მწარეს ბლოგი

chez moi

გაზაფხული შემოსულა?

on მარტი 2, 2010

მარტის მეორე დღეა და ყველა ჩემს გარშემო ბედნიერია გაზაფხულის მოსვლით! ზოგს ზამთრის დასრულება უხარია, ზოგს სჯერა, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად რამე შეიცვლება, ზოგს საკუთარი გულის იოლად გრძნობამორევის პერპექტივა ხიბლავს და ა.შ. მაგრამ არა მე! ვერ ვიტან გაზაფხულს და ვერც ვერასოდეს ვიტანდი! არა ნუ პრინციპში მთლიან სეზონს კი არა, უფრო მარტს და აპრილის დიდ ნაწილს. გაზაფხული მიყვარს იმ მომენტიდან, როცა პირველი ბალახი ამოდის და ხეებიც ნელ-ნელა მწვანდება! რით ვერ დაიმსახურა გიჟმა მარტმა ჩემი სიმპათია?  აგერ მიზეზებიც:

  • ალერგია;
  • უაზრო ამინდები;
  • ალერგიის ან კიდევ რაღაცის შედეგად გაგიჟებული სახის კანი, რომელიც გონზე ვერაფრით მომყავს;
  • ვნებამორეული კატები
  • ვერ ვგრძნობ ბუნების გაღვიძება-გამოცოცხლებას

ადრე ამ ყველაფერს ზამთრის დროიდან ზაფხულის დროზე გადასვლაც ემატებოდა! მარტო იმისთვის ვიქნებოდი სააკაშვილის მადლიერი, საათს აქეთ-იქით რომ აღარ დაარბენინებს! ერთი სიტყვით, დათვი რომ ვიყო, ზამთარში კი არა, ახლა დავიძინებდი! ან უბრალოდ, დროის ამ მონაკვეთს გამოვტოვებდი და პირდაპირ მაისში ან ივნისში გადავხტებოდი! ახლა ნახავს ამ პოსტს, გამოუსწორებელ რომანტიკოსთა დაჯგუფება და აყვავებული ატამ-ტყემლებით შემიჭამს ტვინს! არ მინდა, ბატონო, ეს თქვენი თეთრი სპეტაკი ტყემლის ყვავილები (თუ რასაც ეძახით) და ძალაა?!

… я не люблю весны;

Скучна мне оттепель; вонь, грязь — весной я болен;

Кровь бродит; чувства, ум тоскою стеснены.

Суровою зимой я более доволен,

Люблю ее снега; в присутствии луны!

ჩემამდე დაწერა ეს პუშკინმა!

Oh, ჩემმა იმ ნაწილმა, რომელიც ყველაფერში დადებითს ეძებს, რაღაც შემახსენა! არა, დატოვეთ  აპრილი თავის ადგილას, იმიტომ, რომ იები მიყვარს (მარტს მაინც ვერაფერი შველის)! ვერ ვიტან გაზაფხულს, მაგრამ მიყვარს იები! ოღონდ ბაღის წვრილი იები, დამათრობელი სურნელი რომ აქვს და არა ის მუტანტობა, თბილისში რომ ყიდიან!

ჩემი პაწუკები, თავიანთი მოკრძალებული, ნაზი სილამაზით!

ესეც ასე, ამასობაში ცოტა ხასიათი გამომიკეთდა! გადავიტან როგორმე ამ მარტს! მერე კი მოვა იები, სითბო, მზე და ლურჯი ცა!

Advertisements

5 responses to “გაზაფხული შემოსულა?

  1. kevana ამბობს:

    წელიწადის ყველა დრო თავისებურად კარგია და მშვენიერი 🙂

    აყვავებული ტყემლები, როგორ დამავიწყდა.. ეგენი ერთ–ერთი პირველები ყვავილობენ

  2. Lalena ამბობს:

    მე იცი რას ვერ ვიტან? რომ გავიხადავ გარეთ და უი უკვე თბილააა და ჩავიცვამ თხლად და თურმე სად ბანაობ, ან პირიქით, რომ მგონია ცივა და ისე დათბება ვიხრჩობი, აი ამას, რომ გადავლახავ მერე ყველა და ყველაფერი მიყვარს :)))))

  3. kikito ამბობს:

    au mec egre var, ai ar miyvars es tve da ra vqna, zamtari menatreba magram yvelas ise uxaria gazafxuli agar vici sad vtqva da ai vtqvi da amovisuntqe 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: