მწარეს ბლოგი

chez moi

აჯაფსანდალ

on დეკემბერი 21, 2009

რაც უფრო დიდ პაუზას ვაკეთებ პოსტებს შორის, მით უფრო მიჭირს აქ დაბრუნება! ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი რეჟიმში ჩავსვა! ყოველდღე წერა არ გამომივა, მაგრამ გპირდებით, ყოველ მესამე დღეს დავპოსტავ. ასე რომ, ხუთშაბათს აქ თუ ახალს ვერაფერს ნახავთ, ნებას გრთავთ სიტყვის გამტეხი მიწოდოთ, ან რაც გაგიხარდებათ, ის! 😉 ვნახოთ, დავიწყებ და თუ შევატყე, რომ ნაძალადევ პოსტებს ვწერ მხოლოდ გრაფიკის დასაცავად, კურსს შევცვლი.

ბოლო დროს მომიმრავლდა აჯაფსანდლური პოსტები, ანუ როდესაც ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვწერ. დღესაც იგივეს გავიმეორებ.

ახლა, რატომ გადავწყვიტე თქვენი ყურადღების მიტაცება! დიდი ხანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებს არ შევხებივარ, მაგრამ პარასკევს ღამით გადაცემა პატრულის ერთმა სიუჟეტმა გამიღვიძა ეს სურვილი. მოკლედ, საქმე ისაა, რომ იმ გამოშვებაში აჩვენეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ახალგაზრდა წევრი, რომელიც ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისა და კონტროლიორებისადმი დაუმორჩილებლობა/უხეშობის გამო ჰყავდა პატრულს დაკავებული. ბიჭი ამაყად აცხადებდა, რომ მოძრაობა 7 ნომებრის წევრი იყო და ბილეთი არ აიღო იმიტომ, რომ ამით დაუპირისპირდა უგულავა-სააკაშვილის რეჟიმს.  ამ შემთხვევაში მედლის ერთი მხარე ისაა, რომ ის ბაჭი პოლიტიკური კუთვნილების გამო „გაატელევიზორეს“, წიპა, აი, ნახეთ ამათი ნამდვილი სახე! მაგრამ მეორე და უარესი მხარეც არსებობს, კერძოდ კი, ის, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ მერი ან პრეზიდენტი არ მოგწონს, მათ მიერ დადგენილ კანონს არ უნდა დაემორჩილო და ამით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებ. განსაკუთრებით, თუ ის კანონი, ისეთ უწყინარ მოთხოვნას შეიცავს, როგორიც ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის აღებაა. მერწმუნეთ, ის ბიჭი მარტო არაა. მისნაირად ბევრი ფიქრობს და ვერ ვიტყვი, რომ ეს გასაგიჟებლად კარგია.

აქვე ერთ ისტორიას მივაბამ, მაინც „რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“-ს ციკლიდანაა. მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ბიჭმა სატელეფონო საუბრისას გამომიცხადა: „შენ შეზღუდული აზროვნების ადამიანი ხარ. კანონს ემორჩილები. აი, მე კიდევ, სულით თავისუფალი ვარ. იმდენად თავისუფალი, რომ როცა შუქნიშანზე წითელი ანთია, არასოდეს არ ვჩერდები და გზას ვაგრძელებ! შეზღუდვებს ვერ ვეგუები!“ მდა, აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ როცა ქალზე ეფექტის მოხდენა გინდა, შეზღუდული აზროვნების ხარო არ უნდა უთხრა, არც ის, რომ ასეთ იმბეცილებს ვიზიდავ, პრობლემა სწორედაც იმაშია, რომ ამ ყმაწვილის აზრით, სულიერი თავისუფლება წითელზე გავლაში გამოიხატება და კანონმორჩილება გონებრივ შეზღუდულობას უდრის. არც ეს ბიჭია საქართველოში მარტო და ეს თქვენც იცით!  წესით, აქ თავში ხელები უნდა შემოვირტყა და ტრაგიკული ხმით ვიკითხო „ეს სად ვკვდები, ბლინ?!“ მაგრამ არ ვიზამ ამას, უჩემოდაც ბევრი ჰყავს საქართველოს მოთქმით დამტირებელი!

ბოლოს, თუ აჯაფსანდალია, აჯაფსანდალი იყოს და სექსსაც შევეხოთ! მოკლედ, იცით, რომ შაბათს „იმედზე“ დაიწყო შორენა ბეგაშვილის (ნუ წამყვანი ესაა და იდეის ავტორის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას) გადაცემა „ღამე შორენასთან.“ ზოგადად, არც სიტყვა „სექსის“ ხსენებაზე მემართება ინფარქტი და არც ამ თემატიკაზე გადაცემის არსებობის იდეას ვებრძვი ხმალამოღებული, ოღონდ თუ ის ხარისხიანი იქნება. აქ იგულისმება შინაარსიც და ნორმალური წამყვანიც. რაც შეეხება ბეგაშვლის, დიდი ხანია ასეთი უნიჭო არსება არ მინახავს. კარგი, მე შეფასების უნარი არ მაქვს, ეგებ, მაგრამ თქვენ მითხარით, რომელს მიგაჩნიათ მისი დაყენებული ხმით საუბარი, ტყლარჭვა და თვალების ნაბვა სექსუალურად ან მაცდურად! თუმცა, ცხადია, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანი ასეთ „შარში“ თავს არ გაჰყოფს, შესაბამისად, კატები ყეფენ ბედნიერად!

სულ ეს იყო, რისთვისაც მოგაცდინეთ! როგორც ძველ ანეკდოტშია, „გკოცნით, გეხვევით, ბებიათქვენი აღათი“, კიარადა, წავედი „ანა კარენინას“ ორი გვერდი მაინც უნდა ჩავიკითხო ძილის წინ! ან იმას რაც ვერჩი, ან საკუთარ თავს, მაინც ვერ გავიგე!

Advertisements

9 responses to “აჯაფსანდალ

  1. BloggerGirl ამბობს:

    ise yohag shen rom ar gewerineba blogze.
    me sul minda ragac vwero, gndac idiotoba magram mainc 😀

  2. ბაბისა ამბობს:

    ar minaxavs eg gadacema
    mara winaswar cudi ganwyoba maqvs
    sainteresoa ra aris 😐

  3. Sophie Golden ამბობს:

    გირჩევ ხშირად იაჯაფსანდალო, კარგად გამოგდის 🙂

    ხო ვამბობ, ხალხს თავისუფლება და კანონდარღვევა ერთმანეთში ძალიან ცუდად ეშლება 😦

    შორენაც ერთერთი მსგავსი კანონდარღვევაა 😀 ოღონდ ოფიციალური… ქართული ტელევიზიაა საერთოდ კანონზომიერების დარღვევა 😉

    • unaamarga ამბობს:

      მადლობა, სოფი, ვეცდები ხშირად “ვიდიასახლისო” ასე! 😉
      გეთანხმები, ქართული ტელევიზია ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარება!

  4. islandglocke ამბობს:

    kari iyo,momewona…..mdaaa…xo sulit avadmyopebi bevrni arian..ras izav…,cudia tu piqroben rom witelze gadairben,eseigi tavisupali xar,kanons ar emorchilebi..magalitad gushin metroshi shemxvdnen,ase vtqvat “idiotebi”…esec ar itqmis matze…”goimebi” am sityvis uzenaesi mnishvnelobit 😀 isetebi,romeltac goniat rom yvela gogo matze gijdeb,da tu mtvrals ar gamoelaparakbi,soplelad chagtvlian 😀 da tavi rogor shevikave rom ar mecema ar mkitxo… :D….rac sheexeba shorena begashvilis gadacema, ar vici da simartle gitxra arc mainteresebs…arda yvela am temaze saubrobs…televizorshi mxolod pexburts, da ra?sad?rodis?-s vuyureb 🙂 aba warmatebebi 🙂

  5. Lalena ამბობს:

    ტაკ დავიწყებ ბოლოდან :)))
    შორენას შოუსთ[ის თუ რაცააა არ მიყურებია და ასეთი პოსტების მერე სურვილიც კი არ მიჩნდება

    რაც შეეხება ავტობუსში ბილეთის არ გადახდას, ის მახსენდება ერთი კაცი, რომ იძახდა არა ცოლს კი არ გამოვეკიდე ნაჯახით მოსაკლავად ბუზებს დავდევიო…

    საქმე ზოგადად იმაშია, რომ საზოგადებაში დაბალი სამართალშეგნებაა, თუნდაც იმიტომ რომ სკოლებში სამართალს უკეთეს შემთხვევაში ისტორიის მასწავლებელი ასწავლის პირობით ისტორია მისწავლე და სამართალში ქულას დაგიწერო, ან უარეს შემთხვევაში მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც მეშვიდე გაკვეთილიდან დამშეულ და დაღლილ ბავშვებს სახლში უშვებს 🙂

    აბბაააა ასეა საქმეეები 🙂

    • unaamarga ამბობს:

      ეგ შენ ჩვენი დროინდელი ამბავი გახსენე და ამჟამად სამართალი, როგორც ცალკე საგანი, საერთოდ აღარ ისწავლება სკოლებში. 😉

  6. sopo ამბობს:

    rac sheexeba im tavisupal bichs, an imas kanons ro argvevda….masetebis ar mesmis da amitom arc maqvs urtiertoba me mwvanezec vcherdebi da biletsac vigep xolme puli tu maqvs angarishze, magram tavs mainc tavisupal adamianad vgrdznob :D:D:D xooo shorenas rac sheexeba me vuyure mag gadacemas da vpiqrob rom partniortan urtiertobashi arasodes damchirdeba shorenas daxmareba, magram amas me mivxvdi da me agar vuyureb meoret magram patara bichebi da gogoebi romlebic exla ecnobian samyaros da yvelaperii akrdzaluuli ainteresebtt ?????? imat ras vupirebt rogor piqrobt sexualuri wamyvanis დაყენებული ხმით საუბარs ar uyureben rogor piqrobt?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: