მწარეს ბლოგი

chez moi

Plans for 2010

on იანვარი 10, 2010

როგორც ნათქვამია, праздник окончен, начинаются будни! ვიცი, ვიცი, რომ ძველით ახალი წელი ისევ წინაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ მეორე ახალი წლის არსებობის იდეას ვერასოდეს ვიგებდი, პირადად ჩემთვის ზამთრის დღესასწაულები დასრულებულია! მით უფრო, რომ 14 სამუშაო დღეა! არ მოგიყვებით, როგორ შევხვდი ახალ წელს! არის მოგონებები, რომლებიც არავის უნდა გაუმხილო, მარტო შენთვის უნდა შეინახო, ზამთრის ცივ ღამეებში რომ  გაგათბოს! დღესასწაულის შედეგი: სასწორს ვერ ვეკარები შიშით!

რაც შეეხება 2010 წლის პირველ დღეებს, ერთი ჩემეული საქციელის ჩადენა უკვე მოვასწარი! ახალი ლეპ–ტოპი შევიძინე. არ მჭირდებოდა, ძველიც ახალი იყო და მისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ვიყენებდი რეალურად! ჩემნაირი “ჩაინიკსითვის ” საკმარისი კი არა, ზე–საკმარისი იყო, მაგრამ ისტერიულად მომინდა უფრო უკეთესის ყიდვა, ხოდა ასეც მოვიქეცი! არგუმენტი – ახალი წლიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ და ეს ცვლილებების დასაწყისი უნდა იყოს! სიგიჟეა! ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყება თუ უნდა, ლეპ–ტოპი რა შუაშია, მაგრამ მე თუ რამე ავიჩემე, ლოგიკისა და გონივრული არგუმენტების მოშველიებას აზრი არ აქვს! ხოდა ვიჯექი გუშინ ჩემს მაგიდასთან, ორ ლეპტოპმომარჯვებული და სენტიმენტალურად ვუხდიდი ძველს ბოდიშს, მიტოვებისათვის! ზუსტად ჩემს სტილშია, ვცდილობდე რაღაცის შეცვლას და ვდარდობდე წარსულზე, unable to move on!

ამდენად, უფლება და მიზეზი აღარ მაქვს იმისათვის, რომ არ შევცვალო ის ყველაფერი, რაც სასტიკად არ მომწონს! ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს წელი წინას არ ჰგავდეს! ბარემ აქვე ჩამოვწერ 2010 წლის ‘to do’ list-ს, დიდად არასოდეს მეხმარებოდა, იმიტომ, რომ რისი გაკეთებაც მეზარებოდა ან არ მინდოდა, მაინც არ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ, ეგებ ასე უფრო შემაწუხოს სინდისმა! მაშ ასე, წელს აუცილებლად

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს;
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს;
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას;
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია!
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა!
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს;
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები!

ვეცდები

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან;
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა;
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ);
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება;
  • გამოვჯანმრთელდე!!!
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე;
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო!

ყველას თუ არა, ამ პუნქტების დიდ უმრავლესობას თუ შევასრულებ, საკუთარ თავს დიიიიიიდ საჩუქარს გავუკეთებ. რას არ ვიცი, მაგრამ იქამდე მოვიფიქრებ!

Advertisements

11 responses to “Plans for 2010

  1. თინი ამბობს:

    გილოცავ ახალ ლეპტოპს ^_^

    ცურვის სწავლა მეც მინდა, უკვე რამდენი ხანია ვცდილობ და არ გამომდის 😐 ზღვაზე, კოჭებამდე წყალშიც კი კამერით დავფართხალებ 😀

    შენი to do list-ის ყველა პუნქტის შესრულებას გისურვებ მე ჩემის მხრივ : )))

  2. Sophie Golden ამბობს:

    უნაამარგა, ჩემი ფავორიტი ბლოგერი ყოველთვის იყავი, მაგრამ ამ პოსტის მერე კიდევ უფრო გახდი.

    საკაიფოდ ჩამოაყალიბე ყველაფერი.

    აი, ნაკლებად ასოციალური გავხდეო, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ახლა ასე ვარ ზუსტად. ბერლინში წასვლამ საოცრად მიშველა, ახლა ადამიანებში ყოფნა მინდა სულ და ინტერნეტს ნაკლებ დროს ვუთმობ – შესაბამისად, ბევრ რამეს ვსწავლობ და ვგრძნობ, ემოციურად როგორ ვივსები.

    ისეთ წელს გისურვებ, 2011-ში რომ თქვა, ყველა პუნქტი ავისრულე და ახლა ჩემი მესამე (რიგით) ლეპტოპიდან ვწერ ამ ყველაფერსო 🙂

  3. unaamarga ამბობს:

    დიდი მადლობა სურვილებისათვის! სოფი, მიყვარხარ! 😉

  4. nini ამბობს:

    naklebad asocialurobis nawili momwons da kidev is, sisuleleebze nervebs ar movishlio! 😉

  5. Lalena ამბობს:

    მეც დააახლოებით მასეთი გეგმები მაქვს 2010ისთვის, რომელიც მინდა თუ არა უნდა შევასრულო 😦

  6. polarnights ამბობს:

    *სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო
    მეც სულ ამის ცდაში ვარ :)) უკვე მერამდენე წელია..

  7. ანუკა ამბობს:

    ადამიანო, წყლის გეშინია???? არ ვიცოდი. მე ხო იცი, ცურვა თანდაყოლილი ფუნქცია მგონია :))) წარმატებები;)
    ხოდა გერმანულს რო დაიწყებ და რო მიხვდები რა შარშიც ხარ, მარკ ტვენს აქვს ერთი კაააარგი ნაწარმოები მაგ თემაზე “ეს საშინელი გერმანული ენა” თარგმანში ალბათ ასე ჟღერს და ის წაიკითხე მერე, თავი დაიმშვიდე 🙂
    დოქტორანტურას რაც შეეხება კიდე, მეც ეგ დილემა მაქვს და ვერაფრით ვპასუხობ კითხვას, რად მინდა.
    🙂
    ხეპი ნიუ იარ

  8. unaamarga ამბობს:

    მადლობა გამხნევებისათვის! 😉 დარწმუნებული ვარ, გერმანულის სწავლა ერთი სიამოვნება იქნება:)!

  9. Kate ამბობს:

    მე არ ვწერ ასეთი ტიპის პოსტს.
    მეშინია, რომ საკუთარ თავს იმედებს გავუცრუვებ.

    • unaamarga ამბობს:

      მეც პირველად დავწერე, ვიფიქრე, საკუთარი თავის ნამუსზე შესაგდებად კარგი ხერხი იქნება–მეთქი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: