მწარეს ბლოგი

chez moi

თოვლიანი ვითომ–პოსტი

on თებერვალი 7, 2010

შაბათს დილით როგორც კი გავიღვიძე და მეზობლის დათოვლილი სახურავი დავინახე, ჩემმა განწყობამ ერთი ოქტავით მაღლა აინაცვლა. ეს ამაღლებული ხასიათი გაგრძელდა ზუსტად იმ მომენტამდე, როცა თოვლმა ჩემს ჩექმებში დაიწყო დნობა!

არანორმალურად დატვირთული ვარ, ეს ერთადერთი არგუმენტი მაქვს გაქრობისათვის. სამაგიეროდ, ჩემი შრომის შედეგი ძალიან მალე დღის შუქს იხილავს და მიხარია! 🙂

როგორც კი წესიერად მოვიცლი, ბლოგის დიზაინს შევცვლი, ან ჰედერს მაინც. რაღა დროს ახალი წელია შუა თებერვალში, მაგრამ რაღაც ჩემეული მინდა მოვარგო და სანამ ეგეთი მომიფიქრებია, აიტანეთ ეს! დარწმუნებული ვარ, ჩემი სიბრძნეების წაკითხვაში ხელს არ შეგიშლით! 😉

ხო, ალბათ გაგიკვირდებოდათ, ეს ვითომ–პოსტი რაღააო, მაგრამ სამოქალაქო სამართალში თუ არსებობს ვითომ–კრედიტორის ცნება, ვითომ–პოსტი რომ იყოს რა დაშავდება! მარტივად რომ აგიხსნათ, ვითომ–კრედიტორი არის პირი, რომლის წინაშეც ვასრულებთ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც კანონით არ გვევალებოდა და არც მას ჰქონდა უფლება ეს შესრულება მიეღო. ანუ, სიტყვაზე,  თქვენმა ორგანიზაციამ, ფინანსურ დოკუმენტებში გაუგებრობის გამო, ხელფასი ორჯერ რომ გადაგიხადოთ, თქვენ მაშინვე ვითომ–კრედიტორი გახდებით (რატომ ჩავაკვეხე ეს აქ, მაინც ვერ გავიგე, პროფესია თავს არასოდეს მანებებს!:)).

სოფისთან წავიკითხე ადრე, ერთი დღე მაქვს გამოყოფილი წიგნებისათვის ინტერნეტის გარეშეო. იდეა მომეწონა და გადავწყვიტე კვირა დღე მეც უკომპიუტეროდ გავატარო ხოლმე (რა თქმა უნდა, რამე სასწრაფო საქმე თუ არ მექნება). ფილმების საყურებლადაც არ ჩავრთავ, იმიტომ, რომ როგორც დღევანდელმა პრაქტიკამ დაადასტურა, როცა კომპიუტერს იაკობი მხოლოდ ფილმისთვის ვრთავ, ხელი სხვაგანც მიცდება ხოლმე. ასე რომ, დღეიდან კვირის განრიგში  შედის ყველაფერი, რასაც ეს პატარა და ეგზომ საყვარელი ყუთი არ სჭირდება! წიგნებზე გამახსენდა, გუშინ იურიდიულ ლიტერატურას ვეძებდი და ერთ–ერთ საიტზე ჰიუ ლორის “The Gun Seller”-ს წავაწყდი. დიახ, არ მოგჩვენებიათ, წიგნის ავტორი სწორედაც ჰაუსის როლის დიდებული შემსრულებელია! უნდა ვნახო ერთი, ისევე კარგად თუ წერს, როგორც თამაშობს!

და ბოლოს, რამდენიმე სერიოზული თემა მიტრიალებს თავში საპოსტედ, როგორც კი ცოტას მოვიცლი, გადმოვაფრქვევ! შეხვედრამდე და გმადლობთ, რომ გყოფნით მოთმინება ჩემი იშვიათი გამობრწყინებებისათვის!

Advertisements

7 responses to “თოვლიანი ვითომ–პოსტი

  1. Giga ამბობს:

    გილოცავ დამდეგ ახალ წელს!

  2. Lilu ამბობს:

    მოკლედ ეს იურიდიული ტერმინოლოგია არ გტოვებს არსად 😛 წიგნის დღე კარგი იდეაა, ხანდახან ინტერნეტისგანაც საჭიროა დასვენება :))) და ბოლოს გისურვებ წარმატებას შენს წამოწყებებში :*:*:*

  3. Lalena ამბობს:

    გელით ახალი პოსტებით :))) ჰერედი იყოს, ჯერ, გარეთაც თოვს და… გულში ხომ მაინც დარია არა? :))

  4. Sophie Golden ამბობს:

    Wow!
    კარგი რა, ჰიუ ლორის წიგნი? არ ვიცი, ამ ადამიანს, როგორც ჰიუ ლორის ვერ აღვიქვამ 🙂 მგონია, რომ გრეგორი ჰაუსია და ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივეა.

    შაბათს მეც ზუსტად ასე ვიყავი, ენერგია ერთი ათად მომემატა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: