მწარეს ბლოგი

chez moi

To be the best!

on იანვარი 27, 2010

ახლო წარსულში ერთმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა ასეთი რაღაც მითხრა: “როდესაც ამბობენ იურისტის პროფესია სულიერებას კლავსო, ახლა ვხვდები რასაც გულისხმობენ. აღარ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, აღარ მაინტერესებს! თავისუფალ დროს შემიძლია ვიკითხო, მაგალითად, კერძო საჩივრის განხილვის თავისებურებები იტალიაში. ვერ ვიმახსოვრებ რომელ სიმღერას ვინ ასრულებს, ტელეფონის ნომერს, სულ რომ დამაგინო, მაინც ვერ დავიმახსოვრება, სამაგიეროდ მახსოვს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი და პუნქტი !”

იმ მომენტშივე მივხვდი, რამდენაც არ ვგავართ  ერთმანეთს ამ საკითხში. თავისუფალ დროს იურიდიულ ლიტერატურას რა წამაკითხებს, თუ რაღაცისთვის არ მჭირდება?! ნუ, პრინციპში, თუ მჭირდება და იმიტომ ვკითხულობ, მაგას თავისუფალი დროის გატარება აღარც ჰქვია! მე თავისუფალ დროს დიდი ოდენობით მუსიკას ვუსმენ, თქვენს ბლოგებზე შემოვდივარ, ჩემთან ვპოსტავ, მხატვრულ ლიტერატურასაც ვკითხულობ და სერიალებსაც ვუყურებ, ან უბრალოდ ვუსაქმურობ! შესაძლოა, ამიტომაც არ ვგრძნობ თავს მაინცდამაინც გამოფიტულად!

არ იფიქროთ, პოსტი იმ ადამიანის ან საკუთარი თავის გასაკრიტიკებლად დავწერე! ღმერთმა დამიფაროს, მას უბრალოდ ვაღმერთებ და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარ თავზე მუშაობის მისი უნარით! ზუსტად ამიტომაცაა ის საუკეთესო ყველა ჩემთვის ცნობილ და არა–ცნობილ იურისტს შორის და ზუსტად ამიტომ ვარ მე ერთ–ერთი რიგითი! ნუ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამიტომ. არსებობს ბევრი ისეთი თანდაყოლილი ფაქტორი, რომელიც თუ არ გაქვს, მარტო საკუთარ თავზე მუშაობა ვერ გიშველის – ნიჭი მაგალითად! მას ყველაფერი უხვად აქვს (რა ადვილია ხოტბის შესხმა, როდესაც იცი, რომ ის ადამიანი შენს ბლოგზე არასოდეს მოხვდება ;))! მოკლედ, ეს ყველაფერი ისე, მაგალითისთვის! ვიცი, რომ იურისტებიც შემოდიხართ ჩემთან, ხოდა, ალბათ, დაფიქრდებით, რა არის საჭირო იმისათვს, რომ ნომერ პირველი იყოთ!

Advertisements

7 responses to “To be the best!

  1. Lalena ამბობს:

    საკუთარ თავზე მუშაობა, თავისუფალ დროსაც კი… მე ჯერ რიგირთიც არ ვარ (გავწითლდი, თავი და ვხარე, კუთხეში წავბუნძულდი)

    • unaamarga ამბობს:

      შენ მოზარდი ხარ ჯერ (პროფ. ასპარეზზე:)) და ყველაფერი წინ გაქვს!

      • Lilu ამბობს:

        შენც ყველაფერი წინ გაქვს ჩემო კარგო, პროფესიულ ასპარეზზე წინსვლა არასოდეს გვიან არ არის 😉

  2. nini ამბობს:

    ზუსტად ამიტომაცაა ის საუკეთესო ყველა ჩემთვის ცნობილ და არა–ცნობილ იურისტს შორის და ზუსტად ამიტომ ვარ მე ერთ–ერთი რიგითი! – damijere, shen rigiTze bevrad meti xar!

  3. ანუკა ამბობს:

    პირველივე კურსზე აღმოვაჩინე ერთი მარტივი ჭეშმარიტება, მუხლის ნომერი და შინაარსი არაფერში გჭირდება, მთავარია საჭირო კანონები გქონდეს ხელთ და აზრი გამოიტანო, აზრი!!!!
    თავისუფალ დროს ვეცნობი სზაკს :)))))) ვისაც გჯერათ, სამოთხეში მოხვდებით :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: