მწარეს ბლოგი

chez moi

ჩემი ცხვირი და შერლოკ ჰოლმსი

on იანვარი 25, 2010

მთელი დღეა ცხვირი მაქვს გაყინული და ვერაფერი მოვუხერხე! აი, არ მცივა, მაგრამ ცხვირი მაინც ცივი მაქვს! თუმცა ჩემი ფასადის ამ მნიშვნელოვან დეტალზე საწუწუნოდ არ შევდგომივარ პოსტის წერას! საერთოდ, ორი თემა მიტრიალებს თავში, რომლებზეც დიდი ხანია პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ თავს ვერ ვაბამ, ხან მეტისმეტად დაღლილი ვარ, ხან შთაგონება არა მაქვს და ა.შ.  არაუშავს, მაინც დავწერ, როცა იქნება!

ერთი თვისება აღმოვაჩინე ამ დღეებში. არა აღმოვაჩინე კი არა, ვაღიარე უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა! მოკლედ, საქმე ისაა, რომ როგორც გავარკვიე, შემიძლია ყველაზე იდიოტური წიგნიც კი წავიკითხო ერთი ამოსუნთქვით, თუ სიუჟეტი რაიმე საიდუმლოს ამოხსნაზეა ფოკუსირებული. ეს ცნობისმოყვარეობა მაიძულებდა მეკითხა აგათა კრისტის დეტექტივები, იმავე მიზეზის გამო წავიკითხე “და ვინჩის კოდი”, “ვამპირის დღიურები” და სხვა მრავალი ტვინის გამლაყებელი ბესტსელერი. იმავე მომენტში ისიც აღმოვაჩინე, რომ სიტყვა “დეტექტივი” ჩემთვის ყოველთვის მხოლოდ დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებულ  ნაწარმოებთან ასოცირდება, რაც მთლად სწორი არ უნდა იყოს. ეს ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არაა, მაგრამ ზდაიოტსა მნე, რომ დეტექტივი სიტყვა “detect”–დანაა ნაწარმოები, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ დანაშაულის გამოძიებას არ მოიცავს.

დეტექტივებზე რომ გავაგრძელოთ, დღეს ამას ვუყურე:

საერთოდ, ჰოლმსი ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი პერსონაჟია და მისი ასეთ ჯერკად და ნაბიჭვრად გამოყვანა სულაც არ მომეწონა (თუმცა უნდა ვაღიარო, რობერტ დაუნის შესრულება შთამბეჭდავი იყო)! საერთოდაც, ამ ნაწარმოების წესიერი ეკრანიზაცია არც მინახავს! პრინციპში, ამის გარდა სულ ორი მაქვს ნანახი,  ორივე სერიალი, ერთი რუსული (ცნობილი საუნდტრეკით), მეორე ბრიტანული და არც ერთი უქნია ღმერთს! არადა, ბატონი შერლოკი ყოველთვის მხიბლავდა, არა მარტო როგორც გენიალური დეტექტივი, არამედ როგორც პიროვნება, თავისი დახვეწილი ბრიტანული იუმორით, გალანტურობით, იმით, რასაც რუსები აბაიანიეს ეძახიან და ა.შ.  ხოდა, რა გახდა ერთი ნორმალური ფილმი ამ კაცზე, უფ!


8 responses to “ჩემი ცხვირი და შერლოკ ჰოლმსი

  1. ჰიუსტონ ამბობს:

    კარგი იყო, მეც მომეწონა, მაგრამ მარტო ერთხელ სანახავი ფილმია მე რომ მკითხო… და მაინც ეს *ის* ჰოლმსი არაა.. 😀

  2. Sophie Golden ამბობს:

    გაი რიჩის ხელი ისე ეტყობა მაგ ფილმს, რომ გეგონება შერლოკ ჰოლმსს კი არა, მორიგ ცუდი ბიჭების გარჩევებს უყურებ. ფილმი არ მინახავს ჯერ, ტრეილერის მიხედვით ვმსჯელობ.

    არ ვიცი, ვუყურო თუ არა, შენსავით ჰოლმსი ჩემი ბავშვობის საყვარელი გმირია და ვოცნებობდი ხოლმე, ჩემი პაპა ყოფილიყო :ლოლ: დეტექტივობა კიდევ ისე მინდოდა, სხვა ქვეყანაში ალბათ გავხდებოდი 🙂

    ჯუდ ლო მოგეწონა უოტსონის როლში??

    • unaamarga ამბობს:

      კი, მომეწონა, მართალია, უოტსონისთვის მეტისმეტად ახალგაზრდად გამოიყურება, მაგრამ კაი ტიპია 🙂

  3. Lalena ამბობს:

    აუუ ჩემმა ჯგუფელმა გაასაზიზღრა ეგ ფილმი და არ მინდა ნახვა, ჩემი ბავშვობის საყვარელი გმირია და არ მინდა დამეფერფლოს 😦

  4. zghuladze ამბობს:

    ყველაფრის კითხვაზე გამახსენდა: ქეთის (ჩემს მეუღლეს) აქვს ჩვევა, რამე ფილმის ყურება თუ დაიწყო, რაც არ უნდა იდიოტობა აღმოჩნდეს მერე ეგ კინო, მაინც ბოლომდე უნდა უყუროს 🙂

    შენებისგან რა ისმის, როგორ არიან ?

  5. ანონიმური ამბობს:

    საერთოდაც, ამ ნაწარმოების წესიერი ეკრანიზაცია არც მინახავს! albat imitom, rom carmosaxvashi yvelas chven-chveni holmsi gvyavs da filmebshic isets velodebit

  6. tamuna ამბობს:

    საერთოდაც, ამ ნაწარმოების წესიერი ეკრანიზაცია არც მინახავს! albat imitom, rom carmosaxvashi yvelas chven-chveni holmsi gvyavs da filmebshic isets velodebit

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება