მწარეს ბლოგი

chez moi

I see you!

on თებერვალი 12, 2010

გუშინ საღამოს ვიყავი “ავატარზე.” რა თქმა უნდა, ჯობდა მაშინვე დამეპოსტა, სანამ შთაბეჭდილებები  განელებული არ მქონდა, მაგრამ ორის წუთებზე სახლში მისულს კიდევ პოსტის წერა რომ დამეწყო, დღეს სამსახურში ვერანაირი ძალა ვეღარ მომიტანდა. ფილმის შინარსზე არ შევჩერდები, ჩემამადე ბევრმა დაწერა ამაზე და თან რომ მოგიყვეთ, რა გელით, არ არის საინტერესო. მარტო ერთს აღვნიშნავ – მიუხედავად იმისა, რომ 2:45 საათი ფილმისთვის ცოტა არაა, სიუჟეტი იმდენად გითრევს, ვერც ხვდები დრო როგორ გადის. ზოგმა გამოთქვა აზრი, დიდი არაფერი ფილმიაო, “ტიტანიკს” ვერ ჯობიაო და ა.შ. ჩემი აზრით, “ტიტანიკის” და “ავატარის” შედარება უბრალოდ არც შეიძლება. ეს ორი  სრულიად განსხვავებულ ჟანრს მიეკუთვნება, მაგრამ თავის ჟანრში ორივე უძლიერესია! თუ თქვენ გჭირდებათ ფილმი, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე ჩაგაფიქრებთ, რაღაც დასკვნებს  გაგაკეთებინებთ, ცხადია “ავატარი” თქვენთვის არ არის, მაგრამ თუ უბრალოდ სანახაობა გინდათ, მიდით და ისიამოვნეთ!

“მე გხედავ შენ” – ეს ფრაზა ადგილობრივი ხალხისათვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თვალით ობიექტის აღქმა!

ახლა რაც შეეხება სეანს: თავიდანვე ნერვები მომიშალა ტურტლიანმა სათვალემ, მერე კიდევ მაყურებლების საქციელმა! ჯერ ხომ დაგვიანებული ხალხის სეირნობა გაგრძელდა უსაშველოდ, მერე კიდევ ჩემს წინ ბიჭები ისხდნენ და ფილმის მსვლელობისას ცხრაასჯერ ადგენენ და გავიდნენ. არა. გასვლა კი არაა დანაშაული, მაგრამ ხომ შეიძლება ისე გახვიდე, სხვა არ შეაწუხო არა?! ვის გაუბედეთ! ესენი ადგებოდნენ მთელი ტანით, (საკმაოდ მაღლები და განიერები იყვნენ თან) დარბაზს ამაყად მოათვალიერებდნენ ყველა მიმართულებით და ზოზინ-ზოზინით გაეტენებოდნენ! შენ კიდევ ამ დროს ფილმის ყურებაში ხარ ჩართული!

3D-ს რაც შეეხება,  ფილმის დაწყებამდე “ალისას” ტრეილერი აჩვენეს და, როგორც დავაფიქსირე, იმას ბევრად უკეთესი ეფექტები აქვს. ჩეშირის კატა ზედ სახესთან რომ მომიცურდა, ხელის გაწევა და თავზე მოფერება მომინდა! “ავატარზე” კი ბოლოსკენ სათვალე მოვიხსენი, თავლები ძალიან დამეღალა და იმდენად დიდი განსხვავება არც იყო, თუმცა შთაბეჭდილებებისთვის მაინც მეყო! ერთხელ ინსტინქტურად თავიც კი გავწიე, ნასროლი ყუმბარა, თუ რაღაცა, არ მომხვდეს-მეთქი! 🙂 თვითონ პლანეტის გარემო არის ულამაზესი! რამდენიმე კადრზე სუნთქვა შემეკრა აღფრთოვანებისაგან! ძალიან მომეწონა ფილმის საუნდტრეკებიც! მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნამდვილად ღირს საყურებლად, საკმაოდ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

Advertisements

7 responses to “I see you!

  1. sophya ამბობს:

    რატომღაც არ მინდა მაგ ფილმზე წასვლა 🙂

  2. xissunianisaxli ამბობს:

    mec momecona 🙂

    iqedan sxvaniori gamovedi 🙂 da sxvatashoris bevr rameze damafiqra kidec 🙂

    da sami game mesizmreboda lurji gogo mamas rogor dastiroda 😦

  3. Lalena ამბობს:

    გამიხარდა შენი რივიუ, ყველამ მილანძღ-მოლანძღა და დავიბენი ვეღარ მივხვდი სად იყო სიმართლე 🙂

  4. website ამბობს:

    You should be a part of a contest for one of the most useful sites on the net.
    I’m going to recommend this site!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: