მწარეს ბლოგი

chez moi

Switzerland?

on დეკემბერი 25, 2009

მოპარასკევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის ბოლო სამუშაო დღეა, რომელსაც ესოდენ საყვარელი შაბათ-კვირა მოჰყვება. მოხედვასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად გადის დრო! თითქოს გუშინ იყო ორშაბათი და მერე, თვალისდახამხამებაში, უკვე პარასკევია ხოლმე. თუმცა გვერდზე გადავდოთ დროის საკითხი, პოსტი ამაზე არაა.

ფეისბუქზეც ვისროლე უკმაყოფილო რეპლიკა/სტატუსი და აქაც უნდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს, როცა ხალხი საკუთარ კონფლიქტებში ჩემს ჩათრევას ცდილობს! ყოველთვის მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვიყავი, მაგრამ აქ მარტო ეგ მომენტი არაა. არასწორად მიმაჩნია, ისეთ საკითხებში მესამე პირის ჩაჩხერა, როლებიც ამ ორ ადამიანს შორისაა მხოლოდ. ვთვლი, რომ აქ ერთგულება-არაერთგულების საკიტხი არ დგას, უბრალოდ, მესამე პირის ჩარევა უფრო ართულებს ხოლმე ყველაფერს, როგორც წესი. კიდევ უფრო უარესია, როდესაც ვიღაცა მის მაგივრად გთხოვს პრობლემის მოგვარებას და შენს ზურგს ეფარება. კი, მაგრამ მე ვისი ყვავი ჩხიკვის მამიდა ვარ, საკითხავია? ასევე არასწორად მიმაჩნია, ვიღაცასთან გადაკიდება იმის გამო, რომ მას შენი სხვა ახლობელი ეჩხუბა. მითუმეტეს არ ვერევი, როდესაც კონფლიქტი ჩემს არაახლობლებს შორისაა. სანამ მე არ შემეხებიან, ჩემთვის წყნარად ვზივარ. არადა, არის მომენტები, როდესაც რომელიმე შენი ორი მეგობარი/ახლობელი/კოლეგა ჩხუბობს და შენგან ელოდებიან, შენ თუ ჩემიანი ხარ, დაამტკიცე ეს და შენც ეჩხუბე ან ყოველშემთხვევაში, კარგ ურთიერთობაში ნუღარ იქნები იმ მეორესთან. ამ შემთხვეაში, როგორც წესი, ცნობილი ნაწარმოების არანაკლებ ცნობილი პერსონაჟის პოზიციაში ვარ: I’m Switzerland!

მაგრამ არის მომენტები, როდესაც ნეიტრალიტეტს ვერ დაიცავ, როდესაც ვალდებული ხარ არჩევანი გააკეთო და ყველასთვის კარგი ტიპი ვეღარ იქნები! ვისთან უნდა იყო ასეთ დროს? ვინც უფრო გიყვარს! ან, თუ ორივე თანაბრად ძვირფასია შენთვის, ვინც მართალია! დღეს ზუსტად ასეთი არჩევანის გაკეთება მიწევს! არ მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გზა არ არის. ერთი შეღავათი მაინც მაქვს: სიმართლის მხარეს ვიქნები!

Advertisements

3 responses to “Switzerland?

  1. Sophie Golden ამბობს:

    ზუსტად მესმის შენი. ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ერთი გამოსავალი ის არის, რომ პირდაპირ ვეუბნები, მე არ ვერევი, თქვენი საქმის თქვენ იცით. თუ ვინმე ისეთი რქიანია, რომ გაგიჟინიანდება, უბრალოდ მიხვდები, რომ არ ღირს ასეთ ადამიანთან ახლოს ყოფნა.

    Have a great week end, Switzerland :hugz: 🙂

  2. Lalena ამბობს:

    მეც შვეიცარია ვარ და სულ მაგის გამო მხვდება 😦 მომინდომა აქ ნეიტრალიტეტი და პქროს შუალედიო :((( აუ რა ცუდია 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: