მწარეს ბლოგი

chez moi

პრაგრეს!

on იანვარი 19, 2010

მწარე ცუდი გოგოა!–ლამაზი კალიგრაფიით 20–ჯერ უნდა დავწერო ეს ფრაზა! მოსწავლეებს სჯიდნენ ასე ოდესღაც, გამიგია. მე მოსწავლე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ცუდად ვიქცევი, ცხადია! ამაყად დავდე პირობა, ხშირად დავპოსტავ–მეთქი და ამის შემდეგ სულ დავიკარგე! საერთოდაც, ტრადიციულ შესავლად მექცა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ბლოგს დიდი ხნით ვტოვებ. მომაბეზრებელია, ალბათ, არა?

არა, არც ისე ცუდი გოგო ვარ, კაცმა რომ თქვას! წინა პოსტში ჩამოწერილი პუნქტების სისრულეში მოყვანას ვიწყებ. სიტუაცია არის შემდეგი: ერთი ექიმი კატეგორიულად მაფრთხილებს, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლება, მეორე მეუბნება, რომ შეიძლება. მეც ავდექი და “ოქროს შუალედის” მოძებნა ვცადე – დავიწყებ ვარჯიშს, ოღონდ არასრული დატვირთვით! ანუ, რას ვგულისხმობ, ადრე აერობიკაზე რომ დავდიოდი, 1–საათიანი პროგრამა გვქონდა, კვირაში სამი დღე, ანუ კვირაში 180 წუთი.  თუ ყოველდღე 25 წუთს ვივარჯიშებ , ჯამში თითქმის იგივე დრო გამოდის და თან ისე ძაან არც დავიღლები. ლოგიკა აბსოლუტურად ჩემია და არ მაინტერესებს სწორია თუ არა! 🙂

გუშინ დიეტოლოგთანაც ვიყავი. კარგად შემახურა ახალ წლებზე არეული რეჟიმის გამო. დავიმსახურე, ვერაფერს იტყვი! ვიბრომასაჟორების გამოყენება მირჩია, დაგეხმარებაო! ხო, ვარჯიშის თემაზე, ახლო წარსულში, რომელიღაც რეკლამით “დაბოლებულმა” დედაჩემმა ეს მაჩუქა:

მაშინ ვარჯიში აკრძალული მქონდა და ვერ გავსინჯე, მაგრამ ახლა მივმართე. ჰმ, დიდად კმაყოფილი არ ვარ. ტრენაჟორის მთელი იდეაა ისაა, რომ საზურგეს როცა გადაწევ, გვერდებში დამაგრებულმა ზამბარებმა (აკა პრუჟინებმა), იგი თავისით საწყის მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს, რითაც ვარჯიში გაადვილდება, მაგრამ იმდენად სუსტი ზამბარები აქვს, რომ თავისით ვერაფერს შვება, თან ხერხემალი გტკივა. მუცლის კუნთებსაც ჩვეულებრივი პრესის ვარჯიშები უკეთესად ამუშავებს. მოკლედ, ნი რეკომენდუიუ!

გეგმის დანარჩენ ნაწილებში სიახლე არ არის, მაგრამ ეგეც დროის საკითხია! მე ხომ გარიგება დავდე საკუთარ თავთან, რომ თუ ახალ ლეპ–ტოპს ვიყიდდი, საკუთარ ცხოვრებას შევცვლიდი, როგორც იურისტი კი (თუმცა ეგ რა შუაშია), ყოველთვის ვასრულებ ნაკისრ ვალდებულებას, თუნდაც საკუთარი თავი წინაშე! პერიოდულად დავპოსტავ პროგრესის შესახებ!

Advertisements

5 responses to “პრაგრეს!

  1. kikito ამბობს:

    cudi ki ara gadasarevi gogo xar, da yvelaferi gamogiva rac chapikrebuli gaqvs darwmunebuli var, mtavaria mondomebao tyuilad ki ar amboben, eg ro gekneba danarcheni yvelafer “rasplunut” iqneba :*

  2. Sophie Golden ამბობს:

    ცუდი არა, მაგრამ ბოდიშები სულ არ გჭირდება, შენი ბლოგია და როცა გინდა, მაშინ დაპოსტავ.

    ვაიმე, რამდენი ხალხი დააბოლა მაგ რეკლამამ, ჩემი ახლობლების დედებიც ასეთ დღეში ჩაცვივდნენ 😀

    Keep up the good job!

  3. Lalena ამბობს:

    აუ მეც მინდა ვარჯიშის დაწყება, თორე საერთოდ არ ვმოძრაობ, სულ ვზივარ და დავცომდი :((((

  4. ნატოშა ამბობს:

    🙂 პირველი – ნუ იგვემ თავს. მეორე- თუ ფიზიკურ აქტივობას არ გირჩევენ, იქნებ უბრალოდ საღამოობით ფეხით იარო? ან რამე მსგავსი. მაგალითად, ვინმე ნაცნობთან ერთად ნახევარი- ერთი საათი გაისეირნე ხოლმე. მესამე- არასოდეს მჯეროდა ასეთი რაღაც სისულელე ტრენაჟორების. ხერხემალს ნუ დაიღლი, პრესი საკმაოდ ტრავმული ვარჯიშია ხერხემლისთვის, ამიტომ ჯერ ნუ გააკეთებ, უფრო “ლაითი” ფიზიკური აქტივობა სჯობს. მეოთხე, მეც ვიწყებ 🙂 დღეიდან. ასე რომ გისურვებ წარმატებას და ჩემს თავსაც ვუსურვებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: