჭყვიალა სათამაშოების სიყვარული!

უკვე მაქვს წინასაახალწლო განწყობა, თუმცა რამე განსაკუთრებულს ამ დღესასწაულზე არ მოველი. საერთოდ, მიყვარს ლოდინის პროცესი, როცა კარგს ველოდები. დიდხანს, ძალიან დიდხანს შემიძლია დავტკბე იმაზე ფიქრით, რომ რაღაც სასიამოვნო მელოდება წინ, ლოდინით ვისიამოვნო და … ისე გადავტკბე, რომ ვეღარც მივხვდე ის ნანატრი მოვლენა როგორ განხორციელდა!  გული მიგრძნობს, ახლაც ასე იქნება! 🙂

ახლა კი არასაახლწლო თემაზე. ამ დღეებში ვცადე წამეკითხა ენ რაისის „ინტერვიუ ვამპირთან“. რას გადავეკიდე ვამპირებს ამ ბოლო დროს, მაინც ვერ გავიგე, არასოდეს მიზიდავდა ამ ჟანრის ფილმები ან წიგნები! მოკლედ, სადღაც შუამდე მივედი და მერე მივატოვე, ვეღარ გავუძელი ამდენ სისხლს და საფლავიდან გამოქცეულ მიცვალებულებს, თუმცა საშინელებათა ჟანრის თაყვანისმცემლებს აუცილებლად მოგეწონებათ!

Advertisements

8 responses to “დეკემბერი და ვამპირები

  1. Giga ამბობს:

    ვაპირების ნაწილი რომ არა, წინაასახალწლო განწყობის გამო დავშორდებოდით:)

  2. Sophie Golden ამბობს:

    სად ახალი წელი და სად – ვამპირები, გოგო??? 😐 😛

    თოვლი მეც მინდა, ოღონდ შუქთან და ინტერნეტთან ერთად 😀

    • unaamarga ამბობს:

      არა, საერთო ჯამში მეც შუქთან და ინტერნეტთან ერთად მინდა, ოღონდ რამდენიმე დღე ამ ყველაფრის გარეშე, გარე სამყაროსაგან სრულად მოწყვეტილად ყოფნა კარგი იქნებოდა! ვამპირებს რაც შეეხება, მთელი ჩემი მომხიბვლელობა ისაა, რომ შეუთავსებელ რაღაცეებს ვაერთიანებ! :):)
      (ეს ხუმრობით)!

  3. kevana ამბობს:

    მეც მინდა თოვლი.. დღეს დედაჩემმა წამომახტუნა ლოგინიდან: მგონი თოვსო.. არაფერიც არ თოვდა, წვრილად ცრიდასავით და ჩანდა რომ წვრილად თოვდა 😦

  4. Clown^^ ამბობს:

    მეც ძალიან კარგი წინასაახალწლო განწყობა მაქვს ^^

  5. kikito ამბობს:

    eget saxli, bevri tovli, irgvliv sayvareli adamianebi, didi nadzvisxee, buxari, sanlis shukebi irgvliv da ravitari lampochkaa 😀
    dzalian dzalian dzalian minda da romelime axal wels mainc moviwyob masets ❤

  6. Niin Samkharadze ამბობს:

    შემეხმიანეთ598179004

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: